როგორ მოვიშოროთ ხილის წვრილი ბუზები სახლიდან

ეს მომაბეზრებელი მწერები სახლში იმდენად სწრაფად ჩნდებიან და თავს ისე გვაბეზრებენ, რომ დაუყოვნებლივ გვიჩნდება მათი თავიდან მოშორების სურვილი. Novate.ge-ს რედაქცია ამ სტატიით ეცდება, ამ საქმეში დაგეხმაროთ.

ხშირად მწერები სახლში ბოსტნეულთან და ხილთან ერთად ჩნდებიან. ისინი იმდენად პატარები არიან, რომ მათი შემჩნევა რთულია. მეორე მიზეზი ვენტილაციაა. ისინი სახლში გისოსის მეშვეობით შემოდიან, ასევე, მცენარეების ქოთნებში ცხოვრობენ. მწერების საყვარელი საკვები მწიფე ბოსტნეული, ხილი და ნაყოფია. ყველაზე აქტიურად ისინი ზაფხულში გვეჩვევიან, როცა ტემპერატურა 25 გრადუსს აღემატება. როცა ტემპერატურა +5 გრადუსზე ქვევით ეცემა, ისინი მომავალ დათბობამდე გვტოვებენ.

მათგან თავის დაღწევა არც ისე ადვილია. თუ არსებობისთვის არასასიამოვნო პირობებს შეუქმნით, გაზრდილი მწერები მალე მოკვდებიან, მაგრამ კვერცხები და ბარტყები დარჩებიან. ოსონო გაიზრდებიან და ახალ წყაროს იპოვნიან. დაიმახსოვრეთ შემდეგი რეკომენდაციები:

1. საკვები წყაროს მოშორება

იპოვნეთ მათი საბინადრო ადგილი და გათავისუფლდით მისგან. ეს შეიძლება იყოს გაფუჭებული პროდუქტი ნაგვის ყუთშიან თაროზე. თუნდაც ოდნავ გამსკდარი ხილი. შეამოწმეთ ყველა ადგილი, სადაც საკვები ინახება და გაიტანეთ ისინი სახლიდან.

2. გამართეთ ვენტილაცია

შეამოწმეთ, აქვს თუ არა სავენტილაციო ხვრელებს გისოსი-ბადე. მისი არარსებობის შემთხვევაში, დააყენეთ დამცავი ბადე. ეს მწერების შემოღწევის რისკს შეამცირებს.

3. დაიცავით სისუფთავე

სახლში არსებული წესრიგი დიდ როლს თამაშობს, რადგანაც მწერებს სიბინძურე უყვართ. ნუ დატოვებთ ღია ადგილებში საკვებს და ყოველდღე გაიტანეთ ნაგავი. შეამოწმეთ არის თუ არა სახლში ნესტის წყარო. თუ არის, მისგანაც გათავისუფლდით. ზედმეტი ტენიანობა პროდუქტებს აფუჭებს. მოახდინეთ ტილოების დეზინფექცია, გაწმინდეთ ნიჟარა და მილები. დაიცავით სანიტარული ზომები და მწერები სახლს დატოვებენ.

4. მოაწყვეთ არომათერაპიას

სახლის გაწმენდის მერე, ჩაასხით ქვაბში ჭიქა წყალი, დაუმატეთ 5 გ მიხაკის, ევკალიპტის ან რეჰანის ეთერზეთი. აადუღეთ სითხე გაზქურაზე 2-3 საათით და დროდადრო წყალი დაასხით. ალტერნატიული ვარიანტია არომასანათი. შეგიძლიათ ტაფას კამფორის ზეთი დაასხათ. მიღებული არომატი ოთახს თუ გააჯერებს, მწერებს დააფრთხობს.

5. შეამოწმეთ ყვავილის ქოთნები

ოთახის მცენარეების ნიადაგში შესაძლოა დარჩენილი იყოს მატლები და ჭიები, რომლებიც უნდა მოაშოროთ. მწერები ვერ იტანენ ნივრის არომატს, ამიტომაც დაჭერით რამდენიმე კბილი ნიორი და დადეთ ნიადაგზე. შეგიძლიათ მოაყაროთ დაფქული პილპილი ან თამბაქო, ფორთოხლის ქერქი… თუ ისინი ძალიან ბევრნი არიან, ყვავილი ახალ ნიადაგში გადარგეთ. წინასწარ დაამუშავეთ.

პროფილაქტიკური ზომები:

  1. წელიწადის ცხელ დროს ნუ დატოვებთ დაჭრილ ბოსტნეულს და ხილს ღიად.
  2. შეინახეთ პროდუქტები მაცივარში ან ჰერმეტულად დახურულ კონტეინერებში.
  3. გარეცხეთ ჭურჭელი ჭამის შემდეგ ეგრევე, ნუ დაახვავებთ ნიჟარაში.
  4. საგულდაგულოდ მორეცხეთ სამუშაო ზედაპირები. თავიდან ტენიანი ტილოთი, შემდეგ მშრალით.
  5. ხშირად დაასუფთავეთ სახლი და გაანიავეთ.

მწერები ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. ისინი არ აფუჭებენ პროდუქტებს, არ იკბინებიან და არ გადააქვთ ინფექციები. თუ შემთხვევით სასუნთ გზებში მოხვდნენ, სერიოზული შედეგები არ იქნება. უბრალოდ მათი არსებობა არასასიამოვნოა და საჭიროა გათავისუფლდეთ მათგან.

  • ნუ გამოიყენებთ ქიმიურ აეროზოლებს.
  • ნუ ჩავარდებით პანიკაში.
  • მწერების გაქრობა შესაძლებელია.