შეუდექით დალაგებას კრეატიუკად: ეს 15 ხრიკი თქვენს დროს დაზოგავს

ყოველდღიური ათწუთიანი დალაგება წელიწადში 61 საათს შეადგენს, საშუალოსტატისტიკურ დიასახლისს კი ცხოვრების ხუთნახევარ თვეს ართმევს. დალაგების საკითხს შემოქმედებითად უნდა მიუდგეთ – ასე იგი გამარტივდება და გაცილებით ნაკლებ ძვირფას დროს წაგართმევთ.

სისუფთავის ეს საიდუმლოები საშუალებას მოგცემთ, გათავისუფლდეთ რუტინისგან და დალაგება მარტივ, სწრაფ დავალებად აქციოთ.

დიდი სახლის დალაგება

15 ხრიკი მათთვის, ვისაც დროის დაზოგვა სურს

1. შხაპ-გელი მყარი საპნის წინააღმდეგ

სააბაზანოს ფილების გარეცხვა უფრო მარტივი იქნება, თუ საპნის ნაცვლად შხაპ-გელს გამოიყენებთ.

2. ჭურჭლის სარეცხი მანქანა

ბევრმა არ იცის, რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანა არამხოლოდ ჭურჭელს რეცხავს.

იმ ნივთების სია, რომელთა გარეცხვაც ამ მოწყობილობით შეიძლება, უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს: აბაჟურები, სავენტილაციო ბადეები, ბავშვის სათამაშოები, ინსტრუმენტები, ბოსტნეული, სპორტული ინვენტარი, მაცივრის თაროები, ფეხსაცმელიც კი.

3. ჟალუზი

ჟალუზიდან მტვერი უფრო სწრაფად რომ გადაწმინდოთ, გამოიყენეთ ძველი და უწყვილოდ დარჩენილი წინდა, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. ჩაიცვით იგი ხელზე და გადაწმინდეთ ჟალუზის ერთ-ერთი ფირფიტა ორივე მხრიდან.

ხელზე ჩაცმული წინდით შეგიძლიათ სარკის, ფანჯრის შუშების, ნახატების, ჩარჩოების, სანათების, ბრას, ჭაღებისა და ავტომობილის ფარების გაწმენდაც შეიძლება. რთულად მისაღწევი ადგილების გასაწმენდად, წამოაცვით წინდა იატაკის ჯოხს.

4. საკვების შესახვევი ცელოფანი

თუ მაცივრის თაროებზე საკვებ ცელოფანს დააფენთ, ეს სერიოზულად გაგიმარტივებთ ყოფაცხოვრებას. მაშინაც კი, თუ მაცივარში კვერცხი გატყდება, უბრალოდ გადააგდეთ ცელოფანი და დააფინეთ ახალი.

5. წებოვანი გორგოლაჭი

წებოვანი გორგოლაჭების გამოყენება შეიძლება არამხოლოდ ტანსაცმლის გასაწმენდად. სცადეთ ამ მოწყობილობით აბაჟურებისა და ავეჯის გაწმენდა.

6. დანების დასადგამი

ჩვენ რეგულარულად ვწმენდთ ქურას, სამზარეულოს ზედაპირსა და მაცივრის კარებს. შეგიძლიათ იმის გახსენება, თუ როდის გაწმინდეთ ბოლოს დანების ხის დასადგამი? დიდი ალბათობით, არასდროს!

მტვერი და შიგნით მოხვედრილი ნამცეცები ფენის გამოყენებით ამოიყრება. თავად დასადგამი უბრალოდ გარეცხეთ, ძმრის ხსნარისა და ჩვრის გამოყენებით. ხვრელებს მიწებებულ ცხიმს წვრილი ჯაგრისი მოაშორებს.

7. სააბაზანოს ფარდები

იმისათვის, რომ ობის გაჩენა თავიდან აიცილოთ ფარდებზე, გარეცხეთ მანქანაში, რამდენიმე პირსახოცთან ერთად. შემდეგ გააშრეთ აივანზე.

8. რბილი სათამაშოები

რბილი სათამაშოები, ჩვეულებრივ, სწრაფად ისვრება, ცხიმიანდება და მიკრობებს იგროვებს. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ რბილი სათამაშო შესანიშნავი მტვრის ბუდეა. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ისწავლოთ მათი სწორად მოვლა.

სწრაფი წმენდისთვის, რეცხვებს შორის, მოათავსეთ სათამაშო საკმაოდ დიდი ზომის ელვიან პაკეტში. დაუმატეთ რამდენიმე კოვზი სოდა და ერთი წვეთი ეთერზეთი. კარგად შეანჯღრიეთ, სოდა რომ გადანაწილდეს. კარგი იქნება, თუ ამას თქვენს პატარა დამხმარეებს დაავალებთ.

ამის შემდეგ, მოათავსეთ სათამაშოიანი პაკეტი საყინულეში 30-60 წუთით. ამ დროში, სიცივე მტვრის ტკიპებს დახოცავს. სოდა სათამაშოებიდან ამოიღებს მტვერსა და ჭუჭყს. მათი ნარჩენების შეგროვება მტვერსასრუტით შეგეძლებათ. რბილი სათამაშოების მანქანაში გარეცხვა შეიძლება, თუ მათ ბადის ტომარაში ან შალითაში მოათავსებთ.

9. რთულად მისაღწევი ადგილების წმენდა

ხანდახან, მტვერსასრუტის ყველაზე პატარა თავაკიც კი დიდია ბინის რთულად მისაღწევი ადგილებისთვის. ეს პრობლემა მარტივად გადაწყდება ტუალეტის ქაღალდის მუყაოს ცილინდრით. წამოაცვით მტვერსასრუტის მილს ეს ცილინდრი და დაკეცეთ მისი დაბოლოება ისე, რომ ყველგან შეაღწიოს.

10. ფრჩხილის გამჭვირვალე ლაქი

თუ საპნისა და ღრუბლების მეტალის დასადები გაქვთ, მათზე ჟანგის გაჩენის ალბათობა მაღალია. წაუსვით ცოტაოდენი გამჭვირვალე ლაქი და პრობლემა გადაწყდება.

11. კონდიციონერი

მტვერსასრუტის გამოყენებისა და მტვრის გადაწმენდის დროს, ჰაერში ბევრი წვრილი ნაწილაკი ხვდება. დალაგების დაწყებამდე, ჩართეთ კონდიციონერი და მტვრის ყველა ნაწილაკს მისი საჰაერო ფილტრი შთანთქავს.

12. სამზარეულოს დასადგამები

შაქარი, ყავა, ჩაი და სხვა ფხვიერი პროდუქტი, რომელსაც დღეში რამდენჯერმე იყენებთ, დასადგამებზე ან კიდეებიან ლანგრებზე შეინახეთ. თუ რამე დაგებნათ, იატაკზე არ მოხვდება, დასადგამის გარეცხვა კი ძალიან მარტივია.

13. პლასტმასის ბოთლები და წებოვანი ლენტი

ბალიში და ავეჯი სწრაფად რომ გაწმინდოთ, მხოლოდ წებოვანი გორგოლაჭი საკმარისი არ აღმოჩნდება. გაახვიეთ ბოთლი ორმხრივ წებოვან ლენტში და გაწმინდეთ ასე რბილი ავეჯი. თმა, ბეწვი, მტვერი და ჭუჭყი უფრო სწრაფად მოშორდება, ავეჯი კი გაცილებით უკეთეს იერს შეიძენს.

14. ცხოველების თასები

ჩვენი ოთხფეხა მეგობრები, ჭამის დროს, თასებს ადგილს უცვლიან და საკვები იატაკზე იყრება. ოთახის სისუფთავის შესანარჩუნებლად, მიამაგრეთ საკვები თასი იატაკს, ორმაგი სკოჩის გამოყენებით.

15. ციტრუსის ძალა

გრეიფრუტის ნახევარი ნაჭერი შესანიშნავი საწმენდი საშუალებაა აბაზანისა და პირსაბანისთვის, თუ ხილს მარილს მოაყრით.

იმედია, ეს პატარა ხრიკები საქმეს გაგიმარტივებთ. თქვენც გაგვიზიარეთ თქვენი საყვარელი ეფექტური ხრიკები.