ჭურჭლის დარეცხვა, ჟანგის მოშორება: 9 სასარგებლო ხრიკი კოკა-კოლას გამოყენებით

თუ ამ სასმელის გემო არ მოგწონთ, თქვენ მაინც შეძლებთ იმ რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზის პოვნას, რომლის გამოც მაცივარში კოკაკოლის რამდენიმე ქილის შენახვა კარგ იდეას წარმოადგენს. მისი მჟავიანობის დონე და მასში არსებული კოფეინის კონტენტი ამ საასმელს ძალიან გამოსადეგს ხდის სახლის დალაგების საკითხში. ნახეთ რა სარგებლობა მოაქვს მას:

1. ტკბილი არეულობის მოშორება

კოკა-კოლაში არსებულ ფოსფორის მჟავას ტკბილი მასების დაშლა მარტივად შეუძლია. დაასხით იგი ტკბილ გროვას ან საღეჭ რეზინს და დააცადეთ 5 წუთი, შემდეგ კი გადაწმინდეთ ზედაპირი საპნიანი წყლით.

2. ჟანგის მოშორება

ჩაასხით ვედროში კოკაკოლა და მოათავსეთ მასში ჟანგიანი ხელსაწყოები. 24 საათში კოკაკოლაში არსებული მჟავები მთლიანად გააქრობენ ჟანგს ზედაპირიდან.

3. მოცულობის მომატება

კოფეინის შემცველობის დახმარებით მშრალ თმაზე კოკაკოლის დასხმით და შემდეთ წყლით ჩამობანით მარტივად გაზრდით თმის მოცულობას და მბზინვარებას.

4. ბენზინის ლაქების გაქრობა

კოკაკოლაში არსებული ნატრიუმის ბიკარბონატის წყალობით ავტომობილის გასაჩერებელ სივრცეში გაჩენილი მაზუთის და ბენზინის ლაქებს მარტივად გააქრობთ. ამისათვის საჭიროა დაასხათ სასმელი ლაქაზე და დატოვოთ ასე მინიმუმ 3 საათით, შემდეგ კი გადარეცხოთ წყლით.

5. სუფთა ჭურჭელი

ტაფებზე და მსგავს აქსესუარებზე მიმხმარი ლაქების მოშორება კოკაკოლით მარტივადაა შესაძლებელი ისე, როგორც იგი ჟანგს აშორებს ხელსაწყოებს. უბრალოდ დაფარეთ ტაფის ზედაპირი კოკაკოლით და დატოვეთ ასე მთელი ღამე, დილას კი გარეცხეთ წყლით.

6. გაამდიდრეთ სასუქი

სასუქის გროვის გასაუმჯობესებლად ყველაზე იაფი პროდუქტი სწორედ კოკაკოლაა. იგი შემადგენლობას უფრო მარტივად დაშლის და ბაღისთვის მზად ნივთიერებად აქცევს.

7. ტუალეტის გაწმენდა

ჩაასხით უნიტაზში კოკაკოლა და დატოვეთ ასე რამდენიმე საათით ან მთელი ღამით. შემდეგ ჩამოხეხეთ ზედაპირი და შედეგად გაპრიალებულ უნიტაზს მიიღებთ.

8. საღებავის მოშორება

ჩაალბეთ პირსახოცი კოკაკოლაში და დაადეთ საღებავის ლაქას ზემოდან, შემდეგ კი დატოვეთ ასე რამდენიმე დღის განმავლობაში. დროდადრო დაასველეთ პირსახოცი კოკაკოლით. რამდენიმე დღის შემდეგ საღებავი მარტივად მოსაშორებელ ლაქად იქცევა.

9. მონეტების გაწმენდა

ჩადევით მონეტა კოკაკოლი სავსე ჭიქაში და დატოვეთ ასე 1-2 საათით. მის ზედაპირს ნადები ასე მარტივად და ეფექტურად მოშორდება.