6 ხრიკი ცხოვრების სხვადასხვა შემთხვევისთვის

რუტინა საკმაოდ დამღლელია. იმისათვის, რომ მას ვებრძოლოთ, თანამედროვე ტექნოლოგიები უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე მარტივ, მაგრამ სასარგებლო რჩევას, რომლებიც ყოველდღიურ საზრუნავს შეგიმსუბუქებენ.

1. წესრიგი კარადაში

უბრალო ჟურნალი წესრიგის დამყარებაში დაგეხმარებათ. მისი გამოყენებით ადვილად და სწრაფად გადაკეცავთ პერანგებსა და მაისურებს.

2. სასარგებლო დანამატი სადენებს

საკმაოდ არასასიამოვნოა, როცა სადენები ფეხებს შორის იხლართება. ეს რომ არ მოხდეს, მარტივი დამჭერი გჭირდებათ, რომელიც მოხერხებულად დააფიქსირებს მათ დენის წყაროსთან.

შეგიძლიათ დაამზადოთ პლასტმასის ბოთლის თავსახურებისგან. ერთი მთლიანად გამოიყენეთ, მეორეს ამოაჭერით ცენტრალური ნაწილი. ამოჭრილი ჩასვით მთლიანში და მიაწებეთ ცხელი წებოს გამოყენებით. უკანა ნაწილს ორმხრიანი სკოტჩი მიამაგრეთ კედლისათვის.

3. უსაფრთხო დენის წყარო

უბრალოდ მიამაგრეთ მას თავსახური. შეგიძლიათ გამოიყენოთ სველი ხელსახოცების გამხსნელი.

4. უთოს არარსებობის შემთხვევაში

როცა უთო ხელთ არ გვაქვს და სამოსი დაკუჭულია, მოადუღეთ წყალი და ჩაასხით ის ქვაბში ან მეტალის ჭიქაში. ეს საკმარისია, რომ ტანსაცმელს ნაკეცები აღარ ჰქონდეს.

5. ფარდების დამჭერი

ფარდების ფუნქციური დამჭერი მარტივად მზადდება. აიღეთ შესაფერისი ფერის მუყაო ან სქელი ქაღალდი, წებოს იარაღი და ჩვეულებრივი პლასტმასის ბოთლი. უკანასკნელი გაჭერით ზევიდან ქვევით, შემდეგ გააკეთეთ ვერტიკალური ჭრილი. ამის შემდეგ ეწებება ქაღალდი ან მუყაო. შემდეგ მიამაგრეთ ფარდაზე.

 6. ლამაზი სასუსნავი

კერძის ლამაზი მირთმევა ეს ცალკე ხელოვნებაა. იმისათვის, რომ ხილი იდეალურად დაჭრათ, დიდხანს წვალება არ მოგიწევთ. ალტერნატიული გზაა აიღოთ ჩანგალი და ბრტყელტუჩას დახმარებით ისე ამოატრიალოთ, რომ კბილების დაბოლოებები ქვევით იყურებოდნენ. ასე შეგიძლიათ დაჭრათ ბანანი თანაბრად.

თქვენც გაგვიზიარეთ ხრიკები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას გიმარტივებთ.