6 რჩევა მომაბეზრებელი ბუზების მოსაშორებლად

გინდათ გაიგოთ, რატომ შემოდიან ბუზები ფანჯრიდან მარტივად მაგრამ უკან გაფრენა აღარ იციან? ასეა მოწყობილი მათი მხედველობა. მათ ქსელური მხედველობა აქვთ და ვერ ხედავენ გამჭვირვალე შუშას. როგორ მოვიშოროთ ისინი სახლიდან დიდი ძალისხმევის და ქიმიური საშუალებების გარეშე?

1. ფანჯარაზე ბადის დაყენება

დიახ ბანალურია, მაგრამ თუ ბუზმა სახლში ვერ შემოაღწია, მისი გაგდებაც არ მოგიწევთ. თუ უკვე გიყენიათ, შეამოწმეთ დაზიანებულები ხო არ არიან.

2. მოაშორეთ სატყუარები

ბუზებს შემოაქვთ მტვერი და საკუთარი კვერცხები და დაფრინავენ არც ისე სასიამოვნო ადგილებში. საჭმლის მიღების დროს ეცადეთ დაახუროთ საკვებს თავსახური ან საკვები პარკი, შემდეგ მაგიდიდან ყველაფერი აალაგეთ.

3. მტვერსასრუტი

თუ კარგი მხედველობა და რეფლექსები გაქვთ, ბუზის საკლავიც კარგი ვარიანტია. მაგრამ არ დაგავიწყდეთ შემდეგ იმ ადგილის დეზინფექცია, სადაც მწერი შეიწირეთ.

მტვერსასრუტიც მშვენიერი გადაწყვეტილებაა, რათა ისინი „შეისრუტოთ“.

4. ხაფანგი

ქიმიურ საშუალებებს ნუ გამოიყენებთ. განსაკუთრებით თუ სახლში ბავშვები ან შნაური ცხოველები არიან. დააყენეთ ხაფანგი. დაგჭირდებათ პლასტმასის ბოთლი ან კონტეინერი, საკანცელარიო რეზინა ან საკვები პარკი.

მოსაზიდად გამოიყენეთ ხილი ან ძმარი. გაავსეთ კონტეინერი დაჭრილი ხილით, ძმრით ან მურაბით. დაახურეთ თავზე პარკი და რეზინით შეკარით. ზევიდან რამდენიმე ხვრელი გაუკეთეთ. ასე ბუზები საყვარელ საკვებამდე მიაღწევენ, მაგრამ უკან ვეღარ გამოვლენ.

5. დამაფრთხობელი არომატი 

ეთერული ზეთების სასიამოვნო სურნელი ბუზებს არ იზიდავთ. განსაკუთრებით ევკალიპტი ან რეჰანი.

6. ოთახის მცენარეები

თუ რაფაზე ქოთანში ნემსიწვერა გაქვთ დარგული, ბუზებს მათგან მორიდება მოუნდებათ. ასევე, მათ აშორებს პომიდვრის და აბზინდას ფოთლები. ეზოიან სახლში ჩარგეთ ანწლი.

იმედი გვაქვს ამიერიდან მომაბეზრებელი მწერებისგან გათავისუფლებას შეძლებთ. სხვათაშორის სასარგებლოები არიან კატები და ძაღლები, რომლებიც მფრინავ ობიექტებს იჭერენ.