როგორი დიასახლისი ხართ, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

არ აქვს მნიშვნელობა მარტო ცხოვრობთ თუ პარტნიორთან, გყავთ შვილები თუ არა, უვლით შინაურ ცხოველს თუ მცენარეს – ნებისმიერ შემთხვევაში, საკუთარი სახლის დიასახლისი ხართ. როგორი? ამას ვარსკვლავები გაგიმხელენ.

თხის რქა

დიასახლისი-მეთაური. თხის რქა ქალს ასეთი რპინციპი აქვს: „თუ გსურს კარგი გაკეთო – სხვას უბრძანე.“ თუ თხის რქას ოჯახი ჰყავს, ის ყოველდღიურ გრაფიკს შეადგენს საშინაო საქმეების შესახებ, რომელიც ყველამ ყურადღებით უნდა დაიცვას. თუ მარტოა, დამლაგებელი და კატა ეყოლება. კატაც მოწესრიგებული რა თქმა უნდა.

მერწყული

ზარმაცი დიასახლისი. ბუდიზმის მიმდევარი. მისი საიმიჯო მოდელი სამეფოს წევრია, რომელიც ყველა კითხვაზე პასუხობს შემდეგნაირად: „როგორღაც მოხერხდება“. თუ მერწყულის სახლში უკიდეგანო ქაოსი დაისადგურებს, მაცივარი კი გამოხმება, იცოდეთ, რომ ეს შემოქმედებითი უწესრიგობა და ფენშუის ახალი წესებია!

თევზები

შთამაგონებელი დიასახლისი. თევზები არასდროს და არაფერს აკეთებენ სიყვარულის გარეშე. ეს არ გამოსდით. ამიტომაც, თევზი სიყვარულით ალაგებს სახლს, სიყვარულით ამზადებს საჭმელს, სიყვარულით უვლის ბაღს, სიყვარულით ალაგებს ფეხსაცმელს და აქსესუარებს თაროებზე. თუმცა, სიყვარულიც რესურსია და უსაზღვრო არაა.

ვერძი

ხრიკების მცოდნე დიასახლისი:  იცის ყველაფერი იმაზე, თუ როგორ გატეხოს სისტემა და საყოფაცხოვრებო პრობლემები სიმარტივედ აქციოს. ისინი დალაგების მაგიას და დროის განაწილების საოცარ უნარს ფლობენ. ვერძმა ყველაფერი იცის, არ ვარჯიშობს. შრომის გონივრული გაყოფა წარმატებული ფიგურის ფუნდამენტური მახასიათებელია.

კურო

თანამედროვე დიასახლისი. როგორც კი ბაზარზე ახალი გაჯეტი გამოჩნდება, რომელიც დიასახლისებს ცხოვრებას უმსუბუქებს, კურო დაეწაფება. მას ყველაფერი აქვს: მიკროტალღური ღუმელი, რობოტი-მტვერსასრუტი, პორტატული ფანჯრების მრეცხავი, ნაყინის გასაკეთებელი აპარატი და აშ.

ტყუპები

ზებუნებრივი დიასახლისი. ამ თქვენს შვაბრას და ტაფებს სამარეში ჰქონოდეთ ადგილი! ვინც თანახმა არაა, კეთილი იყოს მათი ჯოჯოხეთში მიბრძანება. ტყუპები ამას თავად მოგიწყობთ. არ გაგიკვირდეთ, თუ სამსახურიდან მოსულს სახლში კაპიტალური რემონტი დაგხვდებათ კედლების გადანაცვლებითა და სანტექნიკის გაყვანით. გაგიმარჯოთ ქვესკნელში!

კირჩხიბი

ჰეროიკული დიასახლისი. მათ უბრალოდ არ შეუძლიათ რაიმე სასარგებლო უბრალოდ გააკეთონ, ეს გმირულად უნდა მოხდეს. ამიტომაც კირჩხიბებს შორის ბევრი დიასახლისია. მათი იატაკი გამოიყურება როგორც სარკე, თეთრეული როგორც ქათქათა ღრუბელი, ფუნთუშები, როგორც წარმტაცი ჰაეროვნება. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში თუ ვინმე ამ ყველაფერს შეაფასებს და მის მიმართ აღტაცებას გამოთქვამს. თუ არადა, რა აზრი აქვს?

ლომი

ეტალონური დიასახლისი. თუ დალაგებაა, ბინა სტერილურ საოპერაციოს დაემსგავსება, თუ საჭმლის მომზადებაა – მიშლენის ვარსკვლავის მფლობელ რესტორანს. როცა ლომი მეგობრებს ვახშმად პატიჟებს, ინგლისელი დედოფალი მთელი თავისი სადღესასწაულო მიღების პარალელურად გვერდით ნერვულად მოწევს სიგარეტს. იმისათვის, რომ ლომთან სტუმრად მოხვდეთ, რიგში უნდა ჩადგეთ!

ქალწული

მანიაკალურ-დეპრესიული დიასახლისი. ასტროლოგები ამბობენ, რომ ქალწულები ფანატიკური დიასახლისები ან საშინელი ფეთხუმები არიან, მაგრამ ჩვენ არ გვესმის საიდან მოდის ან ერთი ან მეორე მოსაზრება. ეს ხომ ერთი და იგივე ქალწულია! უბრალოდ, მანიაკალურ გაზაში ის სრულყოფილებამდე გაწმენდს აბაზანის ფილას, დეპრესიულ ფაზაში კი ისაუბრებს სიმბოლიზმის ფილოსოფიურ-ესთეტიკურ პრინციპებზე.

სასწორი

დაუცველი დიასახლისი. სასწორს გულწრფელად არ ესმის, საიდან ჩნდება სახლში მტვერი, ჭუჭყიანი ჭურჭელი ან ჭიანჭველები. ისინი შექმნილები არიან იმისთვის, რომ სასწორს ცხოვრება გაურთულონ. ისინი თვეში ერთხელ იცმევენ სპეციალურ კოსტუმს და იყენებენ ქიმიურ საშუალებებს რათა პრობლემას მიხედონ. როცა ყველაფერს მოაწესრიგებენ ისევ ძველებურ გულგილობას უბრუნდებიან.

მორიელი

ნერვული დიასახლისი. მორიელი ვერ იტანს ქაოსს, ჭუჭყს და ცარიელ მაცივარს. ეს ყველაფერი მისი მტერია, მტრის განადგურებას კი მორიელი მიჩვეულია. თანაც სრული სისასტიკით. ზოდიაქოს ეს ნიშანი კარგი დიასახლისია, მაგრამ ცხელი შვაბრის ქვეშ სჯობს არასდროს მოხვდეთ. უმჯობესია თუ მაღლა იფრენთ.

მშვილდოსანი

წესრიგის დამრღვევი დიასახლისი. მშვილდოსნები დარწმუნებულები არიან, რომ ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ პარკეტის მოწმენდაზე დავხარჯოთ. კარადა ჯერჯერობით იკეტება, ტარაკანები შიმშილით არ კვდებიან, კატა ალპინისტური მოძრაობებით ტვალეტზე არ ხტება – კარგია, წესრიგია! ხვალ სტუმრად მეგობრები მოვლენ და მოხალისეობრივი, სასარგებლო საქმით დაკავდებიან – მორეცხავენ იატაკს და ჭურჭელს.