8 გონივრული ხირკი, რომლებიც სიცხეში უნდა გამოიყენოთ

ცხელი ამინდები და კაშკაშა მზე ჭარბ ოფლიანობას, წყლულების გაჩენას და კიდევ უამრავ პრობლემას იწვევენ ზაფხულში. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ იმ 8 ჭკვიანურ ხრიკს, რომლის დახმარებითაც ზაფხულის პერიოდში ყველაზე კომფორტულად ჩაიცვავთ:

1. იღლიების არეში ლაქების გაჩენის პრევენცია

მიამაგრეთ სამოსს ქალის ჰიგიენური საფენები შიგნიდან იღლიების არეში. ისინი ოფლს ეფექქტურად შეაკავებენ და სამოსზე ლაქების გაჩენისგან დაგიცავენ.

2. დეოდორანტის ნაკვალევის წაშლა

საშრობი ქაღალდის დახმარებით მუქ სამოსზე დატოვებულ დეოდორანტის ნაკვალევს მარტივად გააქრობთ ქსოვილის დაზიანების გარეშე.

3. ბარძაყების შიდა ნაწილის გაღიზიანების პრევენცია

აღნიშნულ არეში არსებული სენსიტიური კანის ზედაპირის დასაცავად შეგიძლიათ გადაჭრათ რეიტუზი შუაზე ისე, რომ მისი დარჩენილი ნაწილი მხოლოდ ბარძაყების დასაფარად იყოს საკმარისი. მათი მსუბუქი ქსოვილი შეგინარჩუნებთ სიგრილეს და დაგიცავთ ოფლის გამო წარმოქმნილი ხახუნისგან.

4. შორტების შექმნა

ძველი ჯინსები შეგიძლიათ ძალიან ლამაზ და გრილ შორტებად აქციოთ მათი გადაჭრის დახმარებით. ეს მეთოდი ზაფხულში ძალიან გამოსადეგი იქნება.

5. ღია ფერის სამოსის ჩაცმა

მუქი სამოსი ცხელდება, რადგან უფრო მეტ შუქს იზიდავს გარემოდან. შესაბამისად სიგრილის შესანარჩუნებლად უნდა ჩაიცვათ ღია ფერის კომფორტული სამოსი.

6. დაამაგრეთ ლიფის შესაკრავები

თუ ზაფხულის თხელი სამოსიდან გამოჭიმულმა ლიფის შესაკრავებმა დაგღალათ, მაშინ შეგიძლიათ ისინი დაამაგროთ სპეციალური შესაკრავით, რომელიც მათ უმრავლესობას მოყვება.

7. სათვალეების სრიალისგან დაცვა

თუ ჭარბი ოფლიანობის დროს სათვალეები სახიდან გიცურდებათ, მაშინ მისი სახელურების ბოლოებში წაუსვით თითო წვეთი წებო. ასეთი წერტილები მას სრიალა სახიდან ჩამოცურებაში შეუშლის ხელს.

8. წყლულებისგან თავის დაცვა

თუ ფეხსაცმელი ოდნავ მაინც გიჭერთ, ოფლიანობით გამოწვეული ხახუნის გამო წყლულები მარტივად შეიძლება გაგიჩნდეთ. ამის გამო მათი მკურნალობის ნაცვლად სჯობს ფეხსაცმლის ჩაცმამდე მის გაწელვაზე იზრუნოთ.