ამ ნივთების მოთავსება ტელეფონთან არ შეიძლება! ასე თქვენს უსაფრთხოებასაც ვნებთ

სხვადასხვა გაჯეტები ჩვენს ცხოვრებაში დიდ ადგილს იკავებენ. უკვე შეუძლებელია ყოველდღიური საზრუნავის მათ გარეშე ორგანიზება. დღეს სმარტფონის გამოყენება აუცილებლობაა და არა პრივილეგია.

თუმცა, იმდენად მივეჩვიეთ მის 24/7-ზე გამოყენებას, რომ უსაფრთხოების წესები გვავიწყდება. შედეგად არასასიამოვნო შედეგებამდე მივდივართ.

საქმე იმაშია, რომ „ჭკვიანი მოწყობილობა“ სხვა ნივთებთან ყოველთვის არ „მეგობრობს“. ჩვენ ამ პატარა სიას განვიხილავთ.

ნებისმიერი მეტალის ნივთი

მიჩვეულები ვართ ჯიბეში მონეტების ან გასაღების ქონას. მაგრამ, ეს არ შეიძლება. თანამედროვე დიდი ეკრანები ძალიან მოსახერხებელი, თუმცა დაუცველია. ერთი უხერხული მოძრაობა და გაჯეტი დაგიზიანდებათ.

„ერთხელ როლიკებზე ვკატაობდი, ტელეფონი, საფულე და გასაღები სპორტულ ჩანთაში მედო. ერთხელ დავვარდი. მოგვიანებით, ტელეფონი საათის გასაგებად ამოვიღე ჯიბიდან და დავინახე, რომ ეკრანი გატეხილი იყო.“ – გვიზიარებს მომხმარებელი.

პლასტიკური ბარათები

საკრედიტო ბარათები მაგნიტური ზოლებით ხასიათდებიან და ტელეფონთან შენახვის დროს განიმუხტებიან. ამასთან, შენახვის ასეთი ხერხი ადვილად მიგვიყვანს მის დაკარგვამდე. ადამიანი ხომ სმარტფონს მუდამ ამოწმებს. გაჯეტის რეგულარული ამოღებით კი იქვე მოთავსებული ბარათი შესაძლოა ამოვარდეს და დაიკარგოს.

ფული

ტყუილად არ ამბობენ, რომ კუპიურები ძალიან ბინძურია. რთულია წარმოვიდგინოთ რას გადიან იქამდე, სანამ ჩვენთან მოხვდებიან. ნუ შეინახავთ ამ მიკრობებს და ჭუჭყს ტელეფონის სიახლოვეს.

ასევე, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ სმარტფონის ბუდეში მოთავსებული ფული გაჯეტის სიმხურვალეს ხელს უშლის. ამასთან, თუ ტელეფონი სადმე დაგრჩათ, ფულსაც კარგავთ.

კოსმეტიკა

მაგალითად, ტუჩსაცხი თავის შეფუთვაში აფერხებს სიგნალს და მობილური კავშირის ხარისხს აფუჭებს.

საკვები

შოკოლადის, ჩიპსების და სხვა გემრიელობების ჭუჭყი მოწყობილობაზე მოხვდება, შემდეგ კი ჩვენს ორგანიზმში.

გახადეთ სმარტოფნის გამოყენება გაცილებით უსაფრთხო! ისინი ხომ ძალიან საჭირონი არიან, მათი რემონტი კი ერთ დიდ ხლაფორთს უკავშირდება.