8 მწვანილი და სუნელი, რომლის მოყვანა სამზარეულოშივე შეგიძლიათ

სამზარეულოში ყოველთვის აუცილებელია გქონდეთ გემრიელი კერძების მოსამზადებლად საჭირო სუნელების და მწვანილების საკმარისი რაოდენობა. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ იმ მცენარეებს, რომლის გაზრდაც სამზარეულოში მარტივადაა შესაძლებელი:

ქინძი

ქინძის თესლები მსუბუქ ნიადაგში უნდა ჩარგოთ. საუკეთესო მეთოდია მათი განლაგება ქოთანში ზოლებად. ასევე აუცილებელია მორწყათ ქინძი რეგულარულად. იგი რამდენიმე კვირაში გაიზრდება.

კამა

კამას მზის შუქი და რეგულარული მორწყვა უყვარს. რეკომენდირებულია მის ნიადაგში მინერალური სასუქის ჩამატება თვეში ორჯერ.

ოხრახუში

მიწაში ოხრახუშის თესლები 0.5 სანტიმეტრზე უფრო ღრმად არ უნდა ჩარგოთ. დადგით მისი ქოთანი ბნელ კუთხეში და მორწყეთ ყოველ მეორე დღეს. ფოთლების გაჩენის შემდეგ გადადგით ოხრახუში ფანჯარასთან.

როზმარინი

როზმარინის თესლებისთვის უკეთესია დატენიანებულ მიწაში და პატარა, 15 სმ. სიღრმის ქოთანში ჩარგვა. იგი 1 თვეში გაიხარებს თუ მას სუფთა ჰაერს და რეგულარულ მორწყვას არ მოაკლებთ.

სალბი

სალბის დასარგავად პლასტმასის ჭიქა საკმარისია, თუმცა გაზრდის შემდეგ იგი უნდა გადარგოთ მინიმუმ 1.5 ლიტრიან ქოთანში. მას როზმარინის მსგავსად ტენიანი მიწა სჭირდება გასაზრდელად.

ქონდარი

ამისთვის პატარა, 15 სმ. სიმაღლის ქოთანი და ტენიანი ნიადაგი დაგჭირდებათ. დაფარეთ თესლები 1 სმ. სისქის მიწის ფენით და არ მისცეთ ამ ფენას გამოშრობის საშუალება ახალი თესლების გაჩენამდე.

მელისა (ბაღის პიტნა)

მელისა ზოლებად უნდა დათესოთ 12-15 სანტიმეტრის სიმაღლეზე და მორწყათ კვირაში სამჯერ. მეტი ფოთლების მისაღებად მოაშორეთ მას ფოთლები გაჩენისთანავე.

ორეგანო (თავშავა)

ამ მცენარეს ბევრი მზის შუქი სჭირდება. მისი თესლები 0.5 სმ. სიღრმეზე უნდა ჩათესოთ და მორწყათ კვირაში ოთხჯერ, გაზრდის შემდეგ კი ყოველ მეორე დღეს.