როგორ უნდა მოვამზადოთ ჭურჭლის მძლავრი სპრეი სახლის პირობებში

კვლევების მიხედვით, უფრო და უფრო მეტი ცვლის სამზარეულოს მოვლის მეთოდს და ამბჯობინებს 1-2 თეფშის გაწმენდას მათი დასვრისთანავე, დღის ბოლოს დაგროვილი ჭურჭლის გროვის გარეცხვის ნაცვლად. სწორედ ამიტომ გახდა პოპულარული ჭურჭლის სარეცხი სპრეი.

იგი საშუალებას გაძლევთ, იზრუნოთ ჭურჭლის გაწმენდაზე საჭმლის მომზადებისა და მსგავსი პროცესების პარალელურად. მთავარი იდეა იმაში მდებარეობს, რომ თეფშის ან ტაფის გამოყენების შემდეგ ისინი უბრალოდ პირსაბანში შეგიძლიათ ჩადოთ და ზედ სპრეი დაასხათ მათზე არსებული ნარჩენების დაშლის პროცესის დასაწყებად. შემდეგ როდესაც მოიცლით, სპრეით დალბობილ ჭურჭლის ზედაპირს სწრაფად და მარტივად გაასუფთავებთ.

როგორ უნდა მოვამზადოთ ჭურჭლის საწმენდი სპრეი

დაგჭირდებათ:

  • სარეცხი საპონი
  • წყალი
  • სპრეის ბოთლი
  • თეთრი ძმარი
  • ლიმონის ეთერზეთი

ჩაასხით ბოთლში ცოტა სარეცხი საპონი და აავსეთ დარჩენილი ნაწილი წყლით. ამის შემდეგ შეგიძლიათ აღნიშნული ნაზავი იხმაროთ ან დაუმატოთ მას ცოტა თეთრი ძმარი, რათა გააუმჯობესოთ წყლის მინერალური შემცველობა. რამდენიმე წვეთი ლიმონის ეთერზეთის დამატებით ნაზავს ცხიმების დაშლის უნარს გაუუმჯობესებთ. გამოყენებამდე კარგად აანჯღრიეთ ბოთლი ნივთიერებების გაზავებისთვის.