როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, სამზარეულოს ჭურჭელი ძველი დროიდან უკავშირდება ტრადიციებსა და ცრურწმენებს. მაგალითად, ეზოთერიკაში ითვლება, რომ ჭურჭლის რეცხვის დროს, წყალი სახლის მაცხოვრებლების ავ განზრახვებსა და ნეგატიურ თვისებებს რეცხავს. ჭურჭლის რეცხვა უთანაბრდება ოჯახში კეთილდღეობის მოზიდვას. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ბევრს აინტერესებს კითხვა, თუ შეიძლება ჭურჭლის რეცხვა სტუმრად ყოფნისას.

შეგახსენებთ, რომ ნიჟარაში დატოვებული ჭუჭყიანი ჭურჭელი ცრუმორწმუნეებისთვის ღია პორტალთან ასოცირდება, რომელშიც სახლიდან მთელი დადებითი ენერგეტიკა გადის.

რატომ არ უნდა დარეცხოთ ჭურჭელი სტუმრად ყოფნისას

თითოეულ სახლში მეფობს განსაკუთრებული ენერგეტიკა, რომელიც ოჯახის წევრების ენერგეტიკებისგან შედგება. საკვების მიღება ერთ-ერთ უმთავრეს ოჯახურ რიტუალად ითვლება. ამიტომ სწამს ამდენ ადამიანს იმ ცრურწმენებისა, რომლებიც ჭურჭელს უკავშირდება, რამდენადაც ამ ჭურჭლით ისინი საკვებს მიირთმევენ. სიმართლე რომ ვთქვათ, ამისთვის საფუძვლიანი მიზეზიც აქვთ.

ხშირად, ჩვენ ყველა, სტუმრად წასვლისას, თავაზიანობის გამო, სახლის დიასახლისს ვთავაზობთ დახმარებას ჭურჭლის დარეცხვით. აგრეთვე, მიღებულია ისიც, რომ ჩვენთან მოსულმა სტუმრებმა დარეცხონ ხოლმე ჭურჭელი. თუმცა, ამის გაკეთება კატეგორიულად დაუშვებელია! ამის მიზეზი სახლის ენერგეტიკულ ბალანსში იმალება. საქმე ისაა, რომ კავშირი ჭურჭელსა და ოჯახს შორის ვერ იტანს სხვა ადამიანების ჩარევას.

კარგი მეგობრებიც კი, საუკეთესო განზრახვებით, თქვენი ჭურჭლის დარეცხვისას, თქვენი ოჯახისთვის უშუალო საფრთხედ იქცევიან. ამიტომ, უმჯობესია, საკუთარ სახლში თავად დარეცხოთ ჭურჭელი. ეს შეინარჩუნებს მშვიდობასა და ჰარმონიას სახლის მაცხოვრებ;ებს შორის. მეგობრები კი ვახშმის შემდეგ თავს არ შეიწუხებენ.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი