იქამდე, სანამ ბინაში რემონტს გავაკეთებთ, აუცილებლად უნდა მოვიფიქროთ დიზაინი. თუ გსურთ სახლი მყუდრო და ლამაზი იყოს, ინტერიერის დეტალები წვრილმანებში უნდა გათვალოთ. საგულდაგულოდ უნდა მოიფიქროთ აბაზანის დიზაინი. არსებობს მოდური ტენდეციები და იდეები, რომლებიც ბინებში დიდხანს შენარჩუნდება.

დღეს 2020 წლის სააბაზანოს რემონტის 9 ტრენდზე მოგიყვებით. ზოგიერთი მათგანი ძალიან კომფორტულია და მოდურად გამოიყურება. რემონტის შემდეგ ამ სილამაზეს რამდენიმე წელი არ გადააკეთებთ. თუ არ იცით როგორ გააფორმოთ აბაზანა, იდეებს გთავაზობთ.

რემონტის დროს ყველა ვარიანტი უნდა განვიხილოთ. დიდი შეცდომაა ყველაფრის ძველებურად გაკეთება. თუ თქვენი აბაზანა არც ისე დიდია, არასტანდარტული გადაწყვეტილებები მას მაქსიმალურად მოხერხებულს გახდის. ნუ გაექცევით ზონების გამოყოფას, ხანდახან განმარტოება გვჭირდება.

სარკე მომრგვალებული კუთხეებით

ინტერიერის დიზაინერები დარწმუნებულები არიან, რომ კვადრატული სარკე მომრგვალებული კუთხეებით საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ეს გადაწყვეტილება აიხსნება იმით, რომ ნებისმიერ დიზაინს უხდებიან.

ნიჟარა-კონსოლი

თუ მოგწონთ აბაზანები ძველებურ სტილში, ნიჟარა კონსოლებიც მოგეწონებათ. ისინი შეგიძლიათ გააკეთოთ ღია სამაგრებზე და იატაკამდე ადგილი გაანთავისუფლოთ.

ინსტალაცია

ნებისმიერი პრაგმატული ადამიანი, რომელსაც აბაზანაში წესრიგი უყვარს, ამ იდეას დააფასებს. ინსტალაცია დაგეხმარებათ აბაზანის ნებისმიერი წერტილიდან მოაშოროთ მტვერი. ეს კონსტრუქცია თანამედროვედ გამოიყურება. მისი დაყენებისას უნდა გახსოვდეთ, რომ ფართობის რამდენიმე სმ უნდა გაწიროთ, რათა ის კედელში ჩააშენოთ.

მინის საშხაპე

გააკეთეთ შხაპის ზონა უჩვეულო სტილში. დააყენეთ იატაკიდან ჭერამდე შუშის კედელი ან კარი, რათა ის განცალკევებულ ოთახად იქცეს.

დაგრძელებული ფილა

ჩვეულებრივ კვადრატულ ფილას ბევრი საინტერესო გადაწყვეტა აქვს. ერთერთი ვერტიკალური ფილაა, რომელიც აბაზანის კედლებს საინტერესო სტრუქტურას მიანიჭებს.

ნიკელის დეტალები

ყველას არ მოსწონთ თეთრი აბაზანა. ამ შემთხვევაში განიხილეთ ნიკელი.

საკიდები

ისინი არ ტვირთავს პატარა გარემოს და ძალიან მოწესრიგებულად გამოიყურებიან.

უჩვეულო ფორმის ონკანები

ყველაზე მოსაწყენ ინტერიერსაც კი გაამდიდრებს ორიგინალური სტილის ონკანი.

მარმარილოს ფილა

ბევრი მარმარილო აბაზანას ტვირთავს. შეგიძლიათ გააკეთოთ მისი მეშვეობით ჭერი ან კედელი და შეუხამოთ თეთრ ფილას.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი