გაავსეთ პამპერსი წყლით და გაყინეთ: ამ ხრიკს არავინ გასწავლიდათ

ჩვენი დღევანდელი სტატიის თემა პამპერსი იქნება. მაგარი რამაა – შეიძლებ არამხოლოდ დანიშნულებისამებრ, არამედ ალტერნეტიურ საშუალებად გამოყენებაც. გადავწყვიტეთ, ერთჯერადი პამპერსები გამოგვეცადა სხვადასხვა გზით. გაგვიჩნდა რამდენიმე საინტერესო იდეა!

Novate.ge-ს რედაქცია, როგორც ყოველთვის, ახალი იდეების სადარაჯოზეა. ახლა კი გაგაცნობთ რამდენიმე გზას, რომლითაც პამპერსი თქვენს ცხოვრებას გაამარტივებს.

ერთჯერადი პამპერსი

ლოგიკურ კითხვაზე “რომელი პამპერსი გამოვიყენოთ?”, გიპასუხებთ ასე: ნებისმიერი! ნებისმიერი მათგანი ერთი მიზნით – სითხის შესაწოვადაა შექმნილი. თანაც, ბევრი სითხის! რა სარგებელს მოგვიტანს ეს, განსაკუთრებით, თუ გარეთ ცხელა? სწორია – უნდა გავყინოთ. მერე? აი, რა უნდა გააკეთოთ მერე.

როგორ გამოვიყენოთ ერთჯერადი პამპერსი

1. გაყინული პამპერსის მოთავსება შეიძლება თერმოჩანთაში. დიახ, არსებობს სიცივის აგენტები და სხვა მოწყობილობები. ოღონდ მაღაზიაში. აი, პამპერსი კი მუდამ ხელთ გაქვთ. შესანიშნავი ვარიანტია იმისთვის, რომ საკვები კიდევ დიდხანს დარჩეს ახალივით.

2. თუ, ღმერთა დაგიფაროთ, რაღაცას მიეჯახეთ და სადაცაა სილურჯე გაგიჩნდებათ, გამოიყენეთ ეს გაყინული პამპერსი. მისი დამაგრება მარტივია დაზიანებულ ადგილზე, შეხებით კი – სასიამოვნოა.

3. დაუჯერებელი საშუალება: მოათავსეთ პამპერსი ქოთნის ფსკერზე და შემდეგ მოაყარეთ მიწა. ნიადაგი ასე მუდამ ტენიანი იქნება, ყვავილების მორწყვაც გაცილებით იშვიათად გახდება საჭირო. ამ შემთხვევაში, პამპერსის გაყინვა საჭირო არაა.

არ დაგავიწყდეთ, რომ პამპერსის გაყინვამდე იგი წყლით უნდა გაჟღინთოთ. საყინულეში აბსოლუტურად მშრალი ნივთის შედებას აზრი არ აქვს. არ დაგავიწყდეთ კომენტარებში თქვენი გამოცდილების გაზიარებაც.

ზოგადად, უამრავი ვარიანტი არსებობს. ბევრს გაეცინება, რატომ უნდა გამოვიყენოთ პამპერსი, თუ ყინულით სავსე ბოთლიც პრაქტიკულიაო. დიახ, სიცივეს შეინარჩუნებს და ბოლოს წყლის დალევასაც შეძლებთ. თუ კომპაქტურობა გნებავთ, გამოიყენეთ კეჩუპის ან მაიონეზის შეფუთვები. ისინი მცირე ზომის და უფრო მოსახერხებელია.

ჩვენ არ მოგიწოდებთ პამპერსის ასე გამოყენებისკენ. უბრალოდ გაჩვენებთ, რომ ასეც შეიძლება.