საუკეთესო ხრიკი, რომლის სწავლაც 30 წამში შეიძლება

სახლის დალაგებისას დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ გამოიყურება თქვენი ტანსაცმლის კარადა. მჭიდროდ და ლამაზად დალაგებული სამოსი და აქსესუარები ნებისმიერ სივრცეს უფრო კომფორტულ და სუფთა იერს ანიჭებს. ტანსაცმლის სწორი ხერხით დაკეცვა და დალაგება ასევე შესანახი სივრცის დაზოგვაშიც ეფექტურად დაგეხმარებათ. ამისათვის საჭიროა იცოდეთ ეს მარტივი ხრიკი, რომლის სწავლაც 30 წამშია შესაძლებელი:

როგორ უნდა დავკეცოთ ხელსახოცი

დააფინეთ ხელსახოცი სწორ ზედაპირზე და გადაკეცეთ შუაში
გადაკეცეთ მიღებული ნაჭრის ფორმა იგივენაირად კიდევ სამჯერ

როგორ უნდა დავკეცოთ ხელის პირსახოცი

დააფინეთ პირსახოცი სწორ ზედაპირზე და მოაქციეთ მისი გრძელი მხარე თქვენსკენ
ზემოთა და ქვემოთა მხარეების გადმოკეცვით დაკეცეთ პირსახოცი სამ ნაწილად
ამის შემდეგ გადაკეცეთ პირსახოცი ისევ სამ ნაწილად, მარცხენა და მარჯვენა მხარეების ცენტრში გადმოკეცვით

როგორ უნდა დავკეცოთ აბაზანის პირსახოცი

დააფინეთ პირსახოცი სწორ ზედაპირზე და მოაქციეთ მისი გრძელი მხარე თქვენსკენ
დაკეცეთ პირსახოცი სამ ნაწილად ზემოთა და ქვემოთა მხარეების ცენტრისკენ გადმოკეცვით
გადაკეცეთ პირსახოცი შუაზე
გადაკეცეთ პირსახოცი კვლავ შუაზე იგივე გზით