რატომ არ შეიძლება ღამით დასარეცხი ჭურჭლის დატოვება

როცა კიდევ ერთხელ ვუჩივით თავის ტკივილსა და უძილობას, ცოტა ჩვენგანი თუ დაუშვებს, რომ ამის მიზეზი შეიძლება იყოს ღამით სამზარეულოში დატოვებული დასარეცხი ჭურჭელი.

სხვათა შორის, ჩვენი წინაპრები ამას ძალიან სერიოზულად უდგებოდნენ. იმ რიტუალების რიცხვში, რომლებიც სახლის დაცვისა და იღბლის მოზიდვისთვის ტარდებოდა, მუდმივად შედიოდა ჭურჭლის სისუფთავე.

Novate.ge-ს რედაქციამ გადაწყვიტა, გარკვეულიყო ამ საკითხში და ახლა ზუსტად იცის, რატომ არ შეიძლება ჭუჭყიანი ჭურჭლის დატოვება ნიჟარაში.

ჭუჭყიანი ჭურჭელი

პირველი მიზეზი – ცრურწმენა

ჩვენს წინაპრებს სწამდათ, რომ ყველა სახლში ცხოვრობს ფუძის სული და ყველანაირად ცდილობდნენ, “მასპინძელი” არ გაენაწყენებინათ. განაწყენებული ფუძის სული ხომ შურს აუცილებლად იძიებს.

მისი უკმაყოფილების უტყუარი ნიშნებია გამქრალი ან სრულიად მოულოდნელ ადგილას ნაპოვნი ნივთები. განსაკუთრებით, ჩაის კოვზები და უწყვილო წინდები. აგრეთვე, შრაშუნი და ხმამაღალი ჩასუნთქვა, რომელიც ღამით ისმის ხოლმე.

ფუძის სული ფიქრობს ჩვენს კეთილდღეობაზე, ამიტომ ისე იქცევა, როგორც მკაცრი მშობელი. ყველაზე მეტად, მას აბრაზებს სახლში კამათი, ჭუჭყიანი ჭურჭელი, რომელიც ღამით დატოვეთ, და დანები მაგიდაზე.

მეორე მიზეზი – ეზოთერიკა

მისტიკურ სწავლებათა მცოდნეებს სწამთ, რომ ღამით დატოვებული ჭურწელი იზიდავს და კვებავს ნეგატივს, რაც სხვადასხვა უბედურების მიზეზად იქცევა ხოლმე.

მეუღლეებს, შესაძლოა, კამათი და ღალატი შეემთხვათ. ჭუჭყიანი ფინჯნები ფულთან დაკავშირებულ პრობლემებს და საქმიან წარუმატებლობებს გვპირდება. ქვაბში ღამით დატოვებული ჩამჩა სიღარიბემდე მიგვიყვანს. ბევრი ჭუჭყიანი ჩანგალი და კოვზი – ჭორებამდე და სამსახურეობრივ სკანდალამდე.

გასათხოვარი გოგონა, რომლის ნიჟარაშიც ღამეს ჭუჭყიანი ჭურჭელი ათევს, განიზიდავს და დააფრთხობს მამაკაცებს. მას, აგრეთვე, შეაწუხებს უძილობა ან ძილი მშფოთვარე იქნება.

ის ფაქტი, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილს რეალური საფუძველი აქვს, ფენ-შუის, ბიოენერგეტიკისა და ფსიქოლოგების მიერაც კია დადასტურებული. ინგლისურად ტყუილად კი არაა სიტყვა mess, რომელიც ერთდროულად ნიშნავს “არეულობასა” და “უსიამოვნებას”. ეს გაგებები ურთიერთკავშირშია.

მესამე მიზეზი – ობიექტური

უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს აბსოლუტურად რაციონელური მიზეზები იმისთვის, რომ ღამით ჭუჭყიანი ჭურჭელი ნიჟარაში არ დატოვოთ. გარდა ავი ძალებისა, საკვების ნარჩენები მწერებსაც იზიდავს. აგრეთვე, ქმნის ხელსაყრელ პირობებს მავნე ბაქტერიების გასამრავლებლად.

ეს განსაკუთრებით აქტუალურია ზაფხულში, როცა მაღალი ტემპერატურა მნიშვნელოვნად აჩქარებს მიკრობების გამრავლების პროცესს. აგრეთვე, არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ გაცილებით მარტივია ქვაბის ან ტაფის გავლება საღამოს, ვიდრე მას შემდეგ, რაც ნარჩენები ზედ შეახმება.