დენისი დალაგების სფეროს ექსპერტია. იგი ბოლო 20 წლის განმავლობაში კვირაში 15-20 აბაზანას ალაგებდა პენსიაში გასვლამდე. მან ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში საკუთარი ეფექტური მეთოდი შეიმუშავა აბაზანის რეკორდულ დროში გასასუფთავებლად. ახლა იგი ამ ორიგინალურ მეთოდს საკუთარი ბლოგის საშუალებით გვიზიარებს:

როგორ უნდა დავალაგოთ აბაზანა 15 წუთში

დაგჭირდებათ:

  • ტუალეტის ჯაგრისი
  • საწმენდი სპრეი
  • რბილი ქსოვილი
  • 3 ქაღალდის ხელსახოცი

პირველი ნაბიჯი – გახეხვა

წაუსვით ტუალეტის საწმენდი უნიტაზს და გახეხეთ ჯაგრისით. ჩარეცხეთ და დადევით ჯაგრისი უნიტაზის ზედაპირის ქვეშ გასაშრობად

მეორე ნაბიჯი – სპრეი

მიასხით სპრეი პირსაბანს, ონკანს და კარადის ზედაპირებს.

მესამე ნაბიჯი – გადაწმენდა

ჩაალბეთ წყალში ნაჭერი, შემდეგ ოდნავ გაწურეთ და გადაწმინდეთ მისი დახმარებით სარკე, მერე კი გადაწმინდეთ ზედაპირებიდან საწმენდი სპრეი.

მეოთხე ნაბიჯი – გაშრობა

გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცებით სარკე, კარადის ზედაპირები, პირსაბანი, ონკანი და უნიტაზი. გამოიყენეთ ბოლო სუფთა ხელსახოცი სარკის და ონკანის გასაპრიალებლად.

გადააგდეთ ხელსახოცები ნაგავში და შეინახეთ ტუალეტის ჯაგრისი თავის ადგილას.

მეხუთე ნაბიჯი – დალაგების დასრულება

გარეცხეთ გამოყენებული ნაჭერი და გაწურეთ, შემდეგ კი გამოიყენეთ იატაკის მოსაწმენდად საჭიროების შემთხვევაში ან თმის, მტვერის და ჭუჭყის წერტილებს გადასაწმენდად. ამ პროცესის მერე მოათავსეთ დასვრილი ნაჭერი სარეცხ მანქანაში და ამით დალაგების პროცესი დასრულებული იქნება.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი