ბებიამ მასწავლა, რომ ღუმელში ყოველთვის უნდა დამეტოვებინა მარილი

ხშირად გვესმის დიასახლისებისგან, რომ კერძი ცუდად გამოცხვა. ეს გაზის ღუმელში არასწორი ტემპერატურის ბრალია. კიდევ რით შეიძლება ავხსნათ მიმწვარი ქვედა და უმი ზედა ნაწილი? არადა, როგორ გინდოდათ, სტუმრები გემრიელი ღვეზელით გაგეხარებინათ. რას ვიზამთ, მოგიწევთ, ტკბილეული საკონდიტროში შეიძინოთ.

Novate.ge-ს რედაქცია გულწრფელად იზიარებს, თუ ასე შეგემთხვათ. ჩვენ გვაქვს ერთი საშუალება, რომლითაც ამ ყველაფრის გამოსწორებას შეძლებთ. ამ მეთოდს ჩვენი ბებიები იყენებდნენ. იქნებ, გახსოვთ ღუმელში დატოვებული საცხობი ლანგარი მარილით? ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ ვფიქრობდით, რატომ ტოვებდა ბებია ღუმელში მარილს გასაცხელებლად…

გაზის ღუმელის ტემპერატურა

გახურებულ მარილს, უმეტესად, ყრიდნენ წინდაში – შესანიშნავი საშუალება იყო გასათბობად. მახსოვს, ბებიაჩემს ყოველთვის კარგი ტკბილეული გამოსდიოდა, კარგად გამომცხვარი, ჰაეროვანი, დაბრაწული. მე ახალი ქურა მაქვს, თუმცა დღემდე ვერაფერი გავუგე. თითქოს, ნამცხვარი გამოდის, თუმცა ზედა ნაწილი ვარდება ხოლმე. რა აღარ ვცადე, დღეს კი მარილით სავსე ლანგარი გამახსენდა.

უცნაურია, ეს ორი ძაფი აქამდე რომ არ დავუკავშირე ერთმანეთს. მოკლედ, ავიღე ძველი ფურცელი, დავაყარე 1 შეკვრა ჩვეულებრივი ქვა-მარილი და შევდგი ღუმელში პეროგთან ერთად. პეროგი ქვემოთ, მარილი – ყველაზე ზემოთ. გადავწყვიტე, მენახა, რა გამოვიდოდა.

პეროგი ძალიან მაგარი გამოვიდა! როგორც იქნა, ზუსტად ისეთი კერძი მივიღე, როგორსაც ველოდი. დარწმუნებული ვარ, ეს მარილის დამსახურებაა: იგი ხურდება და იკავებს სიცხეს, ამიტომაც გამოცხვა ზედა ნაწილი ასე კარგად.

ვცადე და მარილი ქვემოთაც დავდგი – ასე ქვედა ნაწილი გადავარჩინე დაწვისგან. მოკლედ, აწი ასე მოვიქცევი.

ასევე, მოსახერხებელია ისიც, რომ მარილის ღუმელიდან გამოღება საჭირო არაა. მას არ აქვს სუნი, გემოთი საერთოდ არ ახდენს გავლენას კერძებზე. ბებიას ეს ლანგარი წლების მანძილზე ედგა ღუმელში, მახსოვს, მთლად ყვითელი იყო.

რაც შეეხება სხვა მიზეზებს – საჭიროა ღუმელის შემოწმება. სავსებით შესაძლებელია, რომ რაღაც დეფექტი ჰქონდეს. ჩვეულებრივი ჭრილიც კი, კარსა და ღუმელს შორის, კერძების ხარისხზე ახდენს გავლენას. აგრეთვე, მნიშვნელოვანია საცხობი ლანგრის სწორი ზომის შერჩევაც. იქნებ, ღუმელის შეცვლის შემდეგ დაგრჩათ ძველი ლანგრები, რომლებიც უბრალოდ არ ერგება ახალს. ეს კიდევ ერთი პრობლემაა.

გისურვებთ, რომ ტემპერატურა თქვენს ღუმელში მუდმივად ოპტიმალური იყოს და თქვენი ყველა კერძი ხუთიანზე გამოვიდეს! აუცილებლად გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით.