“სისხლიანი” ჩანჩქერი ყინულის სამეფოში: ანტარქტიდული ბუნებრივი ფენომენის საიდუმლო

ჩვენს პლანეტაზე უამრავი საინტერესო და უჩვეულო ადგილია. ერთ-ერთი მათგანი გასული საუკუნის დასაწყისში, ანტარქტიდაში აღმოაჩინეს. მყინვარი ტეილორიდან გამოედინება წყალი, რომელსაც ალისფერი შეფერილობა აქვს.

ბუნებრივია, ჩანჩქერის აღმომჩენებში ამან უდიდესი გაოცება გამოიწვია. საუკუნოვანი მყინვარიდან გამოდის წყალი, თანაც, ასეთი დაბალი ტემპერატურული რეჟიმისთვის ამდენად უჩვეულო ფერით. მანამდე დედამიწაზე მსგავსი არაფერი უნახავთ. ყოველ შემთხვევაში, ასეთი სასწაულის შესახებ მანამდე არავის სმენია.

მსგავსი მოვლენა უკიდურესად იშვიათია. თეორიტიკოსების აზრით, იგი ორ ფაქტორზეა დამოკიდებული: ტემპერატურასა და წელიწადის დროზე. ტემპერატურის მატებისას, მყინვარი ზეწოლას ახდენს ტბაზე, რაც იწვევს წყლის გამოდინებას, თუმცა, საიდან მოდის მისი ასეთი ფერი? რატომ ხდება ბუნებაში ყველაფერი მაინცდამაინც ასე, მეცნიერებს პასუხი არ აქვთ.

ეს საიდუმლო ჩანჩქერის აღმოჩენიდან მხოლოდ 100 წლის შემდეგ, ჩვენს დროში ამოხსნეს. ყინულის უზარმაზარი (500 მ სისქის) ფენის ქვეშ აღმოაჩინეს მარილიანი ტბა. მისი ასაკი მილიონობით წელს ითვლის. ეს ტბა ოკეანეს ოკეანეში წყლის დონის მკვეთრად დაცემის დროს, გამყინვარების პერიოდის დასაწყისში გამოეყო.

რამდენიმე ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წითელი წყლის შემადგენლობაში მარილის უფრო მაღალი კონცენტრაციაა, ვიდრე ოკეანეში, რაც მას დაბალ ტემპერატურაზე გაყინვის საშუალებას არ აძლევს. ჩანჩქერის ფერი კი მის შემადგენლობაში არსებული დიდი რაოდენობით რკინის დამსახურებაა. მისი და ჟანგბადის ურთიერთქმედების დროს, ქიმიური რეაქციის შედეგად, რკინა ჟანგდება და სითხეს მკვეთრ ალისფერს აძლევს.

სხვათა შორის, მიკროორგანიზმები, რომლებიც ამ ტბის ფსკერზე შემორჩა, რკინას საკვებად იყენებენ. მათთვის სხვა ვარიანტები ხელმიუწვდომელია, რამდენადაც იმ პირობებში ფოტოსინთეზი შეუძლებელია. დიდი ალბათობით, ყინულის საფრის ქვეშ დამალული წყალსატევის საგულდაგულოდ შემოწმების შემდეგ, მეცნიერები უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებენ მსგავსი პირობების მქონე სხვა პლანეტების შესახებ.

კვლევითი სამუშაოების ჩატარების სირთულე მხოლოდ დაფინანსების პრობლემურობაში მდგომარეობს. სპონსორების პოვნა საკმაოდ რთულია. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ არამხოლოდ ეს კონკრეტული ტბა, არამედ მთელი ყინულოვანი კონტინენტი ჩვენს დრომდე გამოუკვლევია.