ვერ ვიტან უწესრიგობას. ეს დაავადებაა? ფეთხუმებს სიზარმაცეში ტყუილად დებენ ბრალს!

როცა პატარა ვიყავი, ტანჯვად ჩემი ოთახის დალაგება მიმაჩნდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ დედაჩემი სამსახურიდან ექვსი საათისთვის მოვიდოდა, მის მოსვლამდე 15 წუთით ადრე კი პანიკა მეწყებოდა. ტანსაცმელი ელვის სისწრაფით მიქროდა საწოლის წვეშ, კარადაში შეყრილი ნივთები რომ არ გადმოცვენილიყო, კარს სკამს ვაბჯენდი, წიგნები და სათამაშოები წინდების უჯრაში… წინდები, საერთოდ, ცალკე ისტორიაა, რომელზეც არაფერს ვამბობ.

წესრიგი ცხოვრებაში

ზრდასრულ ცხოვრებაში ბევრი არაფერი შეცვლილა. მართალია, სუფთა ტანსაცმელს ჭუჭყიანს აღარ ვურევ, თუმცა, დილით სამსახურისთვის მომზადება კატასტროფულად მიჭირს. ჩემი კარადა ქაოსური ხომალდია, რომელშიც ზედმეტად შეხედვას არ გირჩევდით. რაც პირველი გადმოვარდა, იმას ვიცვამ. სამზარეულოც არ განიცდის კარგ დღეს, რომ არა ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ალბათ, პლასტმასის ჭურჭლიდან შევჭამდი.

ბავშვების გაჩენამდე, საყოფაცხოვრებო უწესრიგობას დიდად არ ვამჩნევდი. სახლში მაინც ნაკლებ დროს ვატარებდით: კონცერტები, სეირნობა, რომანტიკა… წესრიგს არავინ მთხოვდა, უწესრიგობასაც მარტივად ვუმკლავდებოდი. ბავშვებმა სახლი უზომო სიხარულით აავსეს, თუმცა, სისუფთავეზე ზრუნვა საშინელ უღლად დამედო.

ყველაფერი არასწორად გაგრძელდა: ორი პატარა და ახალი სამსახური სილამაზესა და ელვარებასთან ვერ წყვებოდა. გარკვეულ მომენტამდე, ეს მაწუხებდა, რვასაათიანი მუშაობის შემდეგ, ხელში მტვერსასრუტს ვიღებდი, თაროებზე ვალაგებდი დაკეცილ ტანსაცმელს, წიგნებს… საღამოს ზღაპრებმა ჩაანაცვლა სილამაზის გაკვეთილები, წიგნის კითხვის თავი კი უბრალოდ აღარ შემრჩა.

“დედაჩემად ვიქცევი!” ამ აზრმა მაშინ გამიელვა, როცა კიდევ ერთხელ ვალაგებდი ბავშვების ოთახს. ამ წამს გავიაზრე, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებდი. ცხოვრებაში წესრიგის დამყარება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ტანსაცმლის დაკიდება საკიდებზე. მე არ გავცვლი ბედნიერ ოჯახს დალაგებულ სახლზე!

ჩვენ მიჩვეული ვართ შაბლონურ ცხოვრებასა და თავის ჩარჩოებში მოქცევას. საქმე სწორედ ამ სისტემატიზებულ და მოწესრიგებულ სამყაროშია, რომელშიც, ცხოვრების ორგანიზების მცდელობისას, ვაწყდებით რეალობას – ცხოვრება არაპროგნოზირებადი და ქაოტურია! ამ ქაოსში წესრიგის შეტანის ყოველგვარი მცდელობა წარუმატებლად სრულდება. ეს ყველაფერი პირიქით ხდება ხოლმე – წესრიგი უფრო მეტ სიგიჟეს ბადებს.

რამდენიც არ უნდა ეცადოთ სისუფთავის დამყარებას, ეს არასდროს გამოგივათ, რამდენადაც ესაა დროებითი მოვლენა, ამას უნდა შეეგუოთ. ადამიანები, რომელთა სახლში უწესრიგობა სუფევს, სხვებისთვის უცნაური და არასწორი ჩანან, რაც მცდარი შეხედულებაა!

იმაზე კი არ მიგითითებთ, რომ ქაოსში ჩაიძიროთ. წესები და ორგანიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა, უბრალოდ, ნუ შეაფასებთ მათ მეტისმეტად. თანამედროვე ფსიქოლოგებმა გამოიკვლიეს ფეთხუმი ადამიანების მიზეზები და დაასკვნეს, რომ ადამიანები, რომლებიც ნივთების მიმოყრისა და ნაგვის დაგროვებისკენ არიან მიდრეკილი, რეალურად, უფრო შემოქმედებითები არიან, ვიდრე დანარჩენები. საკვირველია, მაგრამ ფაქტია!

საყოველთაოდ ცნობილი ფილოსოფიის დოქტორის, კეტლინ ვოჰსის აზრით: “ჩვენ მუდმივად გვსურს, ვიქცეთ უფრო შემოქმედებით ადამიანად, გვქონდეს განვითარებული ალღო. ჩემი რჩევაა, თუ უგრძნობ მდგომარეობაში აღმოჩნდით, გადაინაცვლეთ არეულ ოთახში. ეს გამოგიყვანთ ჩვეულებრივი აღქმის ჩარჩოებიდან და უფრო სწრაფად მოგაფიქრებთ ახალ-ახალ იდეებს. წესრიგი ჩვენი მისწრაფებაა უსაფრთხოებისკენ, ხოლო ქაოსი – ჩვენი მისწრაფება სამყაროს შემოქმედებითი გადააზრებისკენ.”

თუმცა, იმისათვის, რომ ყურადღება არ გაამახვილოთ წესებზე და საკუთარ შემოქმედებით უწესრიგობაში იცხოვროთ, საჭიროა დაუჯერებელი ძალა. ალბერტ ეინშტეინმა ერთხელ აღნიშნა: “თუ მაგიდაზე უწესრიგობა თავში არეულობის ნიშანია, მაშ, რას ნიშნავს ცარიელი მაგიდა?”

შემოქმედებითი პიროვნებები არ აცივდებიან ცხოვრების ცალკეულ დეტალებს. ისინი ხედავენ მომავლის სურათს, მიჰყვებიან დინებას და მარტივად ადაპტირდებიან სიახლეებზე, არ ხარჯავენ დროის რესურს იმდენად უცნაურ რამეზე, როგორიც დალაგებაა.

წესრიგის დამყარების მანია, ხშირად, ფსიქიკური აშლილობის ნიშნად აღიქმება. არსებობს ამ დაავადების მეცნიერული სახელწოდებაც – ობსესიურ-კომპულსური აშლილობა (OCD). ხანდახან, ოკა გადაიზრდება მძიმე ფობიებსა და დეპრესიაში. ჭარბი სისუფთავე იწვევს ალცჰაიმერის დაავადებასაც, მიკრობების მოშორების პათოლოგიური სურვილი კი – ავტოიმუნურ დაავადებებს.

დალაგებისადმი ჯანსაღ მიდგომაში ცუდი არაფერია – ეს შესანიშნავი საქმიანობაა გართობისა და განწყობის ამაღლებისთვის, თქვენ ხომ მხოლოდ დადებით შედეგს იხილავთ! ეს დაგეხმარებათ ნეგატიური ემოციების მოშორებაში, აზრების დალაგებაში.

სისუფთავის ავადმყოფური ჟინი თავდაუჯერებლობისა და კომპლექსის ნიშანია. ესაა ერთგვარი თავდაცვა გარესამყაროსგან, სადაც ადამიანი თავს არ გრძნობს მყუდროდ. პათოლოგიური “სუფთები” გიჟდებიან უმნიშვნელო წვრილმანების გამოც, რომლებიც ჩვეულებრივი ადამიანისთვის შეუმჩნეველია ხოლმე. თუმცა, რეალურად, პრობლემის ფესვები უფრო ღრმაა, ვიდრე ფიქრობენ. აქ ფსიქოლოგმა უნდა იმუშაოს.

არავითარ შემთხვევაში არ მიხვიდეთ უკიდურესობამდე: სახლსა და ცხოვრებაში წესრიგის დამყარების ხელოვნება რთული საქმეა, ყველაფერი ერთდროულად უნდა მოხდეს. ესაა ერთმანეთის შემავსებელი ცნებები, ერთის ნაკლოვანება მეორეზე დაუყოვნებლივ აისახება.

თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით?