აი, რას აკეთებდნენ ჩვენი დედები და ბებიები: დღეს ამას აღარავინ იმეორებს

რამდენიმე ათწლეული გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენი მშობლები ბავშვები იყვნენ. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა: ცხოვრების წესი, აღზრდა, სამსახურები, აზროვნება. ვერ ვიტყვით, რომ იმ დროს რამე უარესად ან უკეთესაც იყო, უბრალოდ სხვანაირად იყო. არსებობს 9 რამ, რასაც საბჭოთა პერიოდში ნორმად თვლიდნენ. თანამედროვე საზოგადოებისთვის ისინი უცნაურია.

სამსახურში ადრე მიდიოდნენ

იყო დრო, როცა დეკრეტი არ აღემატებოდა 3 თვეს. 70-იან წლებში იგი 1 წლამდე გაიზარდა. იმ პერიოდში ახალგაზრდა დედებს საავადმყოფოს ხარჯებს უნაზღაურებდნენ მშობიარობამდე ორი თვით ადრე და მას მერეც. ქალებს ჰქონდათ არჩევანი, გასულიყვნენ სამსახურში ან დარჩენილიყვნენ დეკრეტში 1 წლით. 1 წლის შემდეგ აუცილებლად უნდა ემუშავათ, თორემ დიპლომი გაუქმდებოდა.

დამოუკიდებლობა უპირველეს ყოვლისა

არავინ იჯდა სახლში ბავშვებთან. 6 წლის ასაკში, ისინი უკვე დამოუკიდებლად დადიოდნენ სკოლაში და ჭამდნენ, შემდეგ მეცადინეობდნენ. დედებს არ ჰქონდათ საკმარისი დრო შვილებისთვის. ვერ აკონტროლებდნენ მობილური ტელეფონით და ქუჩაში არსებული მდგომარეობაც სხვანაირი იყო.

არ უნდა ყოფილიყავი ცაცია

საბჭოთა კავშირში მემარცხენეები უნდა გამოესწორებინათ. თუ ბავშვს კალამი მარცხენა ხელში ეჭირა, მარჯვენაში ჭერა უნდა დაეალებინათ. მშობლები და მასწავლებლები ამას მკაცრად აკონტროლებდნენ. ეს იყო 1986 წლამდე.

მოკლე ვარცხნილობები ბიჭებისთვის და გრძელი ნაწნავები გოგონებისთვის

თანამედროვე სამყაროში ბავშვებს მრავალფეროვანი ვარცხნილობები აქვთ. ადრე კი ყველა გოგონას გრძელი თმა უნდა ჰქონოდა. მაღალ კლასებში ბიჭები აღარ ემორჩილებოდნენ რეგულარულად თმის შეჭრის წესს და გაზეთები წერდნენ: „მაღალკლასელები მოდას აყვნენ და ატარებენ ვარცხნილობებს, რომლებიც არასასიამოვნო შესახედია. ისინი არ ითვალისწინებენ უხდებათ თუ არა. ფიქრობენ, რომ მოზრდილი თმა ორიგინალურია, სინამდვილეში სასაცილოები არიან!“

ქამრით დასჯა

დასჯას მიმართავდნენ სახლშიც და სკოლაშიც. მასწავლებელს შეეძლო ბავშვისთვის სახაზავი ხელებზე მიერტყა. დღეს ასეთ მასწავლებელს საბედნიეროდ სამსახურიდან გაუშვებენ. სახლში ძირითადად ქამრის ხერხს მიმართავდნენ. ახლა მეზობლები თუ მსგავს სისასტიკეს შეამჩნევენ შესაბამის ორგანოებს მიმართავენ.

დღის რეჟიმი

დიდი ყურადღება ეთმობოდა დღის განრიგს. ბავშვები დადიოდნენ ბაგა-ბაღში ან სკოლაში. დედა ქმრისა და ბავშვებისთვის საუზმეს დილის  საათზე ამზადებდა, აუთოვებდა პერანგებს და შარვლებს. დროის დიდ ნაწილს ბავშვები სახლში ატარებდნენ.

სახვევები და არა ერჯერადი პამპერსები

ერთჯერადი პამპერსები არ არსებობდა. მრავალჯერადი სახვევები ირეცხებოდა და ხელახლა გამოიყენებოდა.

არანაირი თამაში საჭმლით

თანამედროვე მშობლები დიდ ყურადღებას უთმობენ შვილის  ფსიქოლოგიურ განვითარებას. ნებისმიერი ფსიქოლოგი გეტყვით, რომ ბავშვს შეგვიძლია ნება მივცეთ მაგიდაზე ქაოსი დაამყაროს, საბჭოთა პერიოდის დედებს ამის დრო არ ჰქონდათ. ამასთან, ბავშვი საბავშვო ბაღში ადრე მიდიოდა, იქ კი კარგად აღზრდილი და მოწესრიგებული უნდა ყოფილიყო.

მედიცინა

საბჭოთა მედიცინა პირველ ადგილას იყო. თუ პედიატრი რაიმეს იტყოდა, არავინ სვამდა ზედმეტ შეკითხვებს, ფიზიკურად ვერ ამოწმებდნენ ინტერნეტის მეშვეობით. დღეს კი დიაგნოზის დასმა დამოუკიდებლადაც შეგვიძლია.