დაუჯერებელია, მაგრამ… ბრიტანელმა ხელოსანმა მიკროავტობუსი სახლად აქცია

თვითიზოლაციამ ბევრ ადამიანს მისცა საშუალება, დაკავებულიყო იმ საქმეებით, რომლებზეც, მუდმივი მუშაობის გამო, დრო არასდროს ჰყოფნიდა. მაგალითად, ბრიტანელმა ავეჯის ხელოსანმა გადაწყვიტა, თავისი ძალები სატვირთო მიკროავტობუს Mercedes Sprinter-ის გარდასახვაზე გამოეცადა და შექმნა საოცნებო საბურავებიანი სახლი. სრულყოფილ ტრანსფორმაციას მან სამთვიანი შეუპოვარი შრომა შეალია, თუმცა, არც ერთი წამით არ ნანობს, რადგან ახლა უკვე იმაზე ფიქრობს, პროფესია შეიცვალოს და მსგავსი ბიზნესით დაკავდეს. მითუმეტეს, რომ მისი ბორბლებიანი სახლი უკვე სხვას გადაეცა პრიზად, ლატარეაში გამარჯვების საპასუხოდ.

სომერსეტის საგრაფოს ავეჯის ხელოსანმა დერილ ლოიდ ვიტმა (Daryl Lloyd Witt), თვითიზოლაციასა და საყოველთაო კარანტინში მოხვედრისას, გადაწყვიტა, თავისი ოცნებისთვის შეესხა ხორცი – საკუთარი ხელით შეექმნა სახლი საბურავებზე. მან მაშინვე შეიძინა Mercedes Sprinter და საქმეს შეუდგა, რამდენადაც საჭირო მასალები და ხელსაწყოები ხელთ ჰქონდა. რადგანაც დერილი მაღალი კლასის ოსტატია და იცის, როგორ გაანაწილოს სივრცე, შეუძლია ხისა და მეტალის დამუშავებისთვის საჭირო ინსტრუმენტების გამოყენება, მისთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა მიკროავტობუსის გადაკეთება.

საბურავებიან სახლში ნებისმიერ ამინდში ცხოვრება რომ ყოფილიყო შესაძლებელი, ახალგაზრდას კედლების საფუძვლიანად დათბობა გაუხდა საჭირო. ამისთვის მან ნატურალური მასალები გამოიყენა, რომლებიც, დამაგრების შემდეგ, ხით გადაფარა. თუ საძილე ზონაში ხის დაფებს ბუნებრივი ფერი შეუნარჩუნა, რათა სითბოსა და სიმყუდროვის ატმოსფერო შეექმნა, ყველა დანარჩენ ნაწილში ისინი თეთრად შეღება, რითაც ვიზუალურად გაზარდა შეზღუდული სივრცე.

მცირე სივრცე უფრო რაციონალურად რომ გამოეყენებინა, ახალგაზრდამ გადაწყვიტა, ორადგილიანი საწოლი შემაღლებულ ადგილას დაეყენებინა. ასეთმა ხრიკმა ვრცელი საძინებლის მოწყობისა და დამატებითი შესანახავი სივრცის შექმნის საშუალება მისცა.

მინი-სამზარეულო სტანდარტულად გაფორმდა, თუმცა, მასში ყველაფერია საკვების დამოუკიდებლად მომზადებისა და შენახვისთვის: გაზქურა, სამზარეულოს კუთხე სამუშაო ზედაპირით, ნიჯარა, მინი-მაცივარი, დასაკიდი კარადები და იატაკის ტუმბოები პროდუქტისა და ჭურჭლის შესანახავად. სამზარეულოს კუთხის პირისპირ პატარა გადმოსაშლელი მაგიდაა, რომელთანაც ორი ადამიანი თავისუფლად მოთავსდება.

რთულია ამის დაჯერება, თუმცა, ფურგონში, საცხოვრებელ ზონასთან ერთად, დაეტია სრულყოფილი საშხაპე კაბინაც, რომელშიც არის ცხელი წყალი, სამზარეულოს ზონაში ჩაშენებული ბოილერის წყალობიტ. საშხაპე კაბინაში ბიოტუალეტიცაა მოთავსებული.

მთელი ამ გარდასახვისთვის, დერილს სამი თვე დასჭირდა. ამ დროში, მან ჩვეულებრივი ფურგონი აქცია მინი-სახლად, რომელიც ხანგრძლივი მოგზაურობისთვის იდეალურია, თუ ამას წყვილი აპირებს. მართალია, საკუთარი შემოქმედებით დასვენება ვერ მოასწრო, რამდენადაც ფურგონ-კემპინგი შეიძინა ლატარეის კომპანია Dream Car Giveaways, რომელმაც იგი მორიგი გათამაშების მთავარ პრიზად გამოაქვეყნა. სხვათა შორის, ბილეთი 13 ათას დოლარზე ცოტატი მეტი ღირს, ამიტომ, ნებისმიერ მსურველს შეუძლია სცადოს, გახდეს საკუთარი საბურავებიანი სახლის მფლობელი.

საინტერესო ფაქტი: ლატარეის კომპანიამ სრულყოფილი ფურგონისთვის 51.5 ათასი დოლარი შესთავაზა მფლობელს, დერილმაც დაუყოვნებლივ გაყიდა იგი. ასეთი წარმატების შემდეგ, გადაწყვიტა საქმიანობა შეეცვალა და ახლა მზადაა, ახალი იდეები საბურავებიანი სახლების დამკვეთებს მიაწოდოს.