ბევრ ჩვენგანს აქვს საკუთარი წარმოდგენა იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ინტერიერის სტილი და გაფორმება. როგორი ავეჯი და დეკორი უნდა შევუხამოთ მას. ჩვენ მოგიყვებით თუ როგორ შეძლებთ მოაწყოთ ის ისე საინტერესოდ, როგორც პროფესიონალმა დიზაინერმა.

აჩვენეთ ინდივიდუალიზმი

ყველაზე კარგი გზა ბინის სრულყოფისთვის – მასში რაღაც პირადის შეტანაა. მაგალითად, საყვარელი ჯგუფის ალბომის ჩარჩოში ან მოგზაურობის ამსახველი ფოტოების. გამოგადგებათ ვინტაჟური ავეჯი, ლარნაკები, ბარათები და აშ.

მორთეთ სახლი მცენარეებით

ცცოხალი ყვავილები სახლს გააცოცხლებენ, გააფართოვებენ და გაავლებენ ზღვარს შიდა და გარე გარემოს შორის. სპეციალისტები გვირჩევენ მცენარეები დიდი ავეჯის გვერდით განვათავსოთ. დარწმუნდით, რომ სინათლე შერჩეულ ადგილას მცენარისთვის საკმარისია.

ნუ შეუშინდებით შავს

ნუ აუვლით გვერდს მუქ ნივთებს. მათი მეშვეობით გარემო ძვირადღირებულად გამოიყურება. მაგრამ მაინც ფრთხილად იყავით

იპოვნეთ სინათლის ახალი წყაროები

სახლის განათება ცალკე ყურადღებას იმსახურებს. რაც უფრო მეტი წყარო გექნებათ, მით უკეთესი. დაუთმეთ დრო არამხოლოდ ზედა განათებას, არამედ მას, რომელიც მხედველობის არედან დაბლა იმყოფება. მაგიდის სანათი ინტერიერს სასიამოვნო სინათლით მოიცავს.

გააფართოვეთ სივრცე სარკეების მეშვეობით

უბრალოდ განათავსეთ დიდი სარკე დერეფანში, სამზარეულოში, აბაზანაში ან საძინებელში, რათა ვიზუალურად გაზარდოთ სივრცე. თუ ფანჯრის წინ მოათავსებთ, ოთახში სინათლის რაოდენობას გაზრდით.

მორთეთ სივრცე

დიზაინერები გვირჩევენ დეკორის სახით აქსესუარები გამოვიყენოთ, რომლებსაც სეზონურად შევცვლით. ღია ფერის ბალიშები, პლედები, ხალიჩები მშვენიერი ოთახის დანამატები არიან. წიგნები, არომატული სანთლები და ფერადი თეფშები სახლს მყუდროებას შემატებენ. ყველა, ვინც შემოვა გარშემო მიმოხედვა მოუნდება.

დაიცავით წესრიგი

სუფთა გარემო ყოველთვის მეტყველებს იმაზე, რომ დიასახლისმა ძალისხმევა გაიღო. გაამახვილეთ ყურადღება რა გხვდებათ თვალში პირველ რიგში და მოააწესრიგეთ ის.

გამოიყენეთ საყვარელი ფერი ან პრინტი

შეიანეთ ინტერიერში საყვარელი ფერი, მაგრამ ნუ გადააჭარბებთ. სახლის გაფორმებისთვის არჩეული ფერები ძლიერ მოქმედებენ ხასიათზე. დაფიქრდით გარშემო თბილი ფერები გირჩევნიათ თუ ცივი? ნეიტრალური თუ დატვირთული? როგორც კი საკუთარ ფერს იპოვნით, ყველაფერი უკეთესად იქნება.

გაწმინდეთ გარემო

ხანდახან ზედმეი ავეჯის მოშორება აღტაცებაში მოგივანთ. დაიცავით წესი: თუ ნივთი ფუნქციური არაა ან სიხარულს არ განიჭებთ, სახლში მისი ადგილი არაა.

თამამად აურიეთ ტექსტურები

ეცადეთ ინტერიერში შეახამოთ ისეთი მასალები, როგორებიცაა ხე და მეტალი.

იპოვეთ წყვილი

მსგავსი ობიექტების, მაგალითად ლარნაკების, სავარძლების, ჯამების პოვნით აქცენტებს დასვამთ. კარგად გამოიყურებიან სხვადასხვა სიმაღლის და სისქის შანდლები.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი