ეიფელის კოშკის შესახებ მთელ მსოფლიოში იციან – ის არამხოლოდ ქალაქის, არამედ ქვეყნის სიმბოლოა. მაგრამ, ცოტამ თუ იცის რატომ ააგეს ამხელა კონსტრუქცია რეალურად (324 მ.)

ერთ-ერთი ვერსიით ის რადიოგადაცემას უკავშირდებოდა, თუმცა, თუ კარგად შევისწავლით საკითხს და თარიღებს შევხედავთ, ვნახავთ, რომ ეიფელის კოშკი იმაზე ადრე ააგეს, ვიდრე რადიოს გამოიგონებდნენ.

სინამდვილეში, პარიზში 1889 წელს სურდათ მასშტაბური ღონისძიება ჩაეტარებინათ, რომელსაც საფრანგეთის რევოლუციის 100 წლისთავს მიუძღვნიდნენ, მსოფლიო გამოფენის შესასვლელი რომ მოერთოთ, მსგავს კონტრუქციაზე ტენდერი გამოაცხადეს. შედეგად მივიღეთ ეიფელის კოშკი.

მშენებლობის მიმართ დიდი მოთხოვნები ჰქონდათ. პირველ რიგში – დროებითი ხასიათი. 20 წლის განმავლობაში გეგმავდნენ კონსტრუქციის დემონტაჟს.

ყველა წამოყენებულ პროექტს შორის გიუსტავ ეიფელმა გაიმარჯვა. დიზაინის კუთხით საქმე არქიტექტორ სტეფან სოვერსტრს გადასცეს.

დასაწყისში ფინანსებიც არ იყო გამართულად. ეიფელის ბიუჯეტიდან მოთხოვნილი თანხის მხოლოდ მეოთხედი ნაწილი გამოყვეს. დანარჩენი 75% ეიფელის ფული იყო. მან ის პროექტში ჩადო იმ პირობით, რომ მომავალი 20 წელიწადი ეს კონსტრუქცია იფუნქციონირებდა და შემოსავალს მოიტანდა.

ყველა გაღებული თანხა კოშკის ექსპლუატაციაში შესვლიდან 1 წელიწადში დაბრუნდა. ორი ათეული წლის შემდეგ მისი დემონტაჟი აღარ განხორციელდა.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი