5 ხრიკი სარეცხი მანქანიდან ობის მოსაშორებლად

რეცხვის შემდეგ ძალიან სასიამოვნოა თეთრეულის სიახლის სუნით ტკბობა, ამის ნაცვლად კი, ბოლო დროს, უსიამოვნო სუნს გრძნობთ? ამაში ბრალი მიუძღვის ობს, რომელიც თქვენს ავტომატურ დამხმარეს გაუჩნდა. თუ შენიშნეთ დამახასიათებელი რუხ-მოშავო ნადები, მანქანის თავიდან მოშორებაზე ნუ იფიქრებთ. ჩვენ გეტყვით, როგორ მოაშოროთ მანქანიდან ობი და ხელი შეუშალოთ მის გაჩენას.

როგორ მოვაშოროთ ობი სარეცხ მანქანას

თითოეული მეთოდი თავისებურად კარგია. უბრალოდ, არ დაივიწყოთ წმენდის ფინალური ეტაპის – მოწყობილობის გამოშრობის შესახებ.

1. კალცინირებული სოდა

ეფექტური საშუალებაა ობის მძაფრი სუნის მოსაშორებლად. გააზავეთ სოდა და წყალი თანაბარი რაოდენობით და წაუსვით საშუალება ყველა მისაწვდომ ადგილს მანქანაში, ფხვნილის უჯრასა და კარსაც. გააჩერეთ 2 საათით და ჩართეთ ეკონომიური რეცხვის რეჟიმი, ტანსაცმლის გარეშე.

2. ძმარი

ძმარმჟავა ყველაზე ძლიერსუნიან ობსაც კი გაუმკლავდება. რეზინის ელემენტებისთვის, აიღეთ 9%-იანი კონცენტრაცია. სარეცხი ფხვნილის დანაყოფში ჩაასხით ნახევარი ჭიქა ძმარი. შემდეგ ჩართეთ რეჟიმი ძალიან ჭუჭყიანი თეთრი ნივთებისთვის, ტანსაცმლის გარეშე. თუ აგრეგატი მოგცემთ სიგნალს, რომ წყალი უმაღლეს ტემპერატურამდე გაცხელდა, შეაჩერეთ სესია. 1 საათში გააგრძელეთ რეცხვა. ასეთი ხრიკი არამხოლოდ სოკოს, არამედ კირის ნადებსაც მოაშორებს.

3. ლიმონმჟავა

ამ პროდუქტის გარეშე ობთან ბრძოლაშიც კი ვერაფერს გახდებით. ჩაყარეთ 200 გ ფხვნილი უჯრაში და ჩართეთ ყველაზე ხანგრძლივი და ცხელი რეჟიმი. პროდუქტი გაანადგურებს ობს და გაწმენდს მანქანას შიდა ელემენტების დაზიანების გარეშე.

4. სპილენძის შაბი

რადიკალური საშუალება, რომელიც განსაკუთრებით რთულ და გამწვავებულ სიტუაციებში უნდა გამოიყენოთ. შეურიეთ 5 გ შაბი 1 ლ წყალს. გაწმინდეთ მანქანის შიდა ელემენტი და გააჩერეთ 3 საათით. ყველა მანიპულაცია ჩაატარეთ ხელთათმანებითა და რესპირატორით, რამდენადაც ეს საკმაოდ ტოქსიკური ქიმიკატია. შემდეგ, ორჯერ ჩართეთ მოწყობილობა გავლების რეჟიმში.

5. საყოფაცხოვრებო ქიმია

რაღა თქმა უნდა, ობთან ბრძოლისთვის არსებობს სპეციალური საშუალებებიც. ისინი არ ვნებს რეზინის შემავსებლებს ან მანქანის სხვა ელემენტებს. დაგჭირდებათ ნებისმიერი საშუალება კაფელის საწმენდად, უნიტაზის სითხე ან გელი და ა.შ. საყოფაცხოვრებო ქიმია წმენდს ზედაპირს და ებრძვის მიკრობებს, რომლებს შორის ობიცაა. შეისწავლეთ ინსტრუქცია და შესაფერისი რაოდენობით წაუსვით საშუალება დაზიანებულ ადგილებს. შემდეგ, ჩართეთ მანქანა ცარიელ რეცხვაზე.

ობის პროფილაქტიკა

ობთან მუდმივად რომ არ მოგიხდეთ ბრძოლა, დაიცავით შემდეგი რეკომენდაციები.

1. განსაზღვრეთ იმ ოთახის ტენიანობა, რომელშიც მანქანა დგას. საშუალო მაჩვენებელი 40-60%-ია. სპეციალური მოწყობილობების გამოყენებით, დაარეგულირეთ ოპტიმალური დონე, ზედმეტ ნესტს რომ მოერიდოთ.

2. ყოველი რეცხვის შემდეგ, დატოვეთ მანქანის კარი ღია მანამ, სანამ დოლაბი და რეზინის ელემენტები არ გაშრება.

3. გარეცხეთ და გააშრეთ ფხვნილის უჯრა ყოველი გამოყენების შემდეგ.

4. რეგულარულად გაწმინდეთ ფილტრი.

5. გამოიყენეთ ხარისხიანი სარეცხი საშუალებები, დაუმატეთ სადეზინფექციო მათეთრებლები.

6. ნუ გადააჭარბებთ დამატებითი გავლების ფუნქციის გამოყენებას.

7. დროდადრო გარეცხეთ ნივთები მაქსიმალურ ტემპერატურაზე, თუ ქსოვილის ტიპი ამის საშუალებას იძლევა.

8. პერიოდულად გაწმინდეთ მანქანის ყველა მისაწვდომი დეტალი ქლორის შემცველი ნივთიერებით. სისტემაში მსგავსი საშუალებების ჩასხმა მხოლოდ წყალთან 1:1 გაზავების შემდეგ შეიძლება. ფრთხილად იყავით: ქლორს შეუძლია მორეზინებული და პლასტმასის ელემენტების დაზიანება.