სოდის უშრეტი შესაძლებლობები: 25 საყოფაცხოვრებო ხრიკი

1. ხალიჩების განახლება

მოაყარეთ ხალიჩას სოდა ნესტისა და ცუდი სუნის შესაწოვად. დატოვეთ ასე 15 წუთით და შემდეგ გაწმინდეთ მტვერსასრუტის დახმარებით.

2. მოაშორეთ საღებავები

კედლიდან ფანქრების და მსგავსი საღებავების ნაკვალევის წასაშლელად დააყარეთ დალბობილ ღრუბელს სოდა და გადაუსვით ნელა დასვრილ ზედაპირს. ლაქის მოშორების შემდეგ გაწმინდეთ კედელი მშრალი ქსოვილით.

3. ფეხსაცმლის სუნის მოშორება

მოათავსეთ სოდით სავსე პაკეტები ფეხსაცმელში და იგი შეიწოვს ცუდ სუნს და ნესტს. ამისათვის უნდა დატოვოთ სოდა ფეხსაცმელში მთელი ღამის განმავლობაში.

4. ნაგვის სუნის პრევენცია

ნაგვის ყუთში სუნის გაჩენის თავიდან ასაცილებლად დროდადრო ჩაყარეთ მასში ცოტა სოდა და ასევე ჩაყარეთ სოდა ყუთში ახალი პარკის ჩადებისას მის ძირზე.

5. ფილების ნაკერების გაწმენდა

ჭუჭყიანი ზოლების გასაწმენდად შეურიეთ ერთმანეთში საცხობი სოდა და წყალბადის ზეჟანგი პასტის მისაღებად. წაუსვით ნაზავი ზედაპირზე და გახეხეთ კბილის ჯაგრისით.

6. კანის ნაზად გახეხვა

შეურიეთ საცხობი სოდა და წყალი 3:1 შეფარდებით პასტის მისაღებად და წაისვით ნაზავი კანზე. მისი დახმარებით კანის მკვდარ უჯრედებს მარტივად მოიშორებთ და კანს დაირბილებთ.

7. ჩახურებული კანის მკურნალობა

თუ თქვენ ბავშვს მსგავსი პრობლემა აწუხებს, მაშინ დაუმატეთ მისი აბაზანის წყალს 1/4 ჭიქა საცხობი სოდა. ეს მის კანს დაამშვიდებს და სიწითლეს გააქრობს.

8. ლეიბის გაშრობა

ლეიბის დასველების შემთხვევაში გააშრეთ მისი ზედაპირი პირსახოცით მაქსიმალურად. შემდეგ მოაყარეთ მას სოდა და დატოვეთ ასე 2 საათით. იგი ასე შეიწოვს დარჩენილ სისველეს და უსიამოვნო სუნსაც გააქრობს.

9. ლეიბების განახლება

რამდენიმე თვეში ერთხელ მოაყარეთ სოდა ლეიბს, დატოვეთ რამდენიმე საათით და შემდეგ გაასუფთავეთ მტვერსასრუტით. ამით მას უსიამოვნო სუნისგან, ტკიპებისგან და ნესტისგან დაიცავთ.

10. პირსაბანის სუნი

ჩაყარეთ პირსაბანის ხვრელში სოდა, ჩაამატეთ ძმარი და სწრაფად დაახურეთ მას სახურავი. აღნიშნული პროდუქტების ნაზავი ჩაწმინდავს ცხიმს, საჭმლის ნარჩენებს, საპნის ნადებს და მსგავს პრობლემებს.

11. შეინარჩუნეთ მოხარშული ბოსტნეულის ფერი

მწვანე ბოსტნეულის მომზადებისას მოაყარეთ წყალს ცოტა სოდა და შემდეგ მოხარშეთ მასში ბოსტნეული. სოდა მათი მწვანე ფერის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

12. მოაშორეთ ჭურჭელს დამწვარი საჭმელი

აავსეთ ტაფა წყლით და ჩაუმატეთ მას ცოტა სოდა გაზზე დადგმამდე. გააცხელეთ რამდენიმე წუთით საჭმლის დალბობამდე. ასე მათ მარტივად გაწმინდავთ.

