ფული თუ ჯანმრთელობა: არ დაზოგოთ ამ 5 ჭურჭელზე

სამზარეულო ჩვენთვის წმინდა ადგილია. ისე გვინდა სრულყოფილი საკვების მომზადება, თუმცა, არც ის გვინდა, რომ სამზარეულოს ჭურჭელზე მთელი დანაზოგი დავხარჯოთ, იმ მიზეზით, რომ დიდი ხნის წინ შეძენილი და მშობლებისგან შემორჩენილი ნივთები ჯერ კიდევ გამოსადეგია.

1. ხარისხიანი ჭურჭელი მინანქრიანის წინააღმდეგ

ჩვენს რეგიონში ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია. შესაძლოა, ევროპელებმა, ამერიკელებმა და აზიელებმა არც კი იციან მინანქრიანი ჭურჭლის არსებობის შესახებ, თუმცა, ჩვენი ქვეყნის სამზარეულოებიდან ასეთ თასებსა და ქვაბებს გასვლის პირი არ უჩანთ. ობიექტურად რომ ვთქვათ, ისინი მართლაც მოსახერხებელია: მათში შეიძლება კერძების გათბობა ძალიან სწრაფად, ჭურჭლის გარეცხვაც უფრო მარტივია, ვიდრე შუშის ქვაბის შემთხვევაში, რომლის თავსახურის რეცხვისას სახელურებისა და სხვა ნაწილების გაწმენდაზე ცალკე უნდა იწვალოთ. მინანქრიანი ჭურჭლის შეძენისას, გირჩევთ შემდეგი პრინციპით ხელმძღვანელობას: თუ ძალიან იაფფასიან ჭურჭელს შეიძენთ, იგი დიდხანს არ გაგიგებთ.

გარდა ამისა, ასეთ ჭურჭელზე, მინანქრის ქვეშ იმალება მეტალი, რომელიც ძალიან უხეშ ქიმიურ რეაქციაში შედის საკვებ პროდუქტებთან, მაღალი ტემპერატურის მიღწევისას. შეწვისას და გახურებისას, ასეთი ჭურჭელი გამოყოფს შხამ-კანცეროგენს, რომელიც ჩვენს საკვებში რჩება. არ შეიძლება ფულის დაზოგვა მინანქრიანი ჭურჭლის შეძენისას. მიანიჭეთ უპირატესობა მკვრივ და საიმედო მინანქრის საფარს.

კიდევ ერთი რჩევა: თუ თქვენი არსებული ჭურჭლის ფსკერზე შავი ლაქა გაჩნდა, დაუყოვნებლივ მოისროლეთ ნაგავში! ნუ გარისკავთ თქვენს ჯანმრთელობას. კიბო ყოველთვის განკურნებადი არაა.

2. ხარისხიანი ჭურჭელი შეწვისა და თუშვისთვის

საუბარია ხარისხიან და ძვირადღირებულ ტაფებსა და ვოქებზე. რა თქმა უნდა, ბევრი მაშინვე აღშფოთდება, რამდენადაც დღეს ფასდაკლებით უამრავი ნივთი იყიდება. მიმწვრის საწინაარმდეგო ტაფას IKEA-ს საიტზე მხოლოდ 5 დოლარად იყიდით! რატომ უნდა გადაიხადოთ მეტი, თუ ეკონომიის დემონები ამტკიცებენ, რომ ამას აზრი არ აქვს?

აგიხსნით: მართლაც კარგი და გამძლე მიმწვრის საწინააღმდეგო ტაფის ფასი 25 დოლარიდან იწყება. სკეპტიკოსები ისევ აღშფოთდებიან: აქაოდა, მიმწვრის საწინააღმდეგო საფარი იკეას ხუთდოლარიან ტაფასა და თურქულ 25-დოლარიან ტაფაზე ერთი და იგივეაო. მართალიც იქნებით. საფარი იდენტურია! თუმცა, სკეპტიკოსები ვერ დაამტკიცებენ, რომ ჯინსის ქსოვილისა და მარლის სიმკვრივე ერთი და იგივეა! ანუ, საქმე ტაფის ფსკერის სისქეა. იკეას ტაფას, იდეალური ექსპლუატაციის შემთხვევაშიც კი, მხოლოდ 6 თვით გამოიყენებთ, რის შემდეგაც საკვები მიწვას დაიწყებს. 30-დოლარიანი სქელი ტაფა კი წლების მანძილზე ერთგულად მოგემსახურებათ.

3. ხარისხიანი თეფში

საკვები ჭურჭელი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. საუბარია თხელ და ღრმა თეფშებზე, მთელი ოჯახისთვის. ოჯახების უმეტესობას შუშის ჭურჭელი აქვს. რა არის ამაში ცუდი? მარტივ მაგალითს მოვიყვან.

ბევრს აღუნიშნავს, რომ დისქაუნთერებსა და ფიქსფრაისში საკულტო ბრენდ LUMINARC-ის ჭურჭელი კაპიკები ღირს, ჭურჭლის სტატუსურ მაღაზიებში კი ამ ბრენდის ერთი ნაჭრის ღირებულება სამჯერ უფრო მაღალია. არადა, თეფშები იდენტურია! რაში მდგომარეობს საიდუმლო? ფიქრობთ, ეს მხოლოდ კაპიტალური ფასნადებია? არა! ყურადღება მიაქციეთ ეტიკეტს, დააკვირდით მწარმოებელ ქვეყანას.

