ხალიჩის გაწმენდა, ფოლადის გაპრიალება: აი, რა შეუძლია საპარს ქაფს

საპარსი ქაფი მხოლოდ 23 თებერვლის საჩუქარი როდია. გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს საშუალება გამოდგება სახლის დასალაგებლად, მანიკურის კორექციისთვის, ლაქების ამოსაყვანად და სხვა საჭიროებისთვის. ქაფი შეიცავს ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებსა და ემულგატორებს. საშუალება კარგად წმენდს სხვადასხვა ზედაპირს აგრესიული კომპონენტების გარეშე და არ აშრობს კანს გამოყენების დროს. Novate.ge-ს რედაქცია გეტყვით, რა შემთხვევებში დაგეხმარებათ საპარსი ქაფი.

1. ხალიჩისა და ქსოვილის გაწმენდა

საპარსი ქაფით შეგიძლიათ ხალიჩის, პალასის, ავტომობილის ქსოვილის სალონისა და სხვა ნაკეთობების გაწმენდა მკვრივი, არადელიკატური ქსოვილებისგან. წაუსვით ჯაგრისით ცოტაოდენი ქაფი ქსოვილს. გააჩერეთ სრულად გაშრობამდე. შემდეგ დაამუშავეთ ნაკეთობა მტვერსასრუტით და დატკბით შედეგით. ქაფი აშორებს ყავის, ცხიმის და ტკბილ ლაქებს.

2. შუშების დაორთქლვის წინააღმდეგ

აქტუალური პრობლემა ცხელი შხაპის მოყვარულთათვის. შუშები და სარკეები სააბაზანოში მუდმივად იორთქლება, ჩვრით გაწმენდისას კი ნაწიბურები რჩება. შედეგად, გვიხდება არამხოლოდ საკუთარი თავის, არამედ მთელი ოთახის “გარეცხვა”. ეს რომ არ მოხდეს, თხლად წაუსვით საპარსი ქაფი დაორთქლილ ზედაპირს და გაწმინდეთ მშრალი ქსოვილით. ხრიკი სათვალეებისთვისაც გამოდგება.

3. უჟანგავი ფოლადის გაპრიალება

უჟანგავი ფოლადის ნაკეთობების გამოყენებისას, ისინი სწრაფად ფერმკრთალდება. საწყისი ელვარების დაბრუნებაში საპარსი ქაფი დაეხმარება. უბრალოდ გაწმინდეთ ჭურჭელი თუ ტექნიკა რბილი ქსოვილითა და ქაფით, შემდეგ გაავლეთ წყლით.

4. ჭუჭყის მოშორება ღუმელში

თუ ღუმელს რეგულარულად გაწმენდთ საფარსი ქაფით, ცხიმის საწინააღმდეგო საყოფაცხოვრებო ქიმია აღარ დაგჭირდებათ. წაუსვით საშუალება ღუმელის კედლებსა და ფსკერს, გაწმინდეთ ღრუბლით და ჩამორეცხეთ.

5. მოქრომილი ზედაპირის გაპრიალება

ხრიკი გამოდგება ნებისმიერ ნაკეთობაზე მოქრომილი ელემენტებით, მათ შორის, ონკანებისა და სანათებისთვისაც. წაუსვით ცოტაოდენი ქაფი ღრუბელს, გააჩერეთ 15 წუთით და გაწმინდეთ ზედაპირი.

6. სამკაულის გაპრიალება

როგორი ძვირადღირებული სამკაულიც არ უნდა შეიძინოთ, იგი მაინც გამუქდება. განსაკუთრებით, თუ მათ ყოველდღე ატარებთ. საპარსი ქაფი სამკაულს ხელახლა გააბრწყინებს. უბრალოდ დაიტანეთ საკმარისი რაოდენობით ქაფი ხელზე და შეაზილეთ ხელისგულებით ბეჭდებს, სამაჯურებს, საყურეებსა და ყელსაბამს.

7. ხელების დაბანა

თუ საღებავის ან წებოს მოშორება გინდათ, გამოიყენეთ საპარსი ქაფი, რომელსაც რთული ჭუჭყის ამოყვანა შეუძლია.

8. ლაქის მოშორება

ეს ხრიკი იმ ქალბატონებისთვისაა, ვინც მანიკურს თავისით იკეთებს. როგორც არ უნდა ეცადოთ, ლაქი მაინც ხვდება ნუნებზე ან კანზე. აცეტონის გამოყენებით, ფრჩხილებზე წასმულ ლაქსაც ემუქრებით. გამოიყენეთ საპარსი ქაფი, რომელიც დელიკატურად აქერცლავს ზედმეტ ლაქს.

9. ზამშის გაწმენდა

თუ ზამშის ნაკეთობაზე შემთხვევით ცხიმიანი ლაქა გაჩნდა, დროულად შეიძინეთ საპარსი ქაფი. წაუსვით იგი დაბინძურებულ მონაკვეთს, აცადეთ გაშრობა და ფრთხილად გაწმინდეთ ჯაგრისით.

10. ჭრაჭუნა კარის გაპოხვა

გამაღიზიანებელი ხმა რომ აღარ გაწუხებდეთ სახლში გადაადგილების დროს, გაპოხეთ ანჯამები. საპოხი არ გაქვთ? გამოიყენეთ საპარსი ქაფი! წაუსვით იგი ჭრაჭუნა ელემენტებს, 5-10 წუთში კი გაწმინდეთ ჩვრით.

11. ბავშვის გართობა

თუ არ იცით, როგორ გაართოთ ბავშვი, მოაწყვეთ იმპროვიზებული ხატვის გაკვეთილები ქაფით. დაუმატეთ მას ცოტაოდენი საკვები საღებავი და მიეცით ბავშვის ფანტაზიას თავისუფლება. მთავარი პლუსი ისაა, რომ ქაფი მარტივად ირეცხება კარიდან და ფანჯრებიდან.

12. კანის დამშვიდება დაწვის შემდეგ

თუ მზისგან დამცავი კრემის გარეშე ირუჯებოდით, დაიმახსოვრეთ ეს ხრიკი. წაისვით დამწვარ ადგილებზე საპარსი ქაფი. ეს საშუალება მოგიხსნით ტკივილს და შეამცირებს სითხეს მანამ, სანამ დამწვრობის კრემს იყიდით.