ადგილი, სადაც დრო არ არსებობს: ნორვეგიულ კუნძულზე საათს არავინ უყურებს

დრო ერთადერთი მაჩვენებელია, რომელიც არ ჩანს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი და საგრძნობია. კითხვაზე “რა დროა?” ვიღაც წარმოიდგენს არასტანდარტულ მექანიზმს ისრებით, ხოლო ვიღაც ამ ციფრებს მობილურ ტელეფონზე ამოწმებს. თუმცა, ამით არ იცვლება დროის არსი და მნიშვნელობა ისევე, როგორც მისი საჭიროება.

დრო საშუალებას გვაძლევს, განვსაზღვროთ საკუთარი და სხვისი მოქმედებები, ცხოვრების გარკვეული თანმიმდევრობა. დროის მიხედვით ვიღვიძებთ, ვსვამთ ყავას ან ვჭამთ, მივდივართ სამსახურში და ვხვდებით სხვა ადამიანებს. ხანდახან, გრაფიკი ირევა და იქმნება ქაოსი, გაურკვევლობა. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს ბევრი პრობლემის შესანიშნავი გადაწყვეტილებაა, თუმცა, უმეტესად, ესაა ცხოვრებისეული რიტმის დარღვევა, რაც რელსებიდან გვაგდებს და იწვევს გაუგებრობას, არეულობასა და სხვა ნეგატიურ შედეგებს.

1. ადგილი, სადაც დრო არ არის

მიუხედავად ჩვენი ცხოვრების შემავსებელი დროის კონცეფციისა, პლანეტაზე არსებობს გასაოცარი ადგილი, სადაც გაუქმებულია დროის ამთვლელი სისტემა, ესე იგი, არ არსებობს მასთან დაკავშირებული შეზღუდვები. შედეგად, სამყაროს დასასრული არ დამდგარა, თუმცა, იქ მცხოვრებ ადამიანთა ცხოვრება მაქსიმალურად კომფორტული გახდა. სადაა ეს უნიკალური ადგილი და რატომ დაივიწყა იქ დრო ყველამ?

ნორვეგია ევროპის განსაცვიფრებელი ქვეყანაა, რომელსაც კიდევ ერთი სახელწოდება აქვს – გზა ჩრდილოეთისკენ (Norway). უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ სახელმწიფოს ფართობი არც ისეთი დიდია – 385 203 კვ.კმ. თავისი არსით, ეს ულამაზესი ადგილია, რომელსაც ექსტრემალური კლიმატური პირობები ახასიათებს.

თუმცა, ყველაზე საინტერესოა ამ ქვეყნის ნაწილი, რომელშიც დროის მიმართ არასტანდარტული დამოკიდებულება აქვთ. აქ დროს ძირითადი და მნიშვნელოვანი როლი არ აქვს მინიჭებული.

ნორვეგიაში არსებობს მცირე ზომის კუნძული სომარეი, რომელიც პოლარული წრის მიღმა მდებარეობს. იქ დაახლოებით 350 ადამიანი ცხოვრობს. კუნძულელებს არ გააჩნიათ ისეთი ცნება, როგორიც არის “დრო”. მათი ცხოვრება, სამსახური, დასვენება დროის ჩარჩოებში არაა მოქცეული. ამ ყველაფერს საფუძვლად თითოეული ადამიანის შეგრძნებები და გრძნობები უდევს.

საქმე ისაა, რომ გასულ წელს კუნძულმა სახელმწიფოს მიმართა უცნაური თხოვნით – გაუქმებულიყო დროის სისტემა.

2. რაში სჭირდებოდათ დროის სისტემის გაუქმება

თუ ადამიანთა უმრავლესობისთვის დრო ძირითადი ფაქტორია, კუნძულელებისთვის მას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რაც მათი საცხოვრებელი არეალის თავისებურებასთანაა დაკავშირებული. პოლარულ წრეს ახასიათებს ორი მთავარი მოვლენა: პოლარული დღეები და ღამეები. მზე ან საერთოდ არ ჩადის ჰორიზონტიდან, ან საერთოდ არ ამოდის. პოლარული დღის ხანგრძლივობა 2 თვემდე გრძელდება.

ამ დროს ძალიან მარტივია დაბნევა დროის ათვლის უნარის დაკარგვა. ნოემბრიდან იანვრის ჩათვლით, აქ კიდევ ერთ ფენომენს აქვს ადგილი – პოლარულ ღამეს. დროსთან დაკავშირებული სიტუაცია ანალოგიურია. ამ თვეებში, მოსახლეობა მზეს საერთოდ ვერ ხედავენ, თუმცა, ჩრდილოეთის ლამაზ ნათებას ყოველდღე აკვირდებიან.

კუნძულელების თქმით, პოლარული ღამეების შემდეგ, როცა მზე საერთოდ არ ამოდის, ზაფხულის დღეებს, რომლებიც თვეების განმავლობაში გრძელდება, მაქსიმალურად იყენებენ. სწორედ მაშინ, საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას დროს.

შუაღამის 1-2 საათზე, ზრდასრულები შეიძლება მუშაობდნენ ან სახლის საქმეებს აკეთებდნენ მაშინ, როცა ბავშვები ქუჩაში თამაშობენ, ერთობიან. გაგება “ზონა დროის გარეშე” ამ ადამიანებს მისცემს საშუალებას, მიიღონ მოქნილი სამუშაო და სასწავლო გრაფიკი, რაც დადებითად აისახება მათი ცხოვრების ხარისხა და შრომისუნარიანობაზე.