7 ნივთი, რომელსაც დეზინფექცია არ სჭირდება (და ვნებს კიდევაც)

სახლში სისუფთავის შენარჩუნება ყოველთვის აუცილებელია. თუმცა, არსებობს ისეთი ნივთებიც, რომლებისთვის დეზინფექციის ჩატარება არც ისეთი კარგი გადაწყვეტილებაა.

Novate.ge-ს რედაქციამ შეადგინა ამ ნივთების სია და აგიხსნით კიდევაც, რატომ არ სჭირდება ან რატომ აზიანებს დეზინფექცია მათ.

1. სამკაულები

სადეზინფექციო პროდუქტებში არსებული ქიმიკატები ზედმეტად უხეშია დელიკატური სამკაულების გასაწმენდად. მათი დაზიანება ხელის სადეზინფექციო სითხესაც კი შეუძლია. სწორედ ამიტომ, სჯობს, თავი აარიდოთ გავრცელებული ვირუსების დროს სამაჯურების, საათებისა და ბეჭდების ტარებას.

2. ავტომობილი

საწმენდი ქიმიკატებისთვის მანქანების ინტერიერისა და ექსტერიერის დაზიანება პრობლემას არ წარმოადგენს. ამიტომ, მსგავსი საშუალებების გამოყენება მხოლოდ კარის სახელურებისა და საჭის გასაწმენდადაა რეკომენდებული. დარჩენილ ბაქტერიებს ავტომობილის რეგულარული გარეცხვით მოაშორებთ და შეამცირებთ.

3. ბუნებრივი ქვები

სადეზინფექციო სპრეის დასხმამ გრანიტის ან მარმარილოს ზედაპირები მარტივად შეიძლება დააზიანოს, სამუდამო ლაქები დატოვოს. ამიტომ, სჯობს, მათ გადასაწმენდად საპონი და წყალი გამოიყენოთ.

4. ხე

ხის ზედაპირები საწმენდ სითხეებს შეიწოვს, რაც მათ დააზიანებს. ალკოჰოლისა და მათეთრებელი ქიმიკატების მსგავსი ინგრედიენტებით დამზადებული პროდუქტის გამოყენება ხის ზედაპირზე არსებულ დამცავ ფენასაც მთლიანად გაანადგურებს.

5. ტყავი

სადეზინფექციო საშუალებების უმრავლესობა შეიცავს ალკოჰოლს, რომელსაც შეუძლია ტყავის ბუნებრივი ტენიანობის შემცირება, შესაბამისად, ნაკეთობას გამომშრალი და შეუხედავი იერი დაედება. ამიტომ, მოერიდეთ არასწორი პროდუქტით საფულეებისა და ჩანთების დეზინფექციას.

6. სათვალე

სადეზინფექციო საშუალებების მწარმოებლები ეტიკეტით გაფრთხილებთ, რომ მათი თვალში მოხვედრა არ შეიძლება. სწორედ ამიტომ არ უნდა გაწმინდოთ სათვალეები ასეთი სითხეებით. ამისათვის უბრალოდ სარეცხი საპნის რამდენიმე წვეთი და რბილი ქსოვილი გამოიყენეთ.

7. საკვების მოსამზადებელი ზედაპირები და სათამაშოები

ორივე მათგანს ხშირი კონტაქტი აქვს პირთან და საჭმელთან, რის გამოც, მათი გაწმენდისას აუცილებელია მათი საფუძვლიანი რეცხვა საპნიანი წყლით. წინააღმდეგ შემთხვევაში, საწმენდი სითხის ნარჩენები მათ ზედაპირზე დარჩება და, საბოლოოდ, პირში შეიძლება მოხვდეს.

დაამატებდით რამეს?