რეცეპტი, რომლითაც მივიწყებულ ლაქებსაც კი მარტივად ამოიყვანთ

როდესაც სამოსი რაიმე სასმელით ან საჭმლით გესვრებათ, საკუთარ თავს ყოველთვის პირდებით მსგავსი ლაქების მოგვიანებით გაწმენდას. თუმცა, ხშირად ასეთი პრობლემების მოგვარება საერთოდ გვავიწყდება ლაქების გახმობამდე. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ მარტივ რეცეპტს, რომლის დახმარებითაც ასეთ დავიწყებულ ლაქებს მარტივად მოაშორებთ ტანსაცმელს:

როგორ მოვაშოროთ ლაქები ლიმონის ეთერზეთით

ლიმონის ეთერზეთის წვეთები უნდა დაასხათ პირდაპირ ლაქაზე და შემდეგ მოათავსოთ ნაჭერი სარეცხ მანქანაში. ეს ეფექტური მეთოდია, რადგან ზეთი შლის გამხმარ ნარჩენებს და ხელს უშლის ზედაპირის გაფერმკრთალებას. თუმცა, მისი დასხმის შემდეგ სამოსი მაშინვე უნდა გარეცხოთ, რადგან ლიმონის ზეთმა შეიძლება საპირისპირო შემთხვევაში ზედაპირის გაყვითლება გამოიწვიოს.

ლაქების მოსაშორებელი ლიმონის სპრეი

ინგრედიენტები

  • 1/4 ჭიქა წყალბადის ზეჟანგი
  • 2 ს/კ საპონი
  • 20 წვეთი ლიმონის ეთერზეთი

მოათავსეთ ინგრედიენტები სპრეი ბოთლში და ააჯანჯღარეთ შესარევათ. დაასხით მიღებული მასა პირდაპირ ლაქაზე, შემდეგ კი გარეცხეთ სამოსი რაც შეიძლება მალე.