როგორც წესი, დისქაუნთერებში შეგხვდებათ თეფშები, რომელიც დაამზადა კომპანია Гусь-Хрустальный-მ, ხოლო ხარისხიანი ჭურჭლის მაღაზიებში შეიძენთ ლუმინარქის ჭურჭელს, რომელიც მშობლიურ საფრანგეთში ან არაბთა საამიროებში დამზადდა. ეს გამოცდილება თავად Novate.ge-ს რედაქციამ მიიღო!

Гусь-Хрустальный-ს ქარხანაში დამზადებული ლუმინარქი, საუკეთესო შემთხვევაში, ნახევარ წელიწადს ძლებს, ხოლო შემდეგ ჭურჭელი იბზარება. ერთხელ, ცხელი წვნიანით სავსე თეფში ხელებში ჩამატყდა. მეტკინა.

დასკვნა: ნუ დაზოგავთ ფულს ელიტური მწარმოებლის პროდუქტზე, მისი უხარისხო რეპლიკის შეძენით.

4. ხარისხიანი ელექტროტექნიკა პროდუქტის დასაქუცმაცებლად

გადავიდეთ სამზარეულოს ელექტრონულ ტექნიკაზე, რომელზეც ფული არ უნდა დაზოგოთ. სამზარეულოს კომბაინს ყველა დიასახლისი არ იყენებს. აი, ბლენდერი ან მიქსერი ისეთი მოწყობილობაა, რომლის გარეშეც დღეს ბევრი ქალბატონი ვერ წარმოიდგენს თავის მოღვაწეობას კულინარიულ სამყაროში. განსაკუთრებით ზაფხულში. სხვადასხვა მაღაზიაში, მათ შორის, ტელემაღაზიებში, ბლენდერი 10 დოლარიდან უსასრულობამდე შეიძლება ღირდეს. ეკონომიის დემონი კი მაშინვე ამოვა ჩვენი ქვეცნობიერის ზედაპირზე და გვაიძულებს იაფიანი ბლენდერის შეძენას.

მოდით, გავერკვეთ, რატომ არ უნდა იჩქაროთ ყველაზე იაფფასიანი მოწყობილობის შეძენა. ამ დროს მოქმედებს პრინციპი: ძუნწი ორჯერ იხდის. ათდოლარიანი ბლენდერი, როგორც წესი, მყიფე შიდა მექანიზმით გამოირჩევა, უკვე 6 თვეში, მასში გადაიწვება ხვეულა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიქსერს დამწვარი რკინისა და რეზინის სუნი აუვა და ძალიან სწრაფად გამოვა მწყობრიდან.

აგრეთვე, ყურადღება უნდა მიაქციოთ მასალას, რომლისგანაც ეს მოწყობილობაა დამზადებული. პლასტმასი უნდა იყოს მკვრივი, გამძლე, სქელი, მექანიზმის პირი კი  უნდა იყოს მეტალის და არა პლასტმასის. ასევე, ყურადღება მიაქციეთ დანასაც. თუ იგი პატარაა, პლასტმასი კი მყიფე, ასეთი იაფფასიანი ბლენდერი სულ რამდენიმე თვეს გაგიძლებთ.

5. ხარისხიანი საცხობი ჭურჭელი

საცხობ ჭურჭლებზე ეკონომიის გაკეთება იგივეა, რაც ფულის დაზოგვა ჯანმრთელობაზე. მოდით, გავერკვეთ. ახლა არსებობს 3 ტიპის საცხობი ლანგრები: მინანქრის, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩათ საბჭოელ დიასახლისებს (უკვე დაკაწრული იქნება, რაც ბევრ ეჭვს იწვევს მისი უსაფრთხოების კუთხით, 150 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე), სილიკონის, რომლის გარეცხვა საშინლად რთულია მომზადების შემდეგ, და შუშის ჭურჭელი, რომელსაც ჩვენი პლანეტის უამრავი ქვეყანა აწარმოებს. ფასის მიხედვით, ყველაზე ძვირი სწორედ შუშის ვარიანტებია.

აი, დღეს ჩვენ დაჟინებით გირჩევთ მხოლოდ და მხოლოდ შუშის ჭურჭლის გამოყენებას. შუშა, რომელიც უკვე რამდენიმე ასწლეულია ცნობილია, აბსოლუტურად ინერტული მასალაა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. გარდა ამისა, შუშის ლანგრის გარეცხვა მომზადების შემდეგ უმარტივესია: ამოვიღებთ მიღებულ პროდუქტს, დავასხამთ ცხელ წყალს და ერთ წვეთ სარეცხ საშუალებას, გავაჩერებთ რამდენიმე საათით და ვრეცხავთ უპრობლემოდ. არაფრის გახეხვა არ ხდება საჭირო! შუშა, მიუხედავად ინერტულობისა, უხეში მეტალის ღრუბლით გახეხვისას იკაწრება, ამიტომ, გარეცხეთ იგი მაქსიმალურად რბილი საშუალებებით.