იაფი საშუალება აფთიაქიდან, რომელიც ავეჯს მტვრისგან ერთი თვით დაიცავს

დალაგება აუცილებელი ღონისძიებაა, რომელიც სახლში რეგულარულად უნდა გატარდეს. საყოფაცხოვრებო მტვერთან ბრძოლა ყველა დროის დიასახლისების ტანჯვაა. მართალია, დღეს უამრავი საშუალება არსებობს, იაფი თუ ძვირი, რომლებიც ეფექტურად აშორებს ნებისმიერი სახით ჭუჭყს. თუმცა, სამწუხაროდ, არც ერთ მათგანს არ შეუძლია მტვრის მორიგი დალექვის თავიდან აცილება.

ტა-დამ – ასეტი საშუალება არსებობს! თანაც, ჩვენდა საბედნიეროდ, იგი ხელმისაწვდომია ყველასთვის.

ეს პატარა ხრიკი შეამცირებს ავეჯზე მტვრის გადაწმენდის საჭიროების სიხშირეს, 2-3 თვეში ერთ ჯერამდე. მართალს გეუბნებით. ამ სასწაულმოქმედ საშუალებას გლიცერინი ეწოდება.

სწორედ ეს იაფი პრეპარატი გადაჭრის მომაბეზრებელ პრობლემას და ყოველდღიურ “მტვრიან უსიამოვნებას” თავიდან აგაცილებთ.

თანაც, ასე მტვრის მოშორება შეიძლება არამხოლოდ გალაქული ზედაპირებიდან, არამედ ავეჯის მკრთალი ელემენტებიდან და სარკეებიდანაც კი.

გლიცერინის უპირატესობა მხოლოდ ხელმისაწვდომი ფასი და ეფექტურობა როდია. სხვა ყველაფრის გარდა, გლიცერინი აბსოლუტურად უსუნო და უსაფრთხოა როგორც ადამიანების, ისე ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვისაც.

ვიღაცას გაუჩნდება გონივრული კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ მოიფიქრეს მანამდე ამ ხრიკის გამოყენება. პასუხი მარტივია: მოიფიქრეს, თანაც საკმაოდ დიდი ხნის წინ. მუზეუმების, სასტუმროებისა და სხვა მსგავსი დაწესებულებების თანამშრომლები გლიცერინს მტვრის გასანადგურებლად და მისი სწრაფი დაგროვების პროფილაქტიკისთვის თითქმის ყველა ნივთს უსვამენ. ამ უნივერსალური საშუალების გამოყენება შეიძლება ნებისმიერი სახის ზედაპირზე, მთავარია, წინასწარ გადაწმინდოთ იგი.

როგორ მოვაშოროთ მტვერი დიდი ხნით

გლიცერინის გამოყენება, ამ შემთხვევაში, განსაკუთრებული საიდუმლოს ცოდნას არ საჭიროებს და ძალიან მარტივია. საკმარისია, მიკრობოჭკოვან ხელსახოცს დაასხათ რამდენიმე წვეთი გლიცერინი და კარგად გაწმინდოთ საჭირო მონაკვეთი. მნიშვნელოვანია წინასწარ მტვრის გადაწმენდაც. ზედაპირს უნდა მოაშოროთ ლაქებიც, არსებობის შემთხვევაში.

იატაკის წმენდის დროს კი, დაასხით გლიცერინი იატაკის ჩვარს. ლამინატი ან პარკეტის საფარი იბზინებს და დიდხანს შეინარჩუნებს სისუფთავეს.

გლიცერინი სხვა საყოფაცხოვრებო საქმეებშიც გამოიყენება, მაგალითად, ლაქების ამოსაყვანად. უბრალოდ მოასხით ოდნავ შემბარი სითხე დაბინძურებულ ადგილს, გააჩერეთ 30 წუთით ან რამდენიმე საათით, ლაქის წარმომავლობისა და სიძველის მიხედვით. შემდეგ გაავლეთ ნაკეთობა მარილიანი წყლით.