ნატურალური ყავა საყოფაცხოვრებო პრობლემების წინააღმდეგ: 10 მეთოდი

მცოდნე დიასახლისებმა იციან როგორ გამოიყენონ საკვები პროდუქტები  არადანიშნულებისამებრ. მაგალითად, ჩაის პაკეტი მშვენივრად გამოგაგდგებათ ფეხსაცმლიდან სუნი რომ გააქროთ. ბანანის ქერქის დახმარებით კი ვერცხლს გაწმენდთ. ამასთან, უნივერსალური დამხმარეა ნატურალური ყავა.

დღეს ყავის გამოყენების 10 უჩვეულო ხერხს წარმოგიდგენთ, ზოგიერთი მათგანი გაგაოცებთ.

1. იმისათვის, რომ ყვავილებს დიდხანს შეუნარჩუნოთ სიცოცხლე, მოხარშული ყავა გამოიყენეთ. პირველ რიგში, ცოტა გააზავეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან კონცენტრირებული იქნება. მეორე რიგში, დაუმატეთ მიღებული სითხე ყვავილის წყალს. აზოტის, მაგნიუმის და კალიუმის წყალობით ყვავილები უფრო დიდხანს იცოცხლებენ.

2. თუ სახლში ბუხარი გაქვთ, ალბათ იცით, რამდენად უსიამოვნო პროცესია მისი გაწმენდა. ფერფლი რომ მურად არ იქცეს, ყავის ნალექი გამოიყენეთ. ის მტვრის წარმოქმნას შეაფერხებს. მეტს აღარ დაახველებთ და ბევრს აღარ გაწმენდთ.

3. ყავის მჟავიანობა ხორცის ტექსტურას რბილსა და ნაზს გახდის. ამასთან, მან შესაძლოა პროდუქტის გემო გამოკვეთოს. უბრალოდ წაუსვით ცოტაოდენი ყავის ნალექი ხორცს მომზადებამდე 2 საათით ადრე. შედეგად მუქ, ხრაშუნა ზედაპირს მიიღებთ.

4. ყავის ნალექი არაჩვეულებრივად უმკლავდება სხვადასხვა დაბინძურებებს თეფშებსა და ტაფებზე. ის ისევე მუშაობს, როგორც სკრაბი ტანისთვის. უბრალოდ გაწმინდეთ საჭირო ადგილები ღრუბლით და შემდეგ ჭურჭელი წყლით გარეცხეთ.

5. როგორ მოვიქცეთ, თუ შინაურმა ცხოველმა ხალიჩა დაგვისვარა? ყველაფერი მარტივია. მოათავსეთ ცოტაოდენი ყავის ნალექი ფილტრ-პაკეტში, მოახვიეთ და დატოვეთ ლაქაზე მთელი ღამე. თუ ძლიერი მტვერსასრუტი გაქვთ, ფილტრის გარეშე იმოქმედეთ. დილით უბრალოდ მოასუფთავეთ ზედმეტი ყავა მტვერსასრუტის მეშვეობით.

6. უჩვეულო ხრიკი მებაღეებისთვის! ნატურალური ყავა მწერებისთვის ტოქსიკურ ნივითიერება დიტერპენს შეიცავს. ამიტომაც, ყავის ნალექს კოღოების, ბუზების, ჭიანჭველების და სხვა დაუპატიჟებელი სტუმრების შესაშინებლად ხშირად იყენებენ. მოაყარეთ ყავის ნალექი ეზოს იმა დგილებში, სადაც ისვენებთ ან მუშაობთ. ან დატოვეთ ჭიქა ან ჯამი ნალექით.

7. ეს ხერხი გამოიყენეთ ოთახის მცენარეების ან ბოსტნის შემთხვევაში. უბრალოდ მოაყარეთ ცოტაოდენი ყავის ნალექი ღეროებს. ეს მწერებს ბარიერს შეუქმნით.

8. თუ გახსოვთ, როგორია ზამთრის სიცივე, ყავის ნალექის შეგროვება ნაადრევად დაიწყეთ. ის კარგი შემცვლელია მარილისთვის, რომელსაც მოყინულ გზებზე აყრიან. ამასთან, ნატურალური ყავა გაცილებით ეკოლოგიურია და გარემოსთვის ზიანი არ მოაქვს. აუცილებლად გაახმეთ გამოყენებამდე. შეგიძლიათ შეინახოთ ქილებში ან ქსოვილის ტომრებში.

9. ყავა შეიცავს აზოტს, რომელიც უსიამოვნო სუნს აქრობს. ამიტომაც, ყავის ნალექი ჰაერის გასაჯანსაღებლად გამოგადგებათ თუ მას კარადაში, ფეხსაცმელთან და ტანსაცმელთან მოათავსებთ. ამისათვის გამოდგება ფილტრ-პაკეტი, რომელიც დიდ ადგილს არ იკავებს. ასეთი არომატიზატორი კედებსა და ფეხსაცმელებში მოსათავსებლადაც კარგი იქნება.

ყავის დახმარებით, უსიამოვნო სუნს გააქრობთ მაცივარშიც. უბრალოდ მოათავსეთ ყავის ნალექი ჭიქაში და შედგით მაცივარში. შედეგად სუნი განეიტრალდება.

როგორც ხედავთ, ყავის გამოყენება ბევრნაირი მიზნით შეიძლება. გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება.