რატომ შედგება საბჭოთა ტუალეტის მაგიდა სამი სარკისგან და რა მოვუხერხოთ მას

1 კვირის წინ, ჩემი ქმრის ბებიას სოფელში ვესტუმრე. ნათელი, უბრალო და ძალიან მყუდრო სახლი აქვს. ოთახში, რომელშიც მე და ჩემს ქმარს გვეძინა, იდგა ტრელიაჟი სარკით, ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან. ბებია ამბობს, რომ ტრელიაჟის ქონა მაშინ პრესტიჟულად ითვლებოდა.  ეს იმიტომ, რომ იგი ქალის რთულ ცხოვრებას გაცილებით უკეთესსა და სასიამოვნოს ხდიდა.

ასეთ ტუალეტის მაგიდაზე ბებიები ოდესღაც საყვარელ სუნამოებსა და კოსმეტიკურ საშუალებებს ალაგებდნენ. სამი სარკე მაშინდელ ქალებს საშუალებას აძლევდა, თავი თითქმის 3D გაფართოებით დაენახათ.

სარკიანი ტრელიაჟი

ჩემი ბავშვობის წლებშიც მახსოვს ჩვენს სახლში ასეთი ტუალეტის მაგიდა. თუმცა, ჩვენ ეს ავეჯი საძინებელში არა, შემოსასვლელ დერეფანში გვედგა. მახსოვს, 5-6 წლის ვიქნებოდი, თავზე რომ დავიმხე და გაქცევა მოვასწარი! მას ბოლო დღემდე ერთი ნაკაწრიც კი არ დატყობია.

დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ რატომ შედგება საბჭოთა ტრელიაჟი სამი სარკისგან და, რაც მთავარია, გიჩვენებთ, თუ როგორ შეიძლება მისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება. ესაა ანტიკვარიატი, რომელიც კიდევ დიდხანს მოგემსახურებათ.

სიტყვა “ტრელიაჟი” ფრანგული წარმომავლობისაა, რამდენადაც ამ ავეჯის სამშობლოც საფრანგეთი გახლავთ. მისი პროტოტიპები გახლდათ ტუალეტის მაგიდები მანდილოსანთა ბუდუარებიდან. XVII—XVIII საუკუნეებში, როცა ბაროკოს სტილი მოდაში იყო, ტუალეტის მაგიდები ინტერიერის ხშირ ელემენტად იქცა. ისინი ძალიან ძვირი ღირდა და ასეთი ფუფუნების ქონა მხოლოდ შეძლებულ ოჯახებს შეეძლოთ.

შემდეგ, სარკიანი მაგიდები გადმოიღეს რუსმა არისტოკრატებმაც, რომლებიც მაშინ ყველაფერში პარიზელებს ეჯიბრებოდნენ. ასე მოხდა, რომ ტრელიაჟი პირველი არა ჩვენს ბებიებს, არამედ რუსეთის სამეფო დიდებულებს ჰქონდათ. ამის შემდეგ, რაღა თქმა უნდა, ავეჯი მთელ საბჭოთა კავშირში გავრცელდა და ასე მოხდა ჩვენთანაც.

მანამდე, ტრელიაჟები სიმდიდრის ნიშნად ითვლებოდა. არსებობს მოსაზრება, რომელიც ჩვენმა ბებიებმა ოდესღაც თავიანთი ბებიებისგან მოისმინეს, რომ ეს ფუფუნების საგანია, და ეს ინფორმაცია თავიანთ შვილებს გადასცეს.

შესაძლოა, სწორედ ამის გამო, საბჭოთა მოქალაქეების მრავალი თაობა, თუ ამის საშუალება ჰქონდათ, ავსებდა ბინებს სამსარკიანი ტუალეტის მაგიდით. არსებობდა ერთსარკიანი ტრელიაჟის ვარიანტიც, თუმცა იგი უბრალოდ ითვლებოდა. თურმე, სადღაც ვიღაც თვლიდა, რომ, რაც უფრო მეტი იყო სარკე, მით უფრო ელიტური იყო ავეჯი.

თუმცა, საბჭოთა ბინებში ტრიუმოსა და ტრელიაჟს იხილავდით როგორც საძინებელში, ისე სასტუმრო და შემოსასვლელ ოთახებში. იქ კი ყველაფერი ინახებოდა: საოჯახო აფთიაქით დაწყებული, საბავშვო ნივთებით დასრულებული.

აგრეთვე, ასეთ ტრელიაჟში თავს “ყველა მხრიდან” დაინახავდით. ეს ტანსაცმლის კერვის დროს განსაკუთრებით მოსახერხებელი იყო. მახსოვს, როგორ მიკერავდა დედაჩემი თავისი საქორწილო კაბისგან “კონკიას” კოსტუმს საახალწლო ზეიმისთვის, რამდენადაც ახლის ყიდვის საშუალება არ გვქონდა.

როგორც ხედავთ, ამ ავეჯს მდიდარი ისტორია აქვს. თანაც, ადრე მას იმდენად კარგად ამზადებდნენ, რომ საუკუნე ძლებდა! ამიტომაც ინახება ბევრ ქალაქგარე სახლში ეს რარიტეტი თითქმის სახეუცვლელად. გთავაზობთ რამდენიმე მეთოდს ტრელიაჟის გადასაკეთებლად, ინტერიერს ახალი იერი რომ შესძინოთ.

ამ ვარიანტში ავეჯი შეღებეს და დეკუპაჟის ტექნიკით დაახატეს დეკორაციები.

აგრეთვე, შეგიძლიათ იგი ჟანგისფრად.

ქვემოთ მოცემულ ვიდეოში კი უფრო მეტ და საინტერესო ვარიანტს იხილავთ ავეჯის გასაახლებლად.