9 ხრიკი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სარეველებთან ბრძოლა ეზიზღებათ

სარეველების გაზრდის კონტროლი ჯანსაღი და ლამაზი ბაღის და ეზოს ქონისთვის მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს. თუმცა, ეს თქვენი ყვავილების და ბალახის მოვლას უფრო სასიამოვნოს ნამდვილად არ ხდის. სწორედ ამიტომ უნდა ისწავლოთ ეს 9 ხრიკი, რადგან ისინი სარეველების მარტივად და სწრაფად მოშორებას გაგიადვილებთ:

1. მოამზადეთ საკუთარი პროდუქტი

სარეველების გასანადგურებელი ჰერბიციდების ყიდვა საჭირო არაა, რადგან უფრო ეფექტური ნაზავის მომზადება სახლის პირობებში შეგიძლიათ. ამისათვის ერთმანეთში უნდა აურიოთ სარეცხი საპონი და თეთრი ძმარი.

2. შექმენით დამცავი ცილინდრი

სარეველების საწინააღმდეგო პროდუქტის სპრეის გამოყენებისას ირგვლივ არსებული მცენარეების დაცვა აუცილებელია, რის გამოც სარეველების ცილინდრი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამისათვის უნდა გამოჭრათ ფოტოზე გამოსახული ფორმის საყელო ძველი ქილებისგან, ვედროსგან ან ნაგვის ყუთისგან.

3. გამოიყენეთ გაზეთი სარეველების გასაკონტროლებლად

ყვავილების დარგვის ან გადარგვის პროცესისას მოათავსეთ მიწის ფენებს შორის გაზეთი. ეს სარეველების ზედაპირზე ამოსვლას შეუშლის ხელს და ასევე მცენარეებისთვის საჭირო სითხეებსაც გაატარებს.

4. არ დაგავიწყდეთ მულჩირება

დაფარეთ ბაღის ან სასურველი ნიადაგის ზედაპირი მულჩირებისთვის საჭირო ისეთი მასალებით, როგორიცაა ნახერხი, ხის ქერქი და ბალახები. ეს ნიადაგს სიგრილეს და ტენიანობას შეუნარჩუნებს, რის პარალელურადაც დაბლოკავს სარეველებისთვის საჭირო მზის სხივების შუქს.

5. მოაშორეთ ფესვები

მოკიდეთ ხელი სარეველას ძირთან რაც შეიძლება ახლოს და ასე ამოქაჩეთ მიწიდან, რადგან მისი მოშორებისთვის აუცილებელია ფესვების მაქსიმალურად დიდი ნაწილის ამოღება ნიადაგიდან.

6. მოაშორეთ თავები

თუ ფესვების ამოღებას ვერ ახერხებთ, მაშინ მოაჭერით სარეველას თავები, რათა მათი თესლების გამრავლებას შეუშალოთ ხელი.

7. ამოძირკვეთ სარეველები წვიმის შემდეგ

წვიმის შემდეგ მიწა უფრო რბილი და ელასტიურია, რის გამოც ნიადაგიდან სარეველის ფესვების ამოღება უფრო გაგიმარტივდებათ.

8. გაზარდეთ ბალახი უფრო დიდხანს

ბალახის ზედმეტად მოკლედ მოჭრა სარეველებს გაზრდას უადვილებს, რის გამოც ბალახს უფრო დიდი ხნით უნდა მისცეთ გაზრდის საშუალება. მათი ოპტიმალური სიმაღლე 5-7 სანტიმეტრი იქნება.

9. გამოიყენეთ ხელის სახეხი სარეველების მოშორების შემდეგ

სარეველების მოშორება ჭუჭყიანი პროცესია, რის გამოც მისი დასრულების შემდეგ აუცილებელია ხელის სახეხი პროდუქტების გამოყენება.