გასაოცარი მოწყობილობა ამერიკის ყველა სამზარეულოში: ასეთი რამ ყველას სჭირდება

სამზარეულოს ნარჩენების საფქვავი დიდი ხნის წინ იქცა ამერიკული სახლების განუყოფელ საყოფაცხოვრებო მოწყობილობად. ჩვენში კი ასეთი რამ დღემდე უცხოდ და ნაკლებად მოთხოვნადად ითვლება. ამასთან, დისპოუზერი არსებითად ამარტივებს სახლში წესრიგის დამყარებასა და შენარჩუნებას. ამის დასამტკიცებლად, ჩვენი რედაქცია არამხოლოდ მის უპირატესობებზე, არამედ მუშაობის პრინციპებზეც გიამბობთ.

მათთვის, ვინც ახლა აპირებს სამზარეულოს მოწყობას, ქვემოთ მოცემული ინფორმაცია სასარგებლო იქნება.

სამზარეულოს ნარჩენების საფქვავი

რისთვისაა საჭირო დისპოუზერი და როგორ მუშაობს იგი

ჩვეულებრივი სიფონის ნაცვლად, სამზარეულოს ნიჟარის ქვეშ საფქვავის დაყენებისას, სამუდამოდ დაივიწყებთ იმ პრობლემას, რომლის გამოც ჭურჭლის რეცხვას ვერ იტანდით. ახლა ბადის ნარჩენებისგან გათავისუფლება ან ნიჟარაში ზეთის ჩასხმა აღარ მოგიხდებათ, რამდენადაც ყველა საკვები ნარჩენი პირდაპირ საფქვავში, ხოლო შემდეგ, კანალიზაციაში მოხვდება.

სამზარეულოს საფქვავი მარტივად უმკლავდება თითქმის ყველა ორგანულ ნარჩენს (კარტოფილის კანით დაწყებული, ხილის კურჯებით, თევზის ფხებითა და ქათმის ძვლებით დასრულებული).

ასეთი ტექნიკის იღბლიანი მფლობელი სამუდამოდ დაივიწყებს არამხოლოდ მილების გაჭედვას, არამედ ნაგვის ურნიდან მომავალ სუნსაც. გადავსებული ნაგვის პარკისგან დარჩენილი სველი კვალის მოწმენდაც აღარ იქნება საჭირო.

ამასთან, ნაგვის დახარისხება, დისპოუზერის არსებობის შემთხვევაში, ერთი სიამოვნება ხდება. დამეთანხმებით, ქაღალდისა და მეტალის შეფუთვების დახარისხება გაცილებით მარტივი იქნება, ვიდრე სახლში ორგანული ნარჩენების შენახვა სათლის გავსებამდე.

საფქვავის შეძენა კარგი გადაწყვეტილება იქნება არამხოლოდ ოჯახის წევრებისთვის, არამედ დაკავებული მარტოხელებისთვისაც, რომელთა გრაფიკში დამატებითი საყოფაცხოვრებო პრობლემების დრო არაა.

როგორ შევარჩიოთ ნარჩენების საფქვავი

მოწყობილობის არჩევას მთელი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეთ. ზედმეტი რომ არ გადაიხადოთ და შესაფერისი საფქვავი შეიძინოთ, უნდა განსაზღვროთ, დისპოუზერის როგორი მონაცემები იქნება ოპტიმალური კონკრეტულად თქვენი სიტუაციისთვის.

სახლში, რომელშიც ოთხი და მეტი ადამიანისგან შემდგარი ოჯახი ცხოვრობს, 1.5+ ლ მოცულობის კამერის მქონე საფქვავია საჭირო. ნაკლები მოცულობის შემთხვევაში, ნარჩენების დაფქვის პროცესი ზედმეტად დიდ დროს წაიღებს.

მყარი ნარჩენების დაფქვის შესაძლებლობაც რომ გქონდეთ, შეიძინეთ 700 ვატზე მეტი სიმძლავრის საფქვავი. აი, რაც შეეხება, იმ ხმაურის დონეს, რომელსაც მოწყობილობა გამოსცემს, აღნიშნული პარამეტრი უშუალოდ გამყიდველთან უნდა დააზუსტოთ. ყველაზე ნაკლებ დისკომფორტს მოგიტანთ 45-50 დბ ხმაურის დონის მოწყობილობა.

იმედი გვაქვს, აღნიშნული ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო იქნება. მოუთმენლად ველით თქვენს გამოხმაურებას ამ თემასთან დაკავშირებული კითხვებით.