რატომ არ აშენებენ ამერიკაში ღობეებს სახლის გარშემო

ფილმებისა და სერიალების ცქერის, პრიალა ჟურნალების თვალიერების შემდეგ, მარტივია იმის დაჯერება, რომ აშშ-ში ცხოვრება იდეალურია. ჩვენი მეოცნებეების განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ამერიკული სახლები. პირველი ასოციაციაა ლამაზი სახლები ღობეების გარეშე, სწორი გაზონითა და დაუჯერებელი ეზოებით.

სხვათა შორის, ამერიკაში ნამდვილად არსებობს კონკრეტული რაიონები, სადაც მოსახლეობა კერძო საკუთრებას არ შემოღობავს. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის გაუგებარია. დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, ამ საკითხში გავრკვეულიყავით და ახლა გიამბობთ, თუ რატომ ურჩევნიათ აშშ-ს მაცხოვრებლებს ღობეების გარეშე ცხოვრება.

ამერიკული სახლები

აშშ-ს მოსახლეობა დიდი პატივისცემით გამოირჩევა როგორც საკუთარი, ისე თანამოქალაქეების კერძო საკუთრებისადმი. მას იმაზე ნაკლებად არ აფასებენ, როგორც ერთმანეთის პირად სივრცეს. ამასთან, ამერიკელებმა იციან, რომ სახელმწიფო აუცილებლად დაიცავს მათ საკუტრებას.

აგრეთვე, კერძო საკუთრების შემოღობვის მნიშვნელოვანი ფაქტორია სახლის მდებარეობაც. ყველა შტატი იყოფა რაიონებად, რომლებიც განსაზღვრულია სხვადასხვა შეძლების ოჯახებისთვის. სწორედ ამიტომ, მშენებლები ერთ რაიონში გამოყოფენ ათობით ერთნაირ ნაკვეთს, რომლებიც ერთსა და იმავე ფასად იყიდება. გარკვეული კლასი, რომელსაც ამ დონეზე ხელი მიუწვდება, ტერიტორიას ყიდულობს.

თითოეულ ასეთ რაიონში გარკვეული რეგულაციები მოქმედებს. დასახლებისას, ახალმა მაცხოვრებელმა ხელი უნდა მოაწეროს დოკუმენტებს, რომლებშიც მკაფიოდაა მითითებული, როგორ უნდა გამოიყურებოდეს მისი კერძო საკუთრება. ხანდახან, ეს ყველაფერი აბსურდამდეც დადის. მაგალითად, აღალდებში მკაფიოდაა ხოლმე მითითებული ეზოში გაზონის სიმაღლეც კი.

თითოეული რაიონის მაცხოვრებლები თავად განსაზღვრავენ ამ შეზღუდვებს, შეკრების დროს. მაგალითად, მათ შეუძლიათ ღობეების აკრძალვა ან ყველა სახლისთვის ერთნაირი ფერის შერჩევა. მსგავსი მოქმედებები რაიონს ესთეტიკურ იერს უნარჩუნებს, შესაბამისად, უძრავი ქონების ფასიც არ იცვლება. ამიტომ, ხელოვანმა ადამიანებმა, რომლებსაც მაქსიმალური თავისუფლება სჭირდებათ თვითგამოხატვისთვის, ნაკლებად პრესტიჟულ რაიონებს უნდა მიმართონ.

აგრეთვე, სახლებთან მუდმივი წვდომა უნდა ჰქონდეთ პოლიციელებს, ექიმებსა და მეხანძრეებს. ღობე მათ მუშაობაში შეუშლის ხელს.

თუმცა, მიუხედავად ყველა ამ შეზღუდვისა, არსებობს ადგილი, სადაც ყველა სახლს აქვს ღობე. ეს უკანა ეზოა. სწორედ იქ ეწყობა ოჯახური შეკრებები და სხვადასხვა სახის გართობა, სახლის მფლობელები კი პირად საქმეებს აგვარებენ.