აი, რა მოიფიქრეს ამერიკელმა დიასახლისებმა, წვეულების შემდეგ ღამე ლაგებაში რომ არ გაეტარებინათ

აშშ-ში დღესასწაულები საინტერესო მოვლენაა, განსაკუთრებით, ჩვენი ქვეყნის ფონზე. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ამერიკელების კალენდარზე გაცილებით ნაკლები დღესასწაულია, ვიდრე ჩვენთან. აღდგომა, შობა, ახალი წელი, მადლიერებისა და დამოუკიდებლობის დღეები, სულ ესაა. ნუ, თუ არ ჩავთვლით წმინდა პატრიკის დღესას, რომელიც უკვე თითქმის მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

მეორეც, თავად დღესასწაულის აღნიშვნა ჩვენი ვარიანტისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ამერიკელები რესტორანში მხოლოდ სერიოზული მიზეზით დადიან, ისიც მხოლოდ ოჯახთან ერთად. ხანდახან, დიდ დღესაწაულებზე, ისინი უბრალოდ ქალაქის შემოგარენში იყრიან თავს, წვავენ ხორცს და არ იშურებენ სადღეგრძელოებს. მიუხედავად ამისა, ადამიანები შეიძლება ერთმანეთს საერთდ არ იცნობდნენ, თუმცა, ტრადიციების დაცვა მათ სისხლში აქვთ!

აშშ-ს დღესასწაულები

მაგალითად ავიღიოთ დაბადების დღე: ამერიკელები მას სულ სხვანაირად აღნიშნავენ. ბუნებრივია, აღნიშვნისას მთავარი ბიუჯეტია. რაც უფრო ნაკლებია იგი, რა თქმა უნდა, მით უფრო მოკრძალებულია დღესასწაული. თუ ადამიანს ბევრი მეგობარი არ ჰყავს, რამდენიმე ადამიანისთვის წვეულების გასამართავად თავს არ შეიწუხებს.

სხვა დანარჩენს კი გარკვეული სტანდარტები აქვს. ყველამ იცის, რომ აშშ-ში საშუალო კლასი უპირატესობას ქალაქგარეთ ცხოვრებას ანიჭებს. სახლი რამდენიმეაკრიანი მიწით, გაზონითა და, ხანდახან, აუზით, მათთვის სავსებით საკმარისია. პირადი ავტომობილის გარეშე, რა თქმა უნდა, იქ ცხოვრება შეუძლებელია. თანაც, ასეთი ქონების მოვლა საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, თანაც არამხოლოდ ფინანსურ, არამედ დროის ხარჯთანაც. თუმცა, ეს ამად ღირს.

მოკლედ, სწორედ ამ პრინციპით იმართება წვეულებები აშშ-ში: ყველა შეკრება უშუალოდ სახლთან ხდება. ეს ძალიან მოსახერხებელია, რამდენადაც საჭირო არ იქნება ოთახების დალაგება მეგობრების გასტუმრების შემდეგ, ეზოში ყველა სტუმარი დაეტევა და სუფთა ჰაერითაც დატკბება. თავიდან, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ რამდენიმე ათეულ ადამიანს ჭურჭელი და სკამები არ ეყოფათ, ამ მიზეზით კი გადავდივართ ამერიკული დღესასწაულების კიდევ ერთ საინტერესო ნიუანსზე.

შტატებში დღესასწაულს მართავს არა მასპინძელი, არამედ სპეციალურად დაქირავებული სამსახურები. ეს ორგანიზატორები თქვენს ფულს ტყუილად არ ჭამენ: ისინი გეგმავენ, აფორმებენ, ითვალისწინებენ ყველა ნიუანსს და თან მოაქვთ საჭირო ავეჯი, ჭურჭელი, დეკორაციები და სხვ.

ამრიგად, მასპინძლები დღესასწაულზე თავს თავისუფლად და კომფორტულად გრძნობენ. მათ არ სჭირდებათ სტუმრებზე თან გადაყოლა და მომდევნო კერძების გამოტანა. არც იმის შემოწმებაა საჭირო, თუ რამდენად კარგად გრძნობს თითოეული სტუმარი თავს. დაისვენეთ თქვენს გემოზე და შეჰხარეთ ცხოვრებას. თუ დღესასწაული დახვეწილია, ფირმას მოაქვს ხარისხიანი ჭურჭელი და რესტორნის კლასის საკვები.

თუ დღესასწაული შინაურულ წრეშია, პასტმასის სკამებსა და ერთჯერად ჭურჭელს საქმე უჩნდებათ. ხოლო, იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკაში არსებობს შესანიშნავი ტრადიცია – საკვების თან წაღება წვეულებაზე, მასპინძელს ისღა დარჩენია, იყიდოს მეტი ხორცი და კარგად გაახუროს მაყალი. ყველაფერი დანარჩენი სტუმრებს მოაქვთ. შესანიშნავი დღეა, არა?

თუ სახლთან ფანჩატური აქვთ, სტუმრებს მაინცდამაინც იქ არ ეპატიჟებიან. რატომ უნდა გააკეთონ ეს, როცა დღესასწაული ღია ცის ქვეშ უფრო საინტერესოა? გამონაკლისი მხოლოდ წვიმის დროს დაეშვება. თუმცა, ასეთი რამ იშვიათად ხდება, რამდენადაც ორგანიზატორები ყურადღებით ადევნებენ თვალ-ყურს ამინდის უახლოეს პროგნოზს.

საბავშვო დღესასწაულებზე იწვევენ ჯადოქრებს ან კლოუნებს, დგამენ ბატუტს (თუ ადგილი საკმარისია). ყველაფერს რთავენ თემატური ლენტებით, წარწერებითა და ნახატებით იმის მიხედვით, თუ რა მოსწონს ბავშვს ყველაზე მეტად.

ზრდასრულებისთვისაც არსებობს ასეთი მომსახურება. ამერიკელები ხშირად იძახებენ ელვის პრესლის ან მერლინ მონროს ორეულ-მსახიობებს. მიღებულია სახლთან ახლოს ცოცხალი მუსიკით სრულყოფილი წვეულების გამართვაც. რაც მთავარია, იქ არ დაგჭირდებათ ჭურჭლის რეცხვა და ბინის ლაგება. სხვათა შორის, თუ მასპინძელი დაბადების დღეს აღნიშნავს, ტორტსაც დღესასწაულის სტილთან შეთავსებით უკვეთავს. ერთად ყველაფერი ძალიან მაგრად გამოიყურება!

რაც შეეხება მსგავსი დღესასწაულის ფასს, ესეც ცნობილია: მისი განსაზღვრისთვის უნდა იცოდეთ ის, თუ როგორი ავეჯის, დეკორაციების გამოყენება გსურთ, გინდათ თუ არა მსახიობების მოწვევა. გარდა ამისა, საკვებისა და სასმლის არსებობასაც თავისი წონა აქვს. საბოლოო ჯამში, მსგავსი მომსახურება ნებისმიერი საშუალოსტატისტიკური ოჯახისთვის ხელმისაწვდომია, თუ, რა თქმა უნდა, ფინანსურ ლიმიტებს არ გადააჭარბებს.

თუმცა, დამეთანხმებით, მაშინაც კი, თუ მოკრძალებული დღესასწაულის შემდეგ, სპეციალურად დაქირავებული ადამიანები მთელ ჭუჭყიან ჭურჭელს წაიღებენ და ეზოდან ყველაფერს აალაგებენ, განწყობა ძალიან დიდი ხნით აგიმაღლდებათ, გარდა ამისა, ნამდვილი დღესასწაულის ჯადოსნურობაც შეგინარჩუნდებათ.