ჩინურ პროვინცია გუადუნში ერთი პატარა სახლია, რომელთანაც ტურისტების სიმრავლე შეინიშნება. ეს შენობა მისი ადგილმდებარეობითაა გასაოცარი. სახლი ორ გზას შორისაა მოქცეული, შუა მაგისტრალზე. მეპატრონემ მის დატოვებაზე უარი განაცხადა.

სამშენებლო სფეროში არსებობს გაგება „სახლი-ლურსმანი“. როგორც წესი, ესაა შენობა, რომელიც დასახლების ზოგადი ექსტერიერისგან გარეგნული იერით ან ადგილმდებარეობით გამოირჩევა.

გზატკეცილის აშენების დროს, მთავრობამ იმ ადგილობრივებს, რომელთა სახლები მშენებლობას ხელს უშლიდა, სხვა საცხოვრებლები შესთავაზა. 47-მა ოჯახმა და 7-მა კომპანიამ მიიღო ბინა და ფულადი კომპენსაცია. მათ ტერიტორია 2019 წლის სექტემბერში გაათავისუფლეს.

ჩინელმა ქალბატონმა ლიანმა კი უარი განაცხადა არქიტექტორების გეგმაზე. ის აცხადებდა, რომ კომპენსაცია მისთვის საკმარისი არ იყო. მთავრობა მას ერთსართულიანი სახლისთვის, რომლის ფართობიც 40 კვ.მს წარმოადგენს, 2 ბინასა და 186 ათას დოლარს სთავაზობდა. ლიანი კი 4 ბინასა და 287 ათას დოლარს ითხოვდა. 10 წლის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მისი სახლიც პროექტში ჩაერთოთ.

საბოლოოდ, გზატკეცილი ააგეს და ჩინელი თავის სახლში დარჩა. ახლა მას ისღა დარჩენია, შეეგუოს ავტომობილების მუდმივ მოძრაობასა და ტურისტების ხმაურს, რომლებიც „ღირსშესანიშნაობის“ სანახავად მოდიან.

ყველა მთავრობა არაა ასეთი მომთმენი და ტოლერანტული, როგორც გუადანის. ეგვიპტეში აშენებენ მაგისტრალს, რომელსაც ბინის სახლებიდან ხელს მიაწვდენთ. მაცხოვრებლებს კი სხვაგან გადასვლა არავინ შესთავაზათ.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი