ეს სპრეის რეცეპტი უნიკალურია, რადგან ჰაერის გამწმენდ სხვა საშუალებებისგან განსხვავებით იგი პირდაპირ უნიტაზში უნდა ჩაასხათ. ეს წყალზე სქელი ზეთის ფენის გაჩენას იწვევს, რაც მასში ამწყვდევს უსიამოვნო სუნს და ასე იცავს აბაზანას. თანაც რაც მთავარია, ასეთი სპრეის დამზადება ძალიან ადვილ პროცესს წარმოადგენს.

როგორ უნდა მოვამზადოთ ტუალეტის სპრეი

დაგჭირდებათ:

25 წვეთი ლიმონის ეთერზეთი და 25 წვეთი ევკალიპტის ეთერზეთი
100 გრამი თხილის ზეთი
შუშის პატარა სპრეი ბოთლი

მომზადების წესი:

ჩაასხით სპრეი ბოთლში ეთერზეთები და დარჩენილი ნაწილი აავსეთ თხილის ზეტით, შემდეგ დაახურეთ ბოთლს თავი და კარგად ააჯანჯღარეთ.

როგორ უნდა გამოვიყენოთ სპრეი

გამოყენების წინ ააჯანჯღარეთ ბოთლი და დაასხით პირდაპირ უნიტაზის კედლებზე მისი გამოყენების წინ. ამის წყალობით ზეთები დამცავ ბარიერს შექმნიან მის ზედაპირზე და ასე მოახერხებენ უსიამოვნო სუნების უნიტაზში დამწყვდევას.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი