რატომაა სახეხზე ამდენი სხვადასხვა პირი და როგორ გამოვიყენოთ ისინი სწორად

ადამიანების უმრავლესობა სამზარეულოს სახეხს ისე იყენებს, რომ არც კი იცის, რომელია სწორი მხარე კონკრეტულ სიტუაციაში. კლასიკურ სახეხს 4 მხარე და 3 სხვადასხვა პირი აქვს. მოდით ერთად გავერკვეთ მათ დანიშნულებებში.

მსხვილი „სტანდარტული“ სახეხი

ეს ყველასთვის ნაცნობია. ის საშუალებას გვაძლევს გავხეხოთ და დავჭყლიტოთ პროდუქტების უმრავლესობა, დაწყებული ხილითა და ბოსტნეულით, დამთავრებული სუხარებითა და ხორცითაც კი. მისი დახმარებით შეიძლება ნაღების კარაქის დახეხვაც, რაც სხვადასხვა საკონდიტრო საქმიანობაში გამოგადგებათ.

წვრილი სახეხი

ის სტანდარტულის ანალოგია, თუმცა 2-3-ჯერ უფრო ძლიერ ჭყლეტს პროდუქტს. გამოგადგებათ ნებისმიერი პროდუქტის შემთხვევაში. ყველაზე ხშირად იყენებენ სალათებისთვის და საკონდიტრო საკვებისთვის.

„სუპერ“ წვრილი სახეხი

ეს ყველაზე საინტერესოა. ის ერთდროულად რამდენიმე დავალებას აკეთებს. პირველ რიგში ჭყლეტს ძალიან მაგარ საკვებ პროდუქტებს, მაგალითად თხილს, სუხარს, ქერს და მაგარ ყველს. მეორე რიგში, ეს სახეხი თევზის ქერცლის გაძრობისთვის გამოიყენება. მესამე რიგში, მას ფაფის მოსამზადებლად იყენებნ ბავშვების მშრალი საკვებისგან.

გრძივი სახეხი

სახეხი რამდენიმე მოგრძო ჭრილებით ყველაზე სპეციფიკურია. გამოიყენება ლამაზი, თანაბარი, ერთნაირი ნაჭრების შესაქმნელად. მისი დახმარებით იმუშავებთ ხილთან და ყველთან. გამოიყენება სალათების მოსართავად.