ზარმაცი დიასახლისების სამზარეულო: როგორაა იგი მოწყობილი

თუ სამზარეულოში წაუზარმაცებთ, ჩვენ საინტერესო ალტერნატივას გთავაზობთ, ისე რომ სახლში არავინ იქნება უკმაყოფილო. გაიმარტივეთ ყოველდღიური ცხოვრება!

დამატებითი თავისუფალი ადგილები

თუ დალაგება არ გიყვართ, დაფიქრდით სად შეგიძლიათ მიჩქმალოთ ყველა წვრილმანი. მინიმალიზმი ბევრი წვრილმანით დიდ ქაოსს ქმნის. დაიტოვეთ სპეციალური ადგილები, რომლებსაც შესანახად გამოიყენებთ.

სამზარეულოს ფილა

აირჩიეთ ფილა, რომელსაც დიდი ნახატი არ აქვს. ნიჟარასთან და გაზქურასთან საერთოდაც სჯობს გლუვი გამოიყენოთ. ის უფრო ადვილად ირეცხება. იარაკი კი ფიგურული არჩიეთ, რათა გარეცხვის შემდეგ არ წაბორძიკდეთ. ლაქები მასზე ნაკლებად შესამჩნევი იქნება.

დივანი სამზარეულოში

სამზარეულო იშვითადაა ცარიელი. მითმეტეს მაშინ, თუ იქ დივანი დგას, რომელზეც დაჯდომა ყველას უყვარს. საუკეთესო ხერხია წყალგაუმტარი სკამები. ეკო-ტყავი მაგალითად. თუ დივანი გაქვთ, შალითა გაუკეთეთ, რათა მარტივად მოხსნათ და გარეცხოთ.

სამზარეულოს გარნიტურა

ნუ არიჩევთ ტყავის გარნიტურას. ხე ან პლასტმასი ამჯობინეთ. გახსოვდეთ, რომ პრიალა ზედაპირებზე ყოველთვის აჩნდება თითების კვალი, ამიტომაც ის არაპრიალა უნდა იყოს. სუფთა თეთრ ან შავ გარნიტურას ნუ აირჩევთ.

მაგიდა

თუ თქვენს ქმარს ან ოჯახის წევრს ძეხვის დაჭრა პირდაპირ მაგიდაზე უყვარს, ნუ აირჩევთ ისეთს, რომელიც ამ ქმედებით ზიანდება. ეს შეიძლება იყოს ნატურალური ქვა, აგლომერატი ან სპეციალური მდფ გაზქურა, რომელიც ტემპერატურას იკავებს. ასეთი ზედაპირები არ განადგურდებიან.

მსგავსი მეთოდები ძალიან გამოგადგებათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დასუფთავება აღარ მოგიწევთ, უბრალოდ შრომა მნიშვნელოვნად შეგიმსუბუქდებათ.