როგორ დავმალოთ ღირებული ნივთები პლაჟზე ყოფნისას

სანაპიროზე ნივთების დაკარგვა ხშირი მოვლენაა. იტალიელები კი ქურდებზე არ წუწუნებენ, ამბობენ, რომ სანაპიროსთვის სპეციალური ჩანთა აქვთ. ჩვენ კი ვერ ვტოვებთ უმეთვალყურეოდ მობილურ ტელეფონს და ზღვაში არ შევდივართ. თუმცა, გარკვეული წესები არსებობს ამის თავიდან ასარიდებლად.

მოდით, ვკითხოთ იტალიელებს.

პირველ რიგში, სანაპიროებზე მოწყობილია კაბინა-სეიფები, რომელთა ქირაობაცაა შესაძლებელი ღირებული ნივთების დასატოვებლად.

თუ მსგავსად მოწყობილ სანაპიროზე არ ვართ, ღირებული ნივთები ჩასადებში უნდა მოათავსოთ და ზღვაში მასთან ერთად შეხვიდეთ.

ნუ იცურავებთ ყველანი ერთად. თუ ეს მაინც გსურთ, არამიმზიდველი, საერთო ჩანთა აიღეთ, რომელიც სასოწარკვეთილ ქურდსაც კი შეზიზღდება.

იქონიეთ სპეციალური კონტეინერი, რომელშიც ქვიშას ჩაყრით და ზევიდან პირსახოცს დააფარებთ. კონტეინერად გამოგადგებათ ცარიელი ბოთლიც თუნდაც რუჯისგან დამცავი ლოსიონის.

არსებობს ფულის სავარცხელში დამალვის ხრიკიც. მოხსნით რეზინის ზედაპირს და მოათავსებთ მასში. მის აღებას არავინ გადაწყვეტს.

ახაგაზრდა მშობლები ნივთებს პამპერსებშიც მალავდნენ. ვინ მიაქცევს ყურადღებას მითუმეტეს თუ ის გამოყენებულს ჰგავს?

ზოგადად, სანაპიროზე ღირებული ნივთების ტარება არ ღირს. რისკი ყოველთვის მაღალია. სასურველია თუ მათ სასტუმროში დატოვებთ. დაწერეთ თქვენი მეთოდებიც და გაუზიარეთ სხვებს.