როგორ გადავაკრათ საბანს პირი, ზედმეტი წვალების გარეშე

თუკი ლოგინის დალაგება მარტოს გიწევთ და ამ პროცესში ბევრი დროის დახარჯვა არ გსურთ, მაშინ ეს ხრიკი სწორედ თქვენთვისაა. ამ მარტივი მეთოდის დახმარებით სწრაფად და ზედმეტი წვალების გარეშე გადააკრავთ საბანს ნებისმიერი სახის ზეწარს.

პირველი ნაბიჯი – გაშლა

გაშალეთ გადასაფარებელი ლოგინზე ბრტყლათ და ღია მხარე მოაქციეთ ზემოდან

მეორე ნაბიჯი – დახვევა

დააიწყეთ საბნის დახვევა ზევიდან ქვევით გადასაფარებლის ღია პირისკენ. ის უნდა დაემსგავსოს დახვეულ ცილინდრს.

მესამე ნაბიჯი – შეფუთვა

შედევით დახვეული საბანი გადასაფარებელის ღია პირში.

მეოთხე ნაბიჯი – დაკეცვა

იპოვეთ საბნის ორი კუთხე და ჩაკეცეტ ისინი გადასაფარებლის კუთხეებში.

მეხუთე ნაბიჯი – გაშლა

მოკიდეთ გადასაფარებლის კუთხეებს ხელი ისე, რომ მათ შიგნით არსებულ საბანსაც მოეჭიდოს ხელი და შეარხიეთ გადასაფარებელი ძლიერად. გრავიტაციის დახმარებით საბანი გადასაფარებლის შიგნით გაიშლება. შეიძლება მოგიწიოთ საბნის ოდნავ გასწორება იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველა კუთხე თავის ადგილას მოხვდა. შემდეგ შეკარით ღილები ან ელვა შესაკრავი და ასე მიიღებთ იდეალურად და სწრაფად დალაგებულ ლოგინს.