დროდადრო ბინაში და სახლში აუცილებელია იატაკისა თუ კედლების განახლება. როგორც არ უნდა ეცადოთ, რემონდი დაბინძურების გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ჩენ მოგიყვებით როგორ მოწმინდოთ მტვერი ფილიდან მარტივად და ეფექტურად.

1. სამშენებლო მტვერი

ეს ადვილი საქმეა, მთავარია არ დააზიანოთ ფილა. პირველ რიგში, გადაატარეთ მტვერსასრუტი. ასე ჭუჭყის უმეტეს ნაწილს მოაშორებთ. შემდეგ დამატენიანებელ დასუფთავებას მიმართეთ, რათა მთლიანად გაწმინდოთ კერამიკული საფარი.

გამოიყენეთ შემდეგი მეთოდები:

  • გახსენით წყალში საპონი ან სარეცხი ფხვნილი. დაამუშავეთ დამტვერილი ნაწილი ამ ხსნარით, შემდეგ მორეცხეთ სუფთა წყლით.
  • იმისათვის, რომ ზედაპირი ბრწყინავდეს, წყალში ლიმონი ჩააწურეთ.
  • თუ დაბინძურებას გაცილებით ძლიერი ზემოქმედება სჭირდება, გააზავეთ სითხე ძმართან.
  • საშუალება შუშებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ არამხოლოდ ფანჯრებისთვის, არამედ კაფელისთვისაც. ის მოაშორებს მტვერს.

2. წებო

ეს გაცილებით რთული ჭუჭყია და უფრო სერიოზული საშუალებები დაგჭირდებათ.

  1. ეცადეთ მოაშოროთ წებო ფილაზე პირველივე მოხვედრისას. საკმარისია სამშენებლო მასალა და ტენიანი ტილო.
  2. მშრალი წებო ჯერ უნდა დაარბილოთ. დაამუშავეთ დაბინძურება წყლით, გაზავებული ამიაკთან და ძმართან. თუ მასალა პოლიმერულია, აცეტონი გამოიყენეთ. იყავით ფრთხილად, რომ კაფელის ზედაპირი არ დაზიანდეს.
  3. როგორც კი წებო დარბილდება, მექანიკურ დამუშავებას მიმართეთ. მეტალის ღრუბლით, მაკრატლით ან დანით მოაშორეთ ნარჩენები.
  4. წებოს ნაკვალევს დაასხით გამსხნელი. შეარჩიეთ საშალება მასალის მიხედვით.

3. გრუნტი

ხშირად რემონტის შემდეგ ფილაზე თეთრი ლაქები რჩება. როგორც კი მას შენიშნავთ, მალე ჩამორეცხეთ სუფთა წყლით. ეცადეთ არ გამოშრეს. თუ მომენტი გაუშვით, შემდეგნაირად იმოქმედეთ: აიღეთ აცეტონი, გამხსნელი და სამონტაჟო ქაფი. ლაქების დარბილების შემდეგ ისინი საფხეკით მოაშორეთ. ნარჩენები ხსნარით დაამუშავეთ.

4. საღებავი

დამოუკიდებლად გაუმკლავდებით საქმეს, თუ საღებავი წყალგამძლეა.

  • პატარა ლაქებს დანითაც მოაშორებთ.
  • მოზაიკური ფილა აცეტონით დაამუშავეთ. ამის შემდეგ გადაუსხით მშრალი ტილო.
  • გამოიყენეთ სპეციალური გამხსნელი საღებავის მიხედვით. ჩაალბეთ ხელსახოცი და მოათავსეთ ლაქაზე 15-20 წუთით.

5. ფილებს შორის არსებული სივრცეები

ფილებს შორისაც გროვდება ჭუჭყი, რომელიც ესთეტიკურ იერსახეს აფუჭებს. მორეცხეთ ისინი სოდისა და წყლის ნაზავით. აურიეთ სოდა წყალთან ურთიერთქმედებით 3:1-ზე. მოასხით და დატოვეთ 10-20 წთ.

შემდეგ მოამზადეთ წყლისა და ძმრის ხსნარი. აურიეთ ინგრედიენტები. მოასხით ლაქებს და უხეში ჯაგრისით გაწმინდეთ. ბოლოს სუფთა წყალი მოასხით.

სხვადასხვა ტიპის ფილის გაწმენდა:

  1. არაპოლირებულ კაფელზე სცადეთ წყლის ხსნარები და საყოფაცხოვრებო ქიმია. სერიოზული ლაქებისთვის გამსხნელი ან აცეტონი.
  2. ნახევრად პოლირებულზე წყლისა და ფხვნილის ხსნარი.
  3. პოლირებულისთვის გამოიყენეთ თბილი წყალი და გამხსნელი.
  4. რელიეფურ ფილაზე ლიმნისა და წყლის ხსნარი და გამხსნელი.
  5. მოჭიქულ ფილაზე უბრალოდ წყალი და გამხსნელი.
  6. არაპრიალა ფილაზე სარეცხი ფხვნილი წყალთან, გამხსნელთან და აცეტონთან ერთად.

თქვენ როგორ უმკლავდებით ამ პრობლემას? გაგვიზიარეთ გამოცდილება.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი