შეიძლება თუ არა მაცივარზე მაგნიტების მიმაგრება და რატომ

ყოველი მოგზაურობის შემდეგ შინ მაცივრის ლამაზი მაგნიტების მოტანა უკვე კარგ ტრადიციად იქცა. დღეს, ალბათ, არ მოიძებნება ისეთი სახლი, რომელშიც სამზარეულოს 1-2 ასეთი სუვენირი არ “ამშვენებს”.

ამასთან, ყოველთვის მოიძებნება სტუმარი, რომელიც დიდი მცოდნესავით იტყვის, რომ მაცივარზე მაგნიტების დაკიდება არ შეიძლება. ეს ხომ ბოროტების ფარული წყაროა.

არსებობს თუ არა ასეთი მტკიცებისთვის საფუძველი? თუ ჩვენ წინაშე მორიგი ცრურწმენაა? Novate.ge-ს რედაქცია ამ კითხვებზე გიპასუხებთ.

მაგნიტები მაცივარზე

1. გავლენა ტექნიკაზე

თანამედროვე ინჟინერებმა დააგინეს, რომ ნეოდიმის მძლავრ მაგნიტებს ელექტრომოწყობილობის მწყობრიდან გამოყვანა შეუძლია. ვთქვათ, თურქი მწარმოებლები სუვენირის დასამზადებლად სწორედ ასეთ მაგნიტებს იყენებენ.

მაშინ, თეორიულად, იგი ნამდვილად შეიძლება იქცეს მოწყობილობის დაზიანების პოტენციურ მიზეზად. განსაკუთრებით, თანამედროვე მოდელებში, რომლებსაც კარზე ელექტროპანელები აქვს. თუმცა, ეს თეორიულად. პრაქტიკაში კი, სულ რამდენიმე გრამი მაგნიტი ვერაფერს უზამს ორმეტრიან მაცივარს.

ერთადერთი გამონაკლისია კარის შეღებილი ზედაპირი. მასზე კვალი და ნათელი ლაქები რომ არ დარჩეს, მაგნიტები პერიოდულად უნდა მოხსნათ და ადგილი შეუცვალოთ.

2. ჯანმრთელობის პოტენციური ზიანი

გაუგებარი მოვლენები მუდმივად უფრო მეტად გვაბნევს. ამ განმარტებას იმაზე უკეთ არაფერი უხდება, ვიდრე უხილავი და ჩვენი გრძნობის ორგანოების მიერ აღუქმელი ელექტრომაგნიტური გამოსხივება.

ამიტომ გაჩნდა კონსპირაციული თეორიები იმის შესახებ, რომ, მაგნიტური ველის შექმნისას, ვერაგი მაგნიტები თითქოს წამლავენ საკვებს, რომელიც მაცივარში ინახება.

პირველ რიგში, მაგნიტებისგან მომავალი მაგნიტური ველი ძალიან პატარა და სუსტია იმისთვის, რომ რამეს ავნოს. შესაძლოა, დისკომფორტი მხოლოდ იმ ადამიანებში გამოიწვიოს, რომლებსაც კარდიოსტიმულატორები აქვთ ჩასმული.

მეორეც, სამზარეულოში მოთავსებული ელექტროქურები, სარეცხი მანქანები და ტელევიზორები, რომ აღარაფერი ვთქვათ მობილურ კავშირსა და მიკროტალღურ ღუმელზე, ასობით უფრო მძლავრი მაგნიტური ველების წყაროებია. ესე იგი, მაცივრის მაგნიტები სამზარეულოში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად საშიში რამაა.

3. ფენშუი

ფენ-შუის სწავლულები ამტკიცებენ, რომ მაცივარზე მხოლოდ იმ მაგნიტების მიმაგრება შეიძლება, რომლების კულინარიულ თემატიკას ასახავს: ხოლი, ბოსტნეული, სხვადასხვა კერძი…

პეიზაჟები, შენობები, ადამიანებისა და პერსონაჟების ფიგურები ნეგატიური ენერგეტიკის კონცენტრაციას იწვევს და დამღუპველად მოქმედებს სახლში არსებულ ენერგეტიკაზე. ფენშუის მიხედვით, ნეგატიური გავლენა სხვადასხვა ფორმისა და ზომის წვეტიანი მაგნიტებისგანაც მოდის, რომლებიც ქაოტურადაა მიმაგრებული.

რთულია იმის თქმა, რამდენად მართალია ეს ყველაფერი. თუმცა, მაცივრის მაგნიტებთან დაკავშირებულ მოგონებებს, ნებისმიერ შემთხვევაში, უამრავი დადებითი ემოციის გამოწვევა შეუძლია. თანაც, ეს წარსულის ნაწილაკები ისე უნდა გამოიყენოთ, როგორც საჭიროდ ჩათვლით.