თუ ბზიკების ბუდე იპოვეთ, აჩვენეთ თქვენს შვილებს. ეს საოცრებაა!

აგარაკზე, პირდაპირ სახურავის ფრთაზე, დიდი ხანია ბზიკების ცარიელი ბუდე კიდია. ბზიკებმა სახლი მიატოვეს და, თავიდან, მინდოდა ბუდე ტყეში წამეღო. თუმცა, ჩემი ვაჟის ცნობისმოყვარეობამ გაიმარჯვა, ბუდე ჩამოვხსენით და დავათვალიერეთ, როგორ ცხოვრობდნენ მისი ბინადრები. გადავწყვიტეთ, მცირე სამეცნიერო კვლევა ჩაგვეტარებინა.

კრაზანის ბუდე

გულწრფელად გეტყვით, მეც მინდოდა მენახა, როგორი იყო ბუდე შიგნიდან. მანამდე არასდროს დამისვამს მსგავსი კითხვა, ახლა კი ძალიან დავინტერესდი. ამასთან, ჩემს ვაჟს ახლა “რატომ”-ების ასაკობრივი პერიოდი აქვს – მას აინტერესებს ყველაფერი, რაც გარშემო ხდება.

ჩვენი კვლევა წარმატებით დასრულდა, ძალიან საინტერესო და გასართობი პროცესი იყო. ჩვენ დავუძახეთ მამას, ბებიასა და ბაბუასაც – ბზიკის ბუდე მთელმა სანათესავომ შეისწავლა.

შეხებისას, ბუდის სტრუქურა მოგაგონებთ ქაღალდს, რომელსაც მყიფე ხისგან ამზადებენ. ბუდე რამდენიმე ასეთი ფენისგან შედგება, შიგნით კი ჩვეულებრივი ფიჭებია. ჩვენ ბუდე შუაზე გადავჭერით და აღმოვაჩინეთ უამრავი ექვსკუთხა “უჯრედი”, რომლებიც ერთმანეთს მჭიდროდ ეკვრება.

დარწმუნებული ვიყავი, რომ ბუდე ცარიელი იქნებოდა, რადგან ზუსტად ვიცოდი, იქ ერთი კვირა არაფერი შეფრენილა. თუმცა, ჩემდა გასაკვირად, იქ ბინადრები ვიპოვეთ. ფიჭებში ბზიკების პატარა შვილუკები აღმოვაჩინეთ. როგორც გაირკვა, ფუტკრებისგან განსხვავებით, რომლებიც ფიჭებში თაფლს ინახავენ, ბზიკები იქ შთამომავლობას ამრავლებენ.

ეს დანაყოფები დაფარულია სპეციალური თეთრი “სარქველებით”: ზოგიერთ მათგანში თითქმის ზრდასრული ინდივიდები ცხოვრობდნენ, ხოლო ზოგიერთში – ჭუპრები. ჩვენი ბუდე დასახლებული აღმოჩნდა, ამიტომ იგი ფრთხილად ავაწყვეთ და ტყეში წავიღეთ. იმედია. პატარების მშობლები შთამომავლებს იპოვიან და ტყეში ცხოვრება მოეწონებათ.

თუ აგარაკიდან ბზიკების ბუდის მოშორება გსურთ, გამოიყენეთ საყოფაცხოვრებო ინსექტიციდები ან სპეციალური აეროზოლები. გამოდგება ხალხური მეთოდებიც: სარეცხი საშუალებები, კვამლი ან სატყუარები და მახეები. ყველაზე რთულ სიტუაციებში კი სპეციალური სამსახურის გამოძახება მოგიხდებათ.

როგორ მინდა იმის თქმა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეაწუხოთ ბზიკების ბუდე, თუ იქ მწერები ცხოვრობენ. ისინი თავიანთ სახლს დაიცავენ და მტრად აღგიქვამენ. კრაზანის ნაკბენი ძალიან მტკივნეულია, რიგ შემთხვევებში კი ალერგიასაც იწვევს. ამიტომ, ფრთხილად იყავით, თუ ბზიკები, როგორც ჩვენთან, თქვენს სახლშიც ცხოვრობენ.

თქვენ გინახავთ ბზიკების ბუდე შიგნიდან? რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?