13. საშარდე არხის ინფექციების მკურნალობა

ამისათვის უნდა აურიოთ 1/2 კოვზი საცხობი სოდა ერთ ჭიქა წყალში და დალიოთ. ეს მჟავიანობის და გაღიზიანების სიმპტომებს შეგიმსუბუქებთ.

14. ფრჩხილების გაღიავება

წაისვით ფრჩხილებზე წყლის და სოდის 1:1 მოცულობით მიღებული ნაზავი წრიული მოძრაობით. ეს თქვენი ფრჩხილების ლაქის ფერს ეფექტურად გააღიავებ.

15. ხალიჩის ლაქების გაქრობა

დაადეთ ლაქას პირსახოცი სისველის მაქსიმალურად შესაწოვად და შემდეგ წყლის სპრეით გადარეცხეთ ზედაპირი. ამის შემდეგ ლაქას მოაყარეთ სოდა და დატოვეთ ასე მის გაშრობამდე, მერე კი მტვერსასრუტით გაწმინდეთ იგი.

16. საჭმლის კონტეინერების სუნის გაქრობა

ჩაყარეთ 1/4 ჭიქა სოდა 1 ლიტრ თბილ წყალში და ჩაალბეთ მასში საჭმლის კონტეინერები. ამით მათ ნებისმიერი სახის სუნს მოაშორებთ.

17. აბაზანის გაწმენდა

აავსეთ აბაზანა წყლით და დაუმატეთ მას 2 ჭიქა საცხობი სოდა, შემდეგ კი დატოვეთ ასე 10 წუთით. დაცალეთ წყალი და აავსეთ აბაზანა სუფთა წყლით და დატოვეთ ასე 10 წუთით ჩარეცხვამდე.

18. ფუმფულა ომლეტები

ომლეტის რეცეპტში ცოტაოდენო საცხობი სოდის დამატებით მათ უფრო გააფუმფულებთ. შეურიეთ ყოველ 3 კვერცხს 1/2 კოვზი სოდა.

19. რბილი სათამაშოების გაწმენდა

ჩადევით სათამაშო პარკში, ჩაყარეთ მასში 1/2 ჭიქა საცხობი სოდა, შეკარით პარკის თავი და ააჯანჯღარეთ პარკი. დატოვეთ ასე სათამაშო 30 წუთის განმავლობაში და შემდეგ გამოიყენეთ მტვერსასრუტი მის გასაწმენდათ. ამით მას ჭუჭყს და სუნს მარტივად მოაშორებთ.

20. გაწმინდეთ ჭიქის ლაქები

ჩაყარეთ სოდა სველ ჭიქაში და ასე გაწმინდეთ მისი კედლები. სოდის დახმარებით ჯიუტ ლაქებს მარტივად მოაშორებთ თქვენს საყვარელ ჭიქას.

21. გააუმჯობესეთ აბაზანის წყალი

ჩაამატეთ აბაზანის წყალში სოდის მცირე რაოდენობა და ამით წყალს თქვენი უხეში კანის განაზებაში დაეხმარებით.

22. ყვავილების სიჯანსაღის შენარჩუნება

ჩაამატეთ ყვავილების ვაზის წყალში 1 კოვზი საცხობი სოდა მათი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად.

23. მიწიდან ამოღებული ბოსტნეულის გარეცხვა

აავსეთ პირსაბანი ან დიდი ჯამი ცივი წყლით, ჩაამატეთ მასში რამდენიმე კოვზი საცხობი სოდა და შემდეგ ჩაალბეთ მასში ბოსტნეული 10 წუთით. ამის შემდეგ გადარეცხეთ ისინი სუფთა წყლით.

24. მწერების გაქრობა

არასასურველი მწერების გასანადგურებლად აურიეთ ერთმანეთში შაქრის პუდრი და საცხობი სოდა. მიღებული ნაზავი დაყარეთ მწერებიანი სივრცის კუთხეებში.

25. ჭურჭლის სარეცხი მანქანა

ჭურჭლის სარეცხ მანქანაში სოდის ჩამატებით თქვენ გაუადვილებთ მას ჭურჭლის გაწმენდას. ამისათვის საჭიროა სარეცხ სითხესთან ერთად მასში მოათავსოთ რამდენიმე კოვზი საცხობი სოდა.