რეცეპტი, რომელიც აბაზანას თქვენს ნაცვლად გააკრიალებს

გარკვეული დროის შემდეგ საშხაპის ზედაპირზე საპონი და უხეში წყალი ჭუჭყის და ნადების მკვრივი ფენის ფორმირებას იწვევს. მისი გაწმენდა ჩვეულებრივი პროდუქტებით ხშირად ძალიან რთულია. სწორედ ამიტომ სჯობს გამოიყენოთ სახლში შეზავებული საწმენდი საშუალება. მის დასამზადებლად დაგჭირდებათ თხევადი საპონის და თეთრი ძმარის თანაბარი ოდენობით შერევა. ორივე სითხის 1-2 ჭიქის გამოყენება წესით საკმარისი იქნება.

საშხაპის საწმენდის მომზადება

გააცხელეთ ძმარი მიკროღუმელში და ჩაასხით სპრეი ბოთლში. შემდეგ ჩაამატეთ ბოთლში თხევადი საპონი და სახურავის დახურების მერე შეანჯღრიეთ ბოთლი პროდუქტების შესარევად.

როგორ უნდა გამოვიყენოთ საწმენდი სითხე

მოასხით ნაზავი თავისუფლათ აბაზანის და საშხაპის ზედაპირზე. დატოვეთ ასე 30 წუთის ან 1 საათის განმავლობაში და შემდეგ გახეხეთ საჭიროების შემთხვევაში ან პირდაპირ ჩამორეცხეთ სუფთა წყლით.

გამოყენებისას აუცილებლად კარგად უნდა ნიავდებოდეს აბაზანა. ჩართეთ ვინტილატორი და გააღეთ ფანჯრები, რადგან აღნიშნულ ნაზავს ძალიან მკვეთრი სუნი აუვა დასხმის შემდეგ და ის სწრაფად არ გაიფანტება ჰაერში. გაწმენდისას შეგიძლიათ სახეზე ნიღაბიც გაიკეთოთ სუნისგან თავის დასაცავად.

რატომაა ეფექტური ეს ნაზავი

თქვენ მიერ მომზადებული საწმენდი სითხე აბაზანას იდეალურად გაწმინდავს, რადგან მასში ორი საწმენდი საშუალებაა მოთავსებული. ძმარს შეუძლია სუნის გაქრობა და უხეშ ლაქებთან გამკლავება. ჭურჭლის თხევად საპონს ცხიმის ლაქებში შეღწევა და მათი მარტივად მოშორება შეუძლია, თანაც იგი ნაზავს უფრო სქელს ხდის, რის გამოც საწმენდი სითხე უფრო მარტივად ეკვრის კედლებს და საშხაპის თავს მათი გაწმენდისას.

თქვენ რა საშუალებებს იყენებთ აბაზანის გასაწმენდად?