როგორ უმკლავდებოდნენ საბჭოთა დიასახლისები სახლის საქმეებს

ძველი ფილმების ცქერისას, შეუძლებელია არ გაამახვილოთ ყურადღება საბჭოთა ბინების უბრალო ინტერიერზე. თითქოს, თანამედროვე ტექნიკა არაა, ავეჯიც მარტივია, საცხოვრებელი კი მაინც კომფორტული და მყუდროა. სულს ათბობს ასეთი წესრიგი.

როგორ ახერხებდნენ საბჭოთა დიასახლისები საცხოვრებელი სახლის ასეთი წარმატებით მოწყობას, მინიმალური შესაძლებლობებით? რა პრინციპებით ხელმძღვანელობდნენ, ბინების ჰარმონიულად მოსაწყობად? Novate.ge-ს რედაქცია თქვენთან ერთად ეცდება ამ საკითხებში გარკვევას.

უბრალო ინტერიერი

საბჭოთა რეჟისორები ახერხებდნენ რეალისტური ფილმების გადაღებას. მათ გმირებში ნებისმიერი მაყურებელი ამოიცნობდა ხოლმე თავს. გასაკვირი არაა, რომ ბინის მოწყობას გადაღების დროს დიდი ყურადღება ეთმობოდა. ამიტომ, ტელეეკრანზე ვხედავთ იმას, თუ როგორ ცხოვრობდნენ უბრალო ადამიანები სინამდვილეში. შესაძლოა, იმაზე უფრო მოკრძალებულად, ვიდრე ფილმებში.

სწორი მოწყობა

კედლები ყოველთვის ნათელ ფერებში იყო შეღებილი. თუ შპალერს ანიჭებდნენ უპირატესობას, ისიც მხოლოდ ნათელ ფერებში, რაც ანათებდა საცხოვრებელ სივრცესაც. ავეჯი მინიმალური რაოდენობის იყო, თუმცა იგი პრაქტიკულობითა და უბრალოებით გამოირჩეოდა.

ხალიჩის შეძენის საშუალება იყო? ძალიან კარგი! ასეთი სილამაზე ყოველთვის ყველაზე საჩვენებელ ადგილას თავსდებოდა. მართალია, დღეს ძველ ხალიჩებს მტვრის გროვად მიიჩნევენ, საბჭოთა ინტერიერებში ეს ელემენტი მხოლოდ თბილ ემოციებს იწვევდა.

იმდროინდელები სიმყუდროვეს ნახატებისა და ოთახის მცენარეების წყალობით ისუნთქავდნენ. არ შეიძლებოდა ინტერიერის სრულყოფა ოჯახის წევრების ფოტოების გარეშეც, რომლებიც ყველაზე თვალსაჩინო ადგილას თავსდებოდა.

თაროებზე საკმარისი რაოდენობით იყო წიგნებიც, რომლებსაც მართლა კითხულობდნენ. სამაგიეროდ, გვერდით ინახებოდა ჭურჭელი, რომელსაც, ჩვეულებრივ, არ იყენებდნენ არავითარი გარემოების დროს. თუმცა, მთელი ეს ბროლისა და ფაიფურის სილამაზე კეთილდღეობის განუყოფელ ატრიბუტს წარმოადგენდა.

მაინც, საბჭოთა ბინების უპირატესობა წესრიგი გახლდათ. ყოველ ნივთს თავისი ადგილი ჰქონდა. მართალია, სახლში ბევრი არაფერი იყო, თუმცა ყველაფერი ფაქიზად, ლამაზად ელაგა. არავითარი არეულობა…

რით განსხვავდებოდა საბჭოთა ბინები

მეტ ნივთან წვდომის გაჩენასთან ერთად, შეიცვალა ბინების ინტერიერიც. სახლში ადგილი იმისთვის, რომ ყველა შეძენილი ნივთი დალაგდეს, აღარ გვყოფნის ხოლმე. შედეგად, მყუდრო და სუფთა ბინები საწყობებად იქცა. მეტი კარგი არ ყოფილა.

საყვარელი ავეჯის შეძენის, ნებისმიერი შპალერის შერჩევის ან სასურველი ტექნიკის ქონის შესაძლებლობა ზოგიერთი ადმაიანისთვის ზედმეტ თავისუფლებად იქცა. ხარისხიანი გაუმჯობესების ნაცვლად, მათ აირჩიეს უსარგებლო, თუმცა, ხელმისაწვდომი ნივთებით სახლის გამოტენა.

ადრე ნებისმიერი შენაძენი ძვირფასი იყო. ადამიანს არ შეეძლო ზედმეტის ყიდვა, ამიტომ სახლში მხოლოდ აუცილებელი რამეები შეჰქონდა. გასაკვირი არაა, რომ ასეთ პირობებში მარტივი იყო სისუფთავის შენარჩუნება, სახლშიც მეტი სივრცე და მყუდრო ინტერიერი იყო.

საბედნიეროდ, არაზომიერი მოხმარების მოდელი დღეისათვის სულ უფრო მეტ კრიტიკას იმსახურებს. სამაგიეროდ, ინტერიერში მინიმალიზმი სულ უფრო პოპულარული ხდება. შესაძლოა, დრო მოვიდა, მოიშოროთ ყველაფერი ზედმეტი სახლიდან და გაიხსენოთ უბრალო, თუმცა მყუდრო საბჭოთა ინტერიერები?