სად დავალაგოთ სამზარეულოს ტილოები ისე, რომ ინტერიერი არ გააფუჭოს

სუფთა სამზარეულო ყველა დიასახლისის სიამაყეა. თუ ის ახალია, განსაკუთრებით გვსურს ესთეტიკური იერსახე ზუსტად შევუნარჩუნოთ. სწორი ორგანიზება მას მყუდროს და სუფთას დატოვებს.

რაც უფრო ნაკლები ბოთლი და წვრილმანი იქნება გარშემო, სამზარეულო მით უფრო მოწესრიგებული გამოჩნდება. სად წავიღოთ მთავარი დამხმარე – ტილო, რომელიც ესთეტიკურ იერსახეს აფუჭებს?

დატოვეთ თვალთახედვის არეში

დეკორატიული საკიდი ინტერიერის მნიშვნელოვან ელემენტად იქცევა. მთავარია ტილოები სუფთა იყოს. უმჯობესია თუ სამზარეულოს ფერთა გამას შეუხამებთ. შეგიძლიათ დადგათ ნიჟარასთან და უწესრიგობას ადგილი არ ექნება.

რეილინგი არის ნივთი, რომელიც პატარა სამზარეულოში ნივთების ორგანიზებას ახდენს. შეგიძლიათ ჩამოკიდოთ ჭიქები ან ტილოები.

თუ სარეცხი საშუალების ბოთლი არ მოგწონთ, მისი ჩანაცვლების ბევრი ვარიანტი არსებობს. გადაასხით სითხე სხვა ჭურჭელში. პირველ რიგში, მისი გამოყენება უფრო კომფორტული იქნება, მეორე რიგში კი უფრო ორგანულად გამოიყურება.

დამალეთ ნიჟარის ქვეშ არსებულ კარადაში

ეს მშვენიერი გადაწყვეტილებაა თუ ტილოს დანახვა საერთოდ არ გსურთ. ამავე კარადაში შეგიძლიათ დადგათ ახალი ტილოები და სარეცხი საშუალებები.

არსებობს მოძრავი თაროები, რომლებზეც ყველაფერს დადგამთ, რისი დანახვათ ნიჟარის სიახლოვეს არ გსურთ. თუ ადგილი არ გაქვთ კარადის კედელზე თარო მიამაგდეთ, სადაც ტილოს მოათავსებთ.

ერთნაირი პირსახოცები

პირსახოცის დამჭერი ჭუჭყიანი ტილოს პრობლემას სამუდამოდ გადაწყვეტს. არ აქვს მნიშვნელობა მას სად მოათავსებთ, ტილოები ყოველთვის მოწესრიგებულად გამოიყურებიან.

ბაზარზე ბევრი ლამაზი პირსახოცის დამჭერი იყიდება, რომლებიც თქვენს სამზარეულოს მოუხდებიან. მორთეთ ინტერიერი.

სამზარეულოს ორგანიზება აუცილებელი საქმიანობაა. იმედი გვაქვს, ამ იდეებმა შთაგაგონათ.