თანამედროვე დიზაინერები არამხოლოდ ლამაზ და მოსახერხებელ ავეჯს იფიქრებენ, არამედ მისი ფუნქციურობის გაზრდაზეც ზრუნავენ. მრავალთაროიანი და მოძრავი სისტემების მქონე კარადებით უკვე ვერავის გააოცებთ. თუმცა, სამუშაო ზონა, რომელიც დასასვენებელ ადგილად ან სტელაჟად იქცევა, რომლისგანაც სასადილო ზონის მოწყობაც შეიძლება, საინტერესო რამაა. ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ინტერიერის რამდენიმე საინტერესო ვარიანტს, რომელთაგან ერთ-ერთის არჩევაც კი მნიშვნელოვნად დაზოგავს სივრცეს, გაზრდის ფუნქციურობას და გააუმჯობესებს ოთახის იერს.

1. კომპაქტური სასადილო ზონა

ხშირად, სამზარეულოში ადგილი არაფრისთვის გვყოფნის და გვიხდება რაღაცის მსხვერპლად შეწირვა: მაცივრის გატანა სხვა ოთახში, უარის თქმა ჭურჭლის სარეცხი მანქანის გამოყენებაზე ან დამატებითი კარადის დაყენებაზე. თუმცა, ფუნქციური ავეჯის დახმარებით, ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია. დაკეცილი სახით, სასადილო ზონა კედლის ნახატის ზომის გამოდის. გაშლის შემთხვევაში კი იქცევა სრულყოფილ მაგიდად და ორ სკამად. ძალიან მოსახერხებელი და პრაქტიკულია!

2. დამალული საწოლი

აწყობილი საქოლი კარადასა და ინტერიერის სხვა დეტალებში იმალება ხოლმე. ასე იგი არ ხერგავს სივრცეს და მისი თავისუფლად გამოყენების საშუალებას გაძლევთ. მისი მცირე წონა საწოლის გადატანას ამარტივებს. მისი ნაწილი მაგრდება კედელზე, მეორე ნაწილი კი – გამოსაშლელ ფეხებზე.

3. დასაკეცი დივანი ჟურნალის მაგიდისგან

სწრაფად მიმდინარე ცხოვრების ეპოქაში როცა ყველას ეჩქარება და არ სურს ბევრი ნივთის შეძენა, ფუნქციურობა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ეს წესი განსაკუთრებით ეხება ავეჯს. თანამედროვე დიზაინერები სულ უფრო საოცარი ტრანსფორმაციის ვარიანტებს გვთავაზობენ, რომლებიც სულ უფრო ნაკლებ ადგილს იკავებს და რომელთა გამოყენება სულ უფრო სასიამოვნო და მოსახერხებელია. მცირე ჟურნალის მაგიდისგან მიიღებთ კომფორტულ და საკმაოდ ტევად დივანს.

დივნის მისაღებად, მაგიდის ზედა ნაწილები იშლება, იქცევა დივნის თავად და ბოლოდ, შუაში კი ჩნდება ბალიშების დასადები კარკასი. ბალიშები ცალკე უნდა შეინახოთ და, საჭიროებისამებრ, დაალაგოთ დივანზე, შექმნათ ოთხი სრულყოფილი ადგილი დასაჯდომად. დივნის გამოყენება საძინებლადაც შეიძლება.

4. სამუშაო და დასასვენებელი ზონა

გულმოდგინე მუშაობის შემდეგ, ვის არ სურს კომფორტულად დასვენება და ძალების აღდგენა. სწორედ ამიტომ, მოსახერხებელია, როცა სამუშაო ზონა რბილ ზონას უერთდება. თანამედროვე მრავალფუნქციური ავეჯი ამ კეთილდღეობას გვთავაზობს. მოსახერხებელი და ლამაზი საწერი ან კომპიუტერთან სამუშაო მაგიდა სახელურის გამოყენებით ჩამოიწევა დაბლა და გამოჩნდება რბილი სოფა. ასეთი ავეჯი შესანიშნავია როგორც კაბინეტის, ისე სასტუმრო ოთახისთვისაც.

5. ჭკვიანი ტუმბო

Curvilux – ესაა თანამედროვე მრავალფუნქციური გადაწყვეტილება. ესაა მარტივი და მინიმალისტური ტუმბო, რომელიც ავტომატურად უერთდება სმარტფონს, რომელსაც მასზე მოათავსებთ, მუხტავს მას და მასთან ერთად მუშაობს. ამასთან, მასში ჩაშენებულია შუქდიოდური ქვეგანათება და აკუსტიკური სისტემა, რომელიც ჩართავს საყვარელ მელოდიებს ძილის წინ და დილით, გამოიყენება მაღვიძარადაც. ქვეგანათება, სურვილისამებრ, ბაძავს მზის ამოსვლას, ორგანიზმს აძლევს უფრო ნაზად გაღვიძების საშუალებას, საჭირო დროს და ძილის საჭირო ფაზაში. Bluetooth-ის ჩართვის შემთხვევაში, მოსახერხებელი იქნება ზარებზე პასუხიც. ხოლო, თუ ღამით ჭიქა წყლისთვის ადგებით, ქვეგანათება ტუმბოზე ავტომატურად ამუშავდება და გზას გაგინათებთ.

საინტერესო ინფორმაცია: ტუმბოს უჯრა შეგიძლიათ მობილურით დაბლოკოთ და მიიღოთ წვდომა პირად რეჟიმზე. იგი შესანიშნავი საშუალებაა ძვირფასი ნივთების შესანახავად.

6. მაგიდა თუ სტელაჟი ღია თაროებით?

სწორი გათვლა და დაგეგმარება ნამდვილად შესანიშნავ შედეგებს იძლევა. საკმაოდ დიდი ზომის სასადილო მაგიდისგან, შესაფერისი მექანიზმის დამატებით, მიიღებთ საკმაოდ მოერხებულ ღია თაროებს. ასეთი უჩვეულო სტელაჟი შეგიძლიათ სასადილო ან მისაღებ ოთახში დადგათ და, საჭიროებისამებრ, გაშლით დიდ მაგიდას, რომელიც ბევრ სტუმარს დაიტევს. დანარჩენ დროს, მაგიდას აქცევთ დეკორაციულ სტელაჟად, რომელზეც საყვარელ ნივთებს დაალაგებთ.

7. უჩვეულო დივანი

ხშირად, გასაშლელ დივანს დამატებითი საძინებელი ადგილის მისაღებად ან სასტუმროში საძინებლის მოსაწყობად იძენენ. თუმცა, ასეთი გადაწყვეტილება ყოველთვის მოსახერხებელი არაა. მაგალითად, იგი საბავშვო ოთახისთვის შეუფერებელია. თუმცა, იქ იდეალური იქნება დივანი, რომელიც ორ ცალკეულ ორსართულიან საწოლად იქცევა. კომპაქტური, მოსახერხებელი და მრავალფუნქციური გადაწყვეტილებაა, რომელიც ბავშვებს მოეწონებათ.

თქვენ გინახავთ მსგავსი მრავალფუნქციური ავეჯი? რომელი ფუნქციების შეთავსებას ისურვებდით მოდელებში?

